TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

უყურეთ და არ გაიმეოროთ - 8 ფილმი სკოლის სიძულვილზე
27-06-2020
-
+


გაუთავებელი საშინაო დავალებების, მასწავლებლებთან ან კლასელებთან დაძაბული ურთიერთობის გამო სკოლა საკმაოდ ბევრ ბავშვს არ უყვარს, თუმცა ზოგჯერ საგანმანათლებლო დაწესებულების სიძულვილი ძალიან ცუდად მთავრდება. „ეტალონი“ წარმოგიდგენთ 8 ფილმს ბავშვებზე, რომლებსაც სკოლა ეზიზღებათ:

„კერი“ (1976, ბრაიან დე პალმა)

სტივენ კინგის ამავე სახელწოდების ნოველის ეკრანიზაცია. სკოლის მოსწავლე, კერი უაიტი, ძალიან უბედურია, ის იტანჯება სახლშიც და სკოლაშიც. სკოლაში - თანაკლასელების დაცინვისგან, სახლში კი - დედის სიმკაცრისა და ფანატიზმისგან. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა გოგონასთვის ბოლო წვეთი აღმოჩნდება და სიტუაცია უკონტროლო ხდება.



„სასიკვდილო ლტოლვა“ (1988, მაიკლ ლემანი)

ერთ-ერთი ყველაზე მახვილგონივრული ფილმი ამერიკული სკოლების იერარქიული სტრუქტურის შესახებ. დაუნდობელი მეგობრების ტრიო წყვეტს, ვინ არის სკოლაში მათი მეგობრობის ღირსი და ვინ არის უმნიშვნელო. ვერონიკა და ჯეისონი შეყვარებულები არიან, ვერონიკას არ მოსწონს სამყარო თავის გარშემო, რის შესახებაც მოსაზრებას ჯეისონს უზიარებს, ყმაწვილი პრობლემის გადასაჭრელად რადიკალური ზომების მიღებას სთავაზობს.



„კლასი“ (1982, მარკ ლესტერი)

ეს სკოლა იმდენად საშიშია, რომ მოსწავლეებს შესასვლელ კართან მეტალის დეტექტორის გავლა უწევთ. თითქმის ყველაფერს მართავს ბანდა, რომელსაც ყაჩაღი, პიტერ სტიგმანი, ხელმძღვანელობს. თითქმის ყველა მოსწავლეს სკოლა ეზიზღება, გარდა მთავარი პერსონაჟისა. ქარიზმატული ბრედლი გრეგი არანაირ ბანდას არ უერთდება და ბოლომდე „კარგ ბიჭად“ რჩება.



„ამერიკის გული“(2002, უვე ბოლი)

ამერიკის შუაგულში მდებარე ჩვეულებრივ სკოლაში სწავლის ბოლო დღეა. ბევრისთვის ეს დღე დღესასწაულია, თუმცა სიძულვილი, რომელიც დაგროვდა წლების განმავლობაში, ძალიან მალე გამოაშკარავდება. ვერავინ შეაჩერებს მათ, ვინც ფიცი დადეს, რომ ბოლო ზარის ხმას ჩაახშობენ.



„სპილო“(2003, გას ვან სენტი)

ფილმი ჩვეულებრივი ამერიკული სკოლის ჩვეულებრივი დღის შესახებ, რომელიც სავსეა გაკვეთილებით, სპორტით და სხვა უბრალო რამეებით. სკოლა ყოველი მოსწავლისთვის სხვადასხვანაირია. ზოგისთვის ის ცოდნის წყაროა, ზოგისთვის - პრობლემა, ტრავმა, ზოგისთვის კი - მარტოობა.


„ნულოვანი დღე“ (2003, ბენ კოკსი)

თანაკლასელები, ანდრე და კელი, გადაწყვეტენ, ომი გამოუცხადონ თანაკლასელებსა და სკოლას. ისინი აწარმოებენ ვიდეოდღიურს, სადაც მათ გრძნობებს გადმოსცემენ.



„კლასი“ (2007, ილმარ რააგი)

ფილმის მთავარი გმირი ესტონეთის ჩვეულებრივი სკოლის გამოსაშვები კლასის მოსწავლეა. იოზეპი გამუდმებით ითმენს თანატოლთა მხრიდან დამცირებას, დაცინვას და ის არასოდეს პასუხობს მათ. თუმცა მას შემდეგ, რაც მას ერთ-ერთი თანაკლასელი გამოესარჩლება, დაპირისპირება იწყება.



„უნდა ვილაპარაკოთ კევინზე“ (2011, ლინ რემსი)

ქალი ბავშვობიდან ამჩნევს ვაჟს უცნაურ სოციოპათურ ქცევას, თუმცა მისი არავის ესმის, მეუღლესაც კი. რეჟისორი ლინ რამსი არ იძლევა ერთმნიშვნელოვან პასუხებს, თუ რატომ იბადებიან მონსტრები ნორმალური მშობლების შვილებად, სწორედ ამიტომ ეს სასტიკი ფილმი ძლიერ შთაბეჭდილებას ახდენს.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

პიროვნება
სკოლები
პატარები დიდი სიხარულითა და მონდომებით ჩაერთნენ აქტივობაში
 

ღონისძიებამ არაერთი შთამბეჭდავი ნომერი გააერთიანა და სკოლაში საოცარი განწყობა და ემოციები დაატრიალ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება