სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რატომ უტარდებათ ტესტირება V-VII კლასელებს მე-4 და მე-6 კლასების ნაცვლად? - აპრობაცია თებერვლის ბოლოს ჩატარდება
21-02-2020
-
+


მე-4-6 კლასის მოსწავლეებისთვის განკუთვნილი განმავითარებელი შეფასების პირველი აპრობაცია თებერვლის ბოლოს ჩატარდება. როგორც „შეფასება განვითარების“ პროექტის მენეჯერმა ეკა ჯელაძემ etaloni.ge-სთან განაცხადა, პირველ ეტაპზე აპრობაციაში მონაწილეობას 60 საჯარო სკოლა მიიღებს, ხოლო ტესტები მე-5-მე-7 კლასის მოსწავლეებს ჩაუტარდებათ. აღნიშნულის მიზეზი კი ის არის, რომ მე-4 და მე-6 კლასის მოსწავლეებს სასწავლო პროგრამა ჯერ არ აქვთ დამთავრებული.

„ამ ეტაპზე 60-მდე სკოლა შევარჩიეთ მთელი საქართველოს მასშტაბით. ეს არის ისეთი სკოლები, სადაც ინფრასტრუქტურა გამართულია.  ეს არის პირველი ეტაპი, რომელზეც გვინდა გამოვცადოთ ელექტრონული პლატფორმა, ვინაიდან ტესტირება მთლიანად ელექტრონულად ტარდება და მთლიანად ინტერნეტზე დაფუძნებული პლატფორმაა. ამასთან გვინდა გამოვცადოთ ის დავალებები, რომლებსაც მოსწავლეები გააკეთებენ. შესაბამისად, პირველი აპრობაცია გვექნება თებერვლის ბოლო კვირაში. ტესტები 4 დღე, ჩატარდება. პირველი ორი დღე მე-5 კლასელები ჩააბარებენ მათემატიკას და ქართულს, ხოლო შემდგომი ორი დღე მე-7 კლასელები ჩააბარებენ მათემატიკისა და ქართულის ტესტებს.

მე-4 და მე-6 კლასის პროგრამა რომ გამოვცადოთ პირდაპირ ამ კლასებში ვერ შევიდოდით, რადგან ერთი სემესტრი აქვთ ჯერ ნასწავლი, პროგრამა ბოლომდე არ აქვთ გავლილი, შესაბამისად, მე-5 და მე-7 კლასის მოსწავლეებს ახლა ამიტომ უტარდებათ ტესტები.

რაც შეეხება მეორე ეტაპს, რომელიც უფრო მასშტაბური იქნება, მაისის თვეში ჩატარდება და დაახლოებით 300-მდე სკოლა იქნება ჩართული. აღნიშნული აპრობაციის მიზანი იქნება ის, რომ გავიგოთ ფართო მასშტაბზე როგორ მუშაობს ელექტრონული სისტემა. წელს ამით დამთავრდება.

შემდგომ ჩატარდება კვლევა და ზუსტად დავინახავთ რა ტექნიკური პრობლემებია, შინაარსობლივად რა არის გასაუმჯობესებელი და ა.შ. ამის მიხედვით  ზუსტად შევიმუშავებთ და დავხვეწთ ელექტრონული პლატფორმის დიზაინს და შემდეგ წელს უკვე სხვა სკოლებსაც ჩავრთავთ და ნელ-ნელა ყველა სკოლა იქნება ჩართული“, - განაცხადა ეკა ჯელაძემ.

რაც შეეხება  ნიმუშების გამოქვეყნებას, პროექტის მენეჯერის თქმით, ტესტის სრული ნიმუშები არ გამოქვეყნდება. თუმცა პროექტში ჩართულ სკოლის დირექტორებს საშუალება ექნებათ გარკვეული ნიმუშები ნახონ და მოსწავლეებს წინასწარ გაატარონ ტესტები.

„ტესტის სრული ნიმუშები არ გამოქვეყნდება, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ტესტირებაზე მუშაობის პროცესში მოსწავლეს არ შეექმნას ტექნიკური პრობლემა და დავალებას იმის გამო ვერ გაართმევენ თავი, რომ შესაბამისი ტექნიკური უნარი არ ექნება; ანუ ვერ გაიგებს როგორ აირჩიოს სწორი პასუხი, გადააადგილოს პასუხები ერთი სვეტიდან მეორეში და .შ. მსგავსი პრობლემების აღმოსაფხვრელად 60-ვე სკოლას, რომელიც აპრობაციის ეტაპზე არიან ჩართულნი მივეცით ლინკი, სადაც თავიანთი მონაცემებისა და პაროლის გამოყენებით შეძლებენ შესვლას და მოსწავლეებს წინასწარ მომზადებულ ტესტებს გააკეთებინებენ. ანუ ეს იქნება სავარჯიშო ტესტი, რათა ვიცოდეთ რომ საბოლოოდ ამ ბავშვებს ზუსტად ეცოდინებათ ტექნიკურად როგორ უნდა გაართვან თავი ამა თუ დავალებას.

ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ეს არის იმისთვის რომ ტექნიკური პრობლემები გამოვრიცხოთ და არა იმისთვის რომ ტესტების ამოხსნაში ვამუშაოთ ბავშვები. შესაბამისად ეს ნიმუშები არ გამოქვეყნდება,  მაგრამ ყველა ეტაპზე მსგავსად იქნება გაზიარებული ყველა ტიპის დავალება რომელიც ტესტში მოვა რათა შემდგომ ტექნიკურად  იცოდეს როგორ უნდა გაართვას თავი დავალებას“, - განგვიმარტა ეკა ჯელაძემ.

მისივე თქმით, ტესტი როგორც დახურული ისე ღია კითხვებისგან იქნება შედგენილი:

„იქნება როგორც ღია ისე დახურული კითხვები. იქნება ისეთი ღია კითხები სადაც მოკლე პასუხები ექნებათ მოსწავლეებს გასაცემი და ისეთიც სადაც ვრცელი პასუხი იქნება საჭირო. მაგალითად ქართულში წერითი დავალება აქვს შესასრულებელი. დახურული ტესტებიც სხვადასხვანაირი იქნება, იქნება არჩევითპასუხიანი,  ასევე თანმიმდევრობით დასალაგებელი პასუხები და ა.შ. ანუ მრავალფეროვანი დავალებები იქნება.

ამ სამოც სკოლაში ტესტები სესიების მიხედვით იქნება გადანაწილებული, ისე რომ ბავშვები მონაცვლეობით შევლენ კომპიუტერულ ოთახებში. შესაბამისად მაქსიმალურად ვიყენებთ კომპიუტერების იმ რაოდენობას, რომელიც სკოლის ბაზაზე გვაქვს. ამ მოდელით ასე ვმუშაობთ. შემდგომ უფრო დიდ მასშტაბზე რომ გავალთ შეიძლება ცოტა შეიცვალოს მიდგომა, თუმცა ამ ეტაპზე ასეთი მოდელი გვაქვს“.

იხილეთ ასევე: მე-4 და მე-6 კლასების მოსწავლეები 2020 წლის გაზაფხულზე 2 საგანში ტესტირებას ჩააბარებენ


კომენტარები


ეტალონი

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

5 ივნისი ბოლო დღეა - NAEC ინფორმაციას ავრცელებს

დაამთავრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია სამართალმცოდნეობის სპეციალობით

საჯარო სკოლის წესდებაში ცვლილებები შევიდა - მინისტრის ბრძანება ძალაშია

ექსტერნატის გამოცდებზე რეგისტრაცია 3 ივნისს დასრულდება - დოკუმენტების ჩამონათვალი და სხვა  მნიშვნელოვანი ინფორმაცია

 სკოლების შესახებ გადაწყვეტილებებს 16 კაციანი კომისია მიიღებს - დეტალები 

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

„როდესაც პატარები ჩვენი სკოლის ზღურბლს გადმოაბიჯებენ, მინდა, მათმა მშობლებმა მშვიდად ამოისუნთქონ. აქ, ამ კედლებში, მათ ხვდებათ მეორე დედა  - პირველი მასწავლებელი“...

სკოლები
საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

ძალიან კარგი თაობა მოდის და იმედს მიჩენენ რომ ისინი შეძლებენ საქართველოს გაბრწყინებას და გაძლიერებას

„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება