სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

გორის მოსწავლეთა საყურადღებოდ
05-02-2020
-
+


6 თებერვალს გორში საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ 2019-2020 სასწავლო წლის სეზონის I ეტაპის ტესტირება ჩატარდება.

ტესტირების დღესთან დაკავშირებით, ჩემპიონატში ჩართული გორის მუნიციპალიტეტის ყველა სკოლა უკვე ინფორმირებულია.

ტესტირება სკოლებში „ეტალონიდან“ მიწოდებული ტესტებისა და ინსტრუქციის შესაბამისად სკოლებში ჩატარდება.

ინტელექტ-ჩემპიონატში ჩართვა გორის მუნიციპალიტეტის ნებისმიერი სკოლის მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეს შეუძლია. 

შესარჩევ ტურს თითოეულ სკოლაში „ეტალონის“ პედაგოგები გაუწევენ ორგანიზებას. ისინი დააკვირდებიან ტესტირების პროცესს და შეაფასებენ მოსწავლეთა ტესტებს.

II ეტაპზე გადასული მოსწავლეები „გორის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მოპოვებაში შეეჯიბრებიან. 

შეგახსენებთ, რომ ახალი სასწავლო წლის განმავლობაში „ეტალონი“ ტრადიციულად საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტსა და თვითმმართველ ქალაქს ესტუმრება და 2019-2020 სასწავლო წლის „ეტალონელებს“ გამოავლენს. 

კონკურსი სამ ეტაპად მიმდინარეობს: პირველი ეტაპზე სკოლებში გაიმართება შესარჩევი ტესტირებები, მეორე ეტაპი - ადგილზე, მუნიციპალიტეტსა თუ თვითმმართველ ქალაქში „ეტალონის“ შემოქმედებითი გუნდის სტუმრობასა და ღონისძიების ჩატარებას გულისხმობს. კონკურსი ივნისში გრანდიოზული ფინალით დაგვირგვინდება.

ინტელექტ-ჩემპიონატში ჩართვის მსურველებმა დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ სკოლის ადმინისტრაციას, საგანმანათლებლო რესურსცენტრს, დაგვიკავშირდეთ ნომერზე 577 36 99 45 მოგვწეროთ Facebook-ზე ან შეავსოთ სპეციალური სარეგისტრაციო ფორმა.


კომენტარები


სკოლები
„მინდა, ნიჰილიზმი გავუქრო, მაგალითი მივცე და ვუთხრა, რომ მათაც იგივე შესაძლებლობები გააჩნიათ, როგორც სხვა ბავშვებს და არავისგან არიან განსხვავებულები“
დირექცია მოსწავლეებს სკოლის წარჩინებით დასრულებას ულოცავს
დირექცია მოსწავლეებს სკოლის წარჩინებით დასრულებას ულოცავს
სიახლეები
პედაგოგებსა და სკოლის ხელმძღვანელებს საკმაოდ დატვირთული რეჟიმი გამოსდით წლის განმავლობაში
ისტორია ყველაფერს გასცემს საკადრის პასუხს!
„უნდა ავუხსნათ ბავშვებს, რატომაა ცუდი კომპიუტერთან დიდხანს ჯდომა“
„ჩაჭრის ან რომელიმე მათგანზე არგამოცხადების შემთხვევაში, აბიტურიენტი ინარჩუნებს ჩარიცხვისა და სასწავლო გრანტის მიღების შესაძლებლობას“
საინტერესო
რატომ იყენებენ თინეიჯერები სოციალურ ქსელებს?
რამდენადაც ყველა კულტურა ერთმანეთისგან განსხვავდება, ყველას განსხვავებული წინასაგამოცდო ცრურწმენა აქვს
პიროვნება
„არ გეგონოთ, სიახლეებს ვეწინააღმდეგებოდე, უბრალოდ,რასაც ახლა ვუყურებთ, ეს ფოლკლორი აღარაა“
„ბავშვებს უფროსების პატივისცემა, უხუცესებთან განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვთ, ერთმანეთს თქმულებებს უყვებიან  და ეს უკვე  წინაპირობაა, ჯანსაღი სულის ადამიანები აღიზარდონ და გაიზარდონ“
„უშგულის საჯარო სკოლის მოსწავლეების უმრავლესობა ირიცხება უმაღლეს სასწავლებლებში რეპეტიტორების გარეშე“
ეტალონი
დუშეთის მუნიციპალიტეტის „ეტალონის“ დისტანციური კონკურსის შედეგები ცნობილია
დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, „ეტალონის“ დისტანციურ კონკურსში მონაწილეობა დუშეთის ყველა სკოლის შერჩეულ მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასელს შეუძლია.
„ეტალონი“ უკვდავი პროექტია და  ბედნიერი ვარ, ჩემი სკოლის მოსწავლეები ასე აქტიურად რომ მონაწილეობენ“
15 ივლისს ჭიათურის მუნიციპალიტეტში „ეტალონის“ ინტელექტ-ჩემპიონატი ჩატარდა
ჭიათურის „ეტალონი მოსწავლე“ მე-5 საჯარო სკოლის IX კლასელი კარლო ცუცქირიძე გახდა
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება