TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

ხერხები, რომლებიც მოსწავლეს ცნობისმოყვარეს გახდის და თქვენს საგანს დააინტერესებს
19-09-2020
-
+


ყველა მასწავლებელს სურს, რომ მისი მოსწავლეები აქტიურები და გაკვეთილში ჩართულები იყვნენ. თუმცა ხანდახან მოსწავლეებს არც აქტიურობის სურვილი და არც საკითხის მიმართ ინტერესი არ აქვთ.

იმისთვის, რომ მოსწავლეების ცნობისმოყვარეობა გაზარდოთ, გირჩევთ

  • ძველ შეკითხვებს გადახედეთ
ცნობისმოყვარეობას ყველაზე მარტივად პასუხგაუცემელი კითხვები აღვივებს. დააკვირდით რა თემა ვერ ამოწურეს მოსწავლეებმა, რაზე უჩნდებათ შეკითხვები და დრო ამ საკითხებს დაუთმეთ. მსგავს თემებს რამდენიმე დღის შემდეგაც უნდა დაუბრუნდეთ, რათა დააზუსტოთ რა შეიცვალა, მოსწავლეებმა მასალა რეალურად გაიგეს თუ არა.

  • ამბიციები წაახალისეთ
ამბიცია ცნობისმოყვარეობის წინამძღვარია. განვითარების, წინ წასვლის სურვილის გარეშე ცნობისმოყვარეობა უბრალოდ ბიოლოგიური რეაქციაა. ამბიცია ცნობისმოყვარეობის „ტყუპისცალია“.

  • თამაშით ასწავლეთ
თამაშით სწავლება ხანდახან მოსწავლის ცნობისმოყვარეობისა და მოტივაციის გასაზრდელად საუკეთესო საშუალებაა. ასე რომ, სათანადო შემთხვევები უნდა ამოიცნოთ და თამაშზე დაფუძნებული სწავლების მეთოდს მიმართოთ.



  • სწორი თანამშრომლობა საჭირო დროს
ხანდახან მოსწავლეებს რაღაც თემა არ აინტერესებთ, მაგრამ როდესაც ხედავენ, რომ მათი თანატოლები ამ თემით ინტერესდებიან, ცნობისმოყვარეობა მათშიც იღვიძებს. ამიტომ კარგად დააკვირდით როდის და რაზე უნდა კონცენტრირდეთ.

  • მრავალფეროვანი კონტენტი გამოიყენეთ
მრავალფეროვანი კონტენტი ცნობისმოყვარეობას ყველაზე მეტად აღვივებს. ახალი პროექტები, ახალი თამაშები, ახალი აქტივობები მოსწავლეებს აინტერესებთ. ასე რომ, შეეცადეთ თქვენი თითოეული გაკვეთილი და სწავლების მეთოდები მრავალფეროვანი და საინტერესო იყოს.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები
გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით -„მხიარული შემოდგომა“
 
„30 პატარის მიერ დარგული 30 ნერგი - იქნება საწყისი ბუნების სიყვარულისა, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური წიგნიერებისა“
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება