TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

2020 წელს შეიქმნება არასრულწლოვანთა სამმართველო და სახელმძღვანელო გამომძიებლებისთვის - რა დაევალათ განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროებს
26-12-2019
-
+


2020 წლის პირველი აპრილიდან თბილისის მასშტაბით არასრულწლოვანთა სამმართველო შეიქმნება , - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა არასწრულწლოვანთა მართლმსაჯულებისა და განათლების სფეროში არსებულ გამოწვევებზე უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული სამმართველო ვიდეო-კამერებით იქნება აღჭურვილი, რომელიც არასრულწლოვნის იქ ყოფნის პერიოდს დააფიქსირებს და ამ სამმართველოში სპეციალიზირებული გამომძიებლები იმუშავებენ.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს 2020 წლის 1-ელი აპრილიდან, თბილისის მასშტაბით ექნება არასრულწლოვანთა სამმართველო. არსებობდა გარკვეული ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რომელიც მოგვარებულია, სადაც იმუშავებენ სპეციალიზირებული გამომძიებლები, ამ მიმართულებით მენეჯმენტსაც გავლილი ექნება შესაბამისი გადამზადება. ეს სამმართველო აღჭურვილი იქნება ვიდეო-კამერებით, რომელიც ზუსტად ასახავს სამმართველოში ბავშვის შესვლის, გასვლის და ზოგადად ყოფნის პროცესს. გრძელვადიან პერსპექტივაში, რეგიონებში, როგორ უნდა მოხდეს ბავშვებზე მორგებული გარემოს დანერგვა, შესაბამის ტერიტორიულ ორგანოებში, ამასთან დაკავშირებითაც სამინისტრო წარმოადგენს გეგმას“, - განაცხადა მეზვრიშვილმა.

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის თქმით, შსს ასევე წარმოადგენს სახელმძღვანელოს გამომძიებლებისთვის, რომელიც გამომძიებელს კარნახობს, როგორ უნდა მოიქცეს არასრულწლოვნებთან საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების დროს.

„შსს ასევე წარმოადგენს გაიდლაინს გამომძიებლებისთვის, რომელიც გამომძიებლებს კარნახობს არასრულწლოვნებთან საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისას, როგორ უნდა მოიქცნენ. საუბარია, როგორც მოწმე არასრულწლოვანზე ისე დაზარალებულზე და ბრალდებულზე“, - განაცხადა მეზვრიშვილმა.

რაც შეეხება ჯანდაცვის სამინისტროს, მან უნდა წარმოადგინოს კონკრეტული გეგმა სოციალური მუშაკების ნაკლებობის პრობლემის აღმოსაფხვრელად.

„ჯანდაცვის სამინისტროს მიმართულებით საკმაოდ ფართო თემაა, ამ ნაწილში შევთანხმდით, რომ სოციალურ მუშაკების მიმართულებით, რა გამოწვევებიც გვაქვს, როგორ უნდა ვუპასუხოთ, რათა ყველა პროცესში ჩართულ სამინისტროს არ ჰქონდეს სოციალური მუშაკების ნაკლებობის პრობლემა. ამ საკითხზე ჯანდაცვის სამინისტრო წარმოადგენს კონკრეტულ გეგმას. მომდევნო შეხვედრა 10 იანვარს გაიმართება“, - განაცხადა მეზვრიშვილმა.

ხოლო განათლების სამინისტროს დავალება იქნება შემდეგი:

„სამინისტრომ კონკრეტული წესი უნდა წარმოადგინოს, რომელშიც დეტალურად იქნება გაწერილი პროცესი, როდესაც შემთხვევა მოხდება განათლების სამინისტროში, რას აკეთებს მასწავლებელი, სოციალური მუშაკი, მანდატურის სამსახური, როგორი იქნება ამ წესის შეუსრულებლობის შემთხვევაში პასუხისმგებლობა“, - აღნიშნა მეზვრიშვილმა.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები
გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით -„მხიარული შემოდგომა“
 
„30 პატარის მიერ დარგული 30 ნერგი - იქნება საწყისი ბუნების სიყვარულისა, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური წიგნიერებისა“
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება