TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

როგორ დავეხმაროთ მოსწავლეს, რომელიც ცუდად კითხულობს - 4 მარტივი ხერხი დაწყებითის მასწავლებლებისთვის
11-01-2020
-
+


მოსწავლე ნელა კითხულობს და კლასის ტემპს ვერ ეწევა, თანატოლებს კი მისი მოსმენა ეზარებათ, რის გამოც ბავშვი თავს უხერხულად გრძნობს, - თუკი ეს სიტუაცია თქვენთვის ნაცნობია, „ეტალონი“ გთავაზობთ, რამდენიმე გზას, როგორ უნდა დაეხმაროთ ბავშვს, რომელიც ჯერჯერობით სწრაფად და გამართულად კითხვას ვერ ახერხებს:

იმის მიზეზი, თუ რატომ კითხულოს ჩვენი მოსწავლე ან ჩვენი შვილი ცუდად, ძალიან ბევრი შეიძლება იყოს, მისი დახმარების გზა კი მხოლოდ ერთია: კითხვის პროცესი სახალისო და საინტერესო უნდა გავხადოთ. მთავარი პირობაა, ერთად იკითხოთ და თქვენი დაინტერესება ბავშვსაც დაანახოთ.

წაიკითხეთ დასახელებები და შეხედეთ სურათებს

ბავშვებს ძალიან უყვართ ილუსტრაციები, ამიტომ შეეცადეთ, რასაც აკითხებთ, იმის შესაბამისი ილუსტრაციებიც აჩვენოთ, რომ მათთვის კითხვის პროცესი უფრო საინტერესო გახდეს.

განიხილეთ ტექსტის შინაარსი

შემდეგი ეტაპი ტექსტის შინაარსის განხილვაა. ასე ბავშვს ხელმეორე წაკითხვა გაცილებით უმარტივდება, რადგან მისთვის უკვე ცნობილია, რა წერია ტექსტში.

წააკითხეთ პატარ-პატარა მონაკვეთები

იმისთვის, რომ ბავშვები კითხვას მიეჩვიონ, ბუნებრივია, მათ არ უნდა აიძულოთ, დიდ ტესტებს შეეჭიდონ. დაყავით ტექსტი პატარა მარტივ მონაკვეთებად და ისე წააკითხეთ.

წაიკითხეთ ერთად

როცა ერთად კითხულობთ, ბავშვს სმენითი მეხსიერებაც უაქტიურდება და ბევრ სიტყვას იმახსოვრებს. მას ტექსტის განმეორებით წაკითხვისას უკვე ახსოვს სიტყვები, რომელთა ცნობაც და წაკითხვაც მისთვის გაცილებით მარტივია.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
„ისინი ერთად გაიზრდებიან. ხეები იშრიალებენ და ბავშები დატკბებიან თავისი შრომის შედეგით“
 
სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება