სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ინტერვიუ

გიორგი სუხიტაშვილი: „ხშირად ჩემი ძმის ნაქონი ტანსაცმლით დავდიოდი...“
22-12-2019
-
+


ცხოვრებაში ბევრი სირთულეც ნახა  და არც მარტივი ბავშვობა ჰქონია, თუმცა მისი პროტესტი სხვაგვარი - დღევანდელი გადმოსახედიდან, შესაძლოა ცოტა პათეტიკურიც კი იყო. 2008 წელს მუსიკალურ კონკურსში მიიღო მონაწილეობა და გაიმარჯვა, შემდეგ იყო წარმატება და ბრძოლა თავის დამკვიდრებისთვის. თავად მიაჩნია, რომ საბოლოო გამარჯვებამდე ჯერ შორია და  ყველაფერი წინ აქვს, მთავარ საახალწლო ღონისძიებაში კი არ მონაწილეობს ერთადერთი მიზეზით - არ მიიწვიეს.

როგორ ახსენდება  საკუთარი ბავშვობა მომღერალ გიორგი სუხიტაშვილს, ამას etaloni.ge-სთან ინტერვიუდან შეიტყობთ.

- მთავარ კონცერტში არ ვმონაწილეობ, არც შემხმიანებიან და არც მიმაჩნია, რომ ყოველ წელს უნდა ვიყო ამ ღონისძიებაში... ჩემი კოლეგებისგან განსხვავებით, ამ საკითხს ტრაგიკულად არ აღვიქვამ. ყველას ვუსურვებ წარმატებას - კარგი კონცერტი ჩაეტარებინოთ.

- მუდამ დაკავებული ხარ, არადა შენი კოლეგები წუწუნებენ, საქართველოში ამ პროფესიით თავის რჩენა შეუძლებელიაო.

- ამ ქვეყანაში შეიძლება მომღერალი იყოს დაკავებული, მაგრამ ადეკვატური ანაზღაურება არ მიიღოს... რაც შეეხება უცხოეთში წასვლას, წასული ბევრი მინახავს, მაგრამ სახელი გაეთქვას ქვეყნისთვის, ასეთი ცოტაა და ისინი ჩვენს ქვეყანაშიც აღმატებულები იქნებოდნენ. თუმცა  ერთი ცუდი რამ გვახასიათებს - გაფეტიშების ქვეყანა ვართ, არსებობენ ისინი, ვინც გავაფეტიშეთ, ხოლო მათზე ბევრად ნიჭიერები არ არიან აღიარებულნი... თუმცა რას ვიზამთ, ისინი საჭირო დროს, საჭირო ადგილას არ აღმოჩნდნენ.

- თავად თუ აღმოჩნდი საჭირო დროს, საჭირო ადგილას? მუსიკალური პროექტი, რომლის გამარჯვებულიც 2008 წელს გახდი, არ იყო საჭირო დრო და ადგილი?

- კონკურსში მონაწილეობა 2008 წლის ომმა გადამაწყვეტინა... კონკურსმა ის გააკეთა, რომ რეიტინგული ტელევიზიის, რეიტინგულ დროს ორ თვეზე მეტი ვიყავი ეთერში. ახლა კი კონკურსებში გამარჯვებულებს ხალხი ვერ სცნობს, მიუხედავად იმისა, რომ დიდი „ფორა“ აქვთ სოციალური მედიის სახით.

- 2008 წლის ომი კონკურსში მონაწილეობით გააპროტესტე, ახლა მოზარდები პროტესტის სხვა, სამწუხაროდ, ბევრად მძიმე ფორმებს ირჩევენ…

- ალბათ, ყველა თაობას აქვს თავისი გამოწვევები. უფროსები კი ისე მსჯელობენ, თითქოს ბავშვები არასოდეს ყოფილან... ადამიანებმა რეცეპტები კი არ უნდა არახუნონ, სწორი მაგალითები უნდა მივცეთ მოზარდებს და მერე მოვითხოვოთ პასუხიც.

სანამ არ მოვიშლით თითის გაშვერას სხვისკენ, არაფერი გვეშველება. პატარა სტუდია მაქვს და როდესაც გაჰყავს მშობელს ნიჭიერი ბავშვი, მიზეზს ვკითხულობ. თუ მიზეზი ფინანსური პრობლემაა, ასეთ ბავშვს ვტოვებ, რათა არ დაიჩაგროს იმის გამო, რომ ოჯახს იმ მომენტში ფინანსები არ აქვს.

- თავად როგორი ბავშვი იყავი?

- ცელქი ვიყავი, შინაურ წრეში გახსნილი, სხვებთან ცოტას ვსაუბრობდი... სოფელში გავიზარდე და სიმართლე გითხრათ, იმ დროს, როცა ნახირში დავდიოდი, ვერც წარმოვიდგენდი, თუ ოდესმე ადამიანების ინტერესის ობიექტი გავხდებოდი. მინდა, იცოდეს მომავალმა თაობამ - შესაძლოა ახლა იყოს ცუდად და ცუდ პირობებში, მაგრამ თუ მოინდომებ, აუცილებლად მიაღწევს მიზანს.

ხელგაშლილად არ ვცხოვრობდით და ხშირად ჩემი ძმის ნაქონი ტანსაცმლით დავდიოდი... იყო ჰუმანიტარული დახმარებები და იქ აღებული ქურთუკი ახლაც მახსოვს.  მაშინ შიდა ქართლის რეგიონში ყველას უჭირდა, ერთეულების გარდა... იყო ერგნეთის ბაზრობა, იყო უამრავი კონტრაბანდული საქონელი და უკონტროლო მდგომარეობა, მე კი ამ დროს, ჩემს თანატოლებთან ერთად, ვცდილობდი, სპორტით დავკავებულიყავი. პირობები არ გვქონდა და საფეხბურთო მოედანი თვითონ მოვაწყვეთ. ეს იყო ერთგვარი ამბოხი - გვინდოდა მიგვებაძა განვითარებული ქვეყნებისთვის ფეხბურთში, კრივში... ერთი სათხოვარი მექნება  - მოდი, ყველამ ჩვენ წილ ქვეყანას მივხედოთ. ასე თუ არ მოვიქცევით, ძალიან მალე დავმთავრდებით.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მასწავლებლის საიმიჯო, 120 წამიანი კლიპის გადაღება 220 ათასი ლარი დაჯდა - დეტალები

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„საქართველოში გახშირებული უფასო ოლიმპიადების დიდი ზიანი - სამწუხაროდ, არაპროფესიონალები ამ სისტემაშიც შემოიჭრნენ“

რა შემთხვევაში მოგიწევთ 150 ლარის გადახდა გამოცდებზე რეგისტარციისას

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ვფიქრობ, საბოლოო ჯამში, განათლების ნებისმიერი მოდელი მხოლოდ მაშინ იქნება სრულყოფილი, როდესაც ის თანაბრად ხელმისაწვდომი გახდება ყველა მოსწავლისთვის“

ექსკურსიის მიზანი იყო მოსწავლეებისათვის თანამედროვე, ავტომატიზებული საწარმოო ხაზებისა და მინერალური წყლის წარმოების ტექნოლოგიური პროცესების გაცნობა
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება