TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რატომ რჩებიან სკოლაში მასწავლებლები, რომლებმაც პროფესიულ განვითარებაზე უარი თქვეს - სკოლებში ამ დრომდე 3224 უსტატუსო პედაგოგია
06-12-2019
-
+


მაშინ, როდესაც მასწავლებლების უმრავლესობა სტატუსის ამაღლებას ცდილობს და შედეგების გასაუმჯობესებლად გამოცდიდან გამოცდაზე გადის,  სკოლაში ისევ არიან პედაგოგები, რომლებმაც კრედიტების დაგროვებასა და სქემაში ჩართვაზე უარი თქვეს.

მათი რაოდენობა არცთუ ისე ცოტაა და საქართველოს სკოლებს საერთო ჯამში 3 224 უსტატუსო მასწავლებელი ჰყავს.

„ეს ადამიანები არ არიან სქემაში ჩართულნი, მათ უარი თქვეს პროფესიულ განვითარებაზე.  სქემაში ჩართვა ნიშნავს კრედიტების დაგროვებას, წინსვლას, დანამატს, პროფესიული უნარების გაუმჯობესებას, მასწავლებლის პროფესიულ განვითარებას და კეთილდღეობას, რომელიც, ბუნებრივია, აისახება ხელფასზეც.  ეს ყველაფერი იყო სქემის მიხედვით გათვლილი“, - განმარტავს მასწავლებლის სახლის წარმომადგენელი. 

მისივე თქმით, კერძო სკოლის პედაგოგებს არ ჰქონდათ სქემაში ჩართვის ვალდებულება, ამიტომ ზოგიერთი უსტატუსოდ დარჩა. თუმცა უსტატუსო პედაგოგები მუშაობენ საჯარო სკოლებშიც.

უსტატუსოების სიაში არიან ის ადამიანებიც, რომლებსაც არ აქვთ უმაღლესი განათლება, მაგრამ დასაქმებულები არიან სკოლაში. მაგალითად, თუ პირს მუსიკალური ათწლედი აქვთ დამთავრებული, კარგი მუსიკოსია, მაგრამ არ აქვს უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომი და ვერ აკმაყოფილებს სტანდარტს.

დღესდღეობით არსებობს სქემაში ჩართული პედაგოგების ოთხი კატეგორია: პრაქტიკოსი, უფროსი, წამყვანი და მენტორი. მომდევნო წლიდან მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის მიხედვით, მხოლოდ სამი საფეხურის მასწავლებლებს შეეძლებათ მასწავლებლად მუშაობა - უფროსს, წამყვანსა და მენტორს.

ყველა პედაგოგის ადგილზე, ვისაც, მინიმუმ, უფროსის სტატუსი არ ექნება, იანვრიდან, სკოლები ვაკანსიას გამოაცხადებენ. თუ ვაკანსიაზე კვალიფიციური კადრი მივა, სკოლა არჩევანს მის სასარგებლოდ გააკეთებს, მაგრამ თუ ვაკანსია არ შეივსო, მაშინ მოქმედ პედაგოგებს დროებითი ხელშეკრულება გაუფორმდებათ იქამდე, სანამ სკოლაში კვალიფიციური კადრი არ დასაქმდება.

რა ბედი ელით და დარჩებიან თუ არა სკოლებში უსტატუსო პედაგოგები, ამას ახალი წლიდან კონკრეტული სკოლის დირექტორი თავად გადაწყვეტს.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები

აქტივობის მიზანი იყო მოსწავლეებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება

ღონისძიებამ მრავალფეროვანი საზეიმო თუ შემოქმედებითი ნომერი გააერთიანა

პროექტი მეტად საინტერესოდ, მოსწავლეთა მაღალი ჩართულობითა და აქტიურობით წარმომართა

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება