სენაკის N3 საჯარო სკოლაში წიგნის კითხვის მნიშვნელობაზე ღონისძიება ჩატარდა
სენაკის N3 საჯარო სკოლის IV კლასში წიგნის კითხვის მნიშვნელობაზე ღონისძიება ჩატარდა.
მოსწავლეებმა წიგნის მნიშვნელობის შესახებ დაწერეს და ისაუბრეს. მათ დეკორატიულად გაფორმებული წიგნები დაამზადეს და საკლასო ოთახში გამოფინეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, ღონისძიებამ ძალიან საინტერესოდ ჩაიარა და მოსწავლეებიც და მათი პედაგოგიც კმაყოფილი დარჩნენ.
IV კლასის დამრიგებელი იამზე ალასანიაა.
იხილეთ ფოტოები