სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა სრულად უფასო არ იქნება - მთავრობის დადგენილება ყველა აბიტურიენტს ეხება
31-07-2026
-
+


საქართველოს მთავრობის მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დაფინანსების წესი და პირობები მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა.

ცნობილია, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტებში იმოქმედებს:

ა) საბაზო დაფინანსება;

ბ) სახელმწიფო დაკვეთის შესრულებაზე დაფუძნებული დაფინანსება, ეს უკანასკნელი მტკიცდება სამინისტროს მიერ, ხოლო რაც შეეხება საბაზო დაფინანსებას, ის ორკომპონენტიანი იქნება:

ა) პირველი კომპონენტია − გარანტირებული საბაზო დაფინანსება, რომელიც თავის მხრივ სწავლის საფასურის 50 პროცენტს ანაზღაურებს, ხოლო სწავლის საფასურის მეორე ნახევარი იქნება - „დამსახურებაზე დაფუძნებული სახელმწიფო დაფინანსება“.

რა ქულა უნდა მიიღოს სტუდენტმა თითოეულ საგანში, 100%-იანი დაფინანსების შესანარჩუნებლად - მინისტრი დამატებით განმარტებას აკეთებს

რას ნიშნავს დამსახურებაზე დაფუძნებული სახელმწიფო დაფინანსება?

მთავრობის დადგენილებაში განმარტებულია, რომ: მას მიიღებენ სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხული სტუდენტები უპირობოდ მხოლოდ I-II სემესტრში, ხოლო შემდეგ სემესტრებში, დაფინანსების მოსაპოვებლად მათ შესაბამისი კრედიტები დასჭირდებათ:

„აღნიშნული კომპონენტი განკუთვნილია საბაზო დაფინანსებაზე უფლებამოსილი ყველა პირის სწავლის საფასურის სრული დაფინანსებისათვის − საგანმანათლებლო პროგრამების ღირებულების დარჩენილი 50%-ის ოდენობით, რომელიც არ იფარება გარანტირებული საბაზო დაფინანსებით.

დამსახურებაზე დაფუძნებული სახელმწიფო დაფინანსება უზრუნველყოფილია საბაზო დაფინანსებაზე უფლებამოსილი ყველა პირისათვის უპირობოდ მხოლოდ სწავლების პირველი და მეორე სემესტრებისათვის, ხოლო მესამე და ყოველი მომდევნო სემესტრის დასაფინანსებლად, შესაბამისი პირი ვალდებულია, ყოველ წინა სასწავლო სემესტრში (რომლის განმავლობაშიც პირს აქტიური სტატუსი ჰქონდა) დააგროვოს სრული სემესტრული დატვირთვისთვის (30 (ECTS) კრედიტი) გათვალისწინებულ კრედიტთა რაოდენობის არანაკლებ 80%-ისა.

თუ პირი მეორე და ყოველ მომდევნო სასწავლო სემესტრში ვერ დააკმაყოფილებს ამ მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, მას მომდევნო სასწავლო სემესტრიდან უჩერდება დამსახურებაზე დაფუძნებული სახელმწიფო დაფინანსება და ვალდებულია, სწავლის საფასურის ნაწილი − შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის ღირებულების 50% (რომელიც არ იფარება გარანტირებული საბაზო დაფინანსებით) დაფაროს საკუთარი სახსრებით“, - აღნიშნულია მთავრობის დადგენილებაში.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

შარშან ადმინისტრაციას 10-ის ნაცვლად 20 პროცენტით გაეზარდა ანაზღაურება და მომდევნო წლის ბიუჯეტიც მზარდია

სკოლებს ახალი უფლებამოსილება მიენიჭათ - მინისტრის ბრძანება ძალაშია

12 ახალი კადრის მისაღებად კონკურსი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა გამოაცხადა - ვადები და დეტალები

„შემოგვაქვს სმარტ-კლასები“... - ახალი სასწავლო წლის ცვლილებებზე მინისტრის განმარტებები

1-ელ ოქტომბრამდე მოსწავლის მობილობა დაუშვებელია - მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც სკოლის შეცვლისას უნდა იცოდეთ

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„მზად ვართ ახალი მწვერვალების დასაპყრობად და ველით დღეს, როდესაც სკოლის ეზოში პირველი ზარი დაირეკება“...

„განსაკუთრებით საამაყოა, რომ ამ საერთაშორისო შეფასების ნაწილი ქალაქ თბილისის N117 საჯარო სკოლაც იყო“
 
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება