სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

განათლების სამინისტრო გადაწყვეტს, რომელი უნივერსიტეტი რამდენი ლარით დაფინანსდება - ახალი მოდელი დამტკიცდა
30-07-2026
-
+


საქართველოს მთავრობის დადგენილებით სახელმწიფო უნივერსიტეტების დაფინანსების ახალი მოდელი დამტკიცდა, რომელიც 2026–2027 სასწავლო წლიდან ეტაპობრივად ამოქმედდება.
 
როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, მოდელი, მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობით შემუშავდა და ორ ძირითად კომპონენტს - საბაზო და შესრულებაზე დაფუძნებულ დაფინანსებას - მოიცავს.
 
„საბაზო დაფინანსება გულისხმობს დაფინანსების განსაზღვრას აკადემიური პროგრამების განსხვავებული ღირებულების შესაბამისად, სწავლის სფეროებისა და უმაღლესი განათლების საფეხურების - ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის მიხედვით. ამასთან, უნივერსიტეტების დაფინანსებისას გათვალისწინებული იქნება სტუდენტთა რაოდენობაც, რაც სასწავლო პროცესთან და სტუდენტების მომსახურებასთან დაკავშირებული საბაზო ხარჯების დაფარვას უზრუნველყოფს.
 
საბაზო დაფინანსებას ეტაპობრივად დაემატება შესრულებაზე დაფუძნებული დაფინანსების კომპონენტი, რომელიც სახელმწიფო დაკვეთის შესრულების შედეგებზე იქნება ორიენტირებული. ეს მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:
 
განათლების ხარისხი და ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისობა;
კვლევის, განვითარებისა და ინოვაციების ხარისხის გაუმჯობესება;
ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობა;
რეგიონული განვითარების ხელშეწყობა;
უმაღლეს განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდა.
 
სამინისტრო სახელმწიფო უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით, თითოეული უნივერსიტეტის მისიის, მიზნების, პროფილისა და რესურსების გათვალისწინებით, ინდივიდუალურად განსაზღვრავს სახელშეკრულებო დაფინანსების პირობებს.
 
შესრულებაზე დაფუძნებული დაფინანსების კომპონენტი თითოეულ სახელმწიფო უნივერსიტეტს შესაძლებლობას მისცემს, საკუთარი წვლილი შეიტანოს ეროვნული მიზნების მიღწევაში და მუდმივად იყოს განათლების ხარისხის განვითარებაზე ორიენტირებული.
 
ახალი მოდელი სახელმწიფო უნივერსიტეტებს ხელს შეუწყობს, განავითარონ რელევანტური საგანმანათლებლო პროგრამები, უზრუნველყონ სწავლების მაღალი ხარისხი და აკადემიური, ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალისთვის ღირსეული სამუშაო პირობებისა და კონკურენტუნარიანი ანაზღაურების უზრუნველყოფა.
 
უმაღლესი განათლების რეფორმის მთავარი მიზანია უმაღლესი განათლების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის ზრდა. ახალი მოდელის დანერგვა სწორედ ამ მიზანს ემსახურება - სახელმწიფო დაფინანსება მიმართული იქნება უმაღლესი განათლების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის ზრდისკენ, უნივერსიტეტების კვლევითი პოტენციალის გაძლიერებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების გრძელვადიანი ინსტიტუციური განვითარების ხელშეწყობისკენ.
 
დაფინანსების ახალი მოდელის დანერგვის პირველი ეტაპისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებით 42 მილიონი ლარი გამოიყოფა და 2027 წელს უმაღლესი განათლების დაფინანსების საერთო მოცულობა 170 მილიონ ლარს მიაღწევს.
 
დაფინანსების ახალ მოდელზე საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო მსოფლიო ბანკთან ერთად რამდენიმე წელია მუშაობს. ახალი მოდელი სისტემაში არსებული საჭიროებების სიღრმისეული ანალიზის, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლისა და საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების ჩართულობით, პროექტის - „ინოვაცია, ინკლუზია და ხარისხი - საქართველო I2Q (WB)“ - ფარგლებში შემუშავდა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები 23 სექტემბერს გამოქვეყნდება - NAEC ინფორმაციას ავრცელებს 

განახლდება თუ არა სააღმზრდელო პროცესი ორშაბათიდან იმ ბაღებში, რომლებშიც ბავშვები მოიწამლნენ

მოსწავლესთან ერთად საგანმანათლებლო პროცესიც შეფასდება - მინისტრის ბრძანება 

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება