სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

„ეტალონს“ ქუთაისის N12 საჯარო სკოლაში საზეიმოდ დახვდნენ
31-10-2019
-
+


ქუთაისის N12 საჯარო სკოლაში, ეტალონის ავტორს გოჩა ტყეშელაშვილს, „ეტალონის“ გუნდს და izune.ge-ს წარმომადგენლებს გრანდიოზულად დახვდნენ.  სკოლის მოსწავლეები izune.ge-სა და „ეტალონის“ დროშებით იყვნენ, სტუმრებისთვის კი წითელი ხალიჩაც იყო დაგებული.  

დახვედრაზე მოსწავლეებმა ლექსები წაიკითხეს და მუსიკალური ნომრები შეასრულეს. ხოლო ქუთაისის რესურსცენტრის უფროსი მაია ცქიტიშვილი და სკოლის დირექტორი  ნათია სულავა სიტყვით გამოვიდნენ. 

 სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტ „ეტალონის“ და მაღალტექნოლოგიურ პორტალ izune.ge-ს ავტორმა გოჩა ტყეშელაშვილმა დამსწრე საზოგადოებას მიმართა და განათლების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მან 2018-2019 სასწავლო წლის „ქუთაისის ეტალონი მოსწავლეს“ მარიამ სირბილაძეს „ეტალონის“ ოქროს ფონდის დიპლომის გადასცა. ამის შემდეგ აუდიტორიას მარიამ სირბილაძემაც სიტყვით მიმართა. 

საზეიმო დახვედრას სკოლის მოსწავლეების და მასწავლებლების გარდა, ქუთაისის რესურსცენტრის უფროსი მაია ცქიტიშვილი დაესწრო. 

შეხვედრის დასასრულს, „ეტალონის“ ლოგოიანი ტორტი საზეიმოდ გაიჭრა.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისის N12 საჯარო სკოლის მოსწავლე მარიამ სირბილაძე „ეტალონის“ 2018-2019 სასწავლო წლის გამარჯვებულია.

კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

სწავლის გასაგრძელებლად დოკუმენტების წარდგენა უკვე დაიწყო - დეტალური ინფორმაცია ცნობილია

სკოლებისთვის თვითშეფასების წარდგენის ვადები გახანგრძლივდა 

სკოლების 1028 თანამშრომლის დასახმარებლად 4.0 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯა

ვალდებულება, რომელიც მასწავლებლებს ფუნქციის შესრულების პარალელურად ეკისრებათ - სქემის დეტალები

„ექსპერტიზაზე 200 სკოლაა გადაგზავნილი... სამინისტრო ყოველდღიურად ვერ გამოითხოვს ინფორმაციას“ - რატომ ვერ ხერხდება პრობლემების დროულად გამოვლენა

 

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

ბავშვებმა მრავალფეროვანი საზეიმო სანახაობა წარმაოადგინეს, მათ შორის წაიკითხეს ლექსები და მინი სპექტაკლი გაითამაშეს

პატარები დიდი სიხარულით შეუერთდნენ მასშტაბურ გარემოსდაცვით პროგრამას - „ჩემი პირველი ნერგი“ და ქალაქ ნინოწმინდის პარკში დარგეს

ქართული ენის გაკვეთილზე, მასწავლებელ შორენა დვალიშვილის დახმარებით, პატარა ავტორებმა საკუთარი ნამუშევრების პრეზენტაცია გამართეს
 
 
 
საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება