TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სკოლებში დაახლოებით 1000-მა ახალმა კადრმა დაიწყო მასწავლებლად მუშაობა, 500 კი მაძიებლის სტატუსით შევიდა - ირინა აბულაძე
08-10-2019
-
+


საჯარო სკოლებში დაახლოებით 1000-მა ახალმა კადრმა დაიწყო მასწავლებლად მუშაობა, 500 კი მაძიებლის სტატუსით შევიდა.

ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ირინა აბულაძემ განაცხადა და აღნიშნა, რომ სკოლებში ვაკანსიების გამოცხადების პროცესი წლის ბოლომდე გაგრძელდება.

ირინა აბულაძის თქმითვე, სამინისტროს მიზანია, რომ უკვე დასაქმებულ მასწავლებლებს საგაკვეთილო საათები მაქსიმალურად გადაუნაწილდეთ და ხელფასები გაეზარდოთ, მეორეს მხრივ, კი რაც შეიძლება მეტმა ახალგაზრდა კადრმა დაიწყოს სკოლაში პედაგოგად მუშაობა.

„ოქტომბრის დასაწყისში ჯილდოების გადარიცხვა მოხდა. 6000-ზე მეტმა პრაქტიკოსმა საპენსიო ასაკის მასწავლებელმა აიღო  სახელმწიფო ფულადი ჯილდო. პარალელურად გამოცხადებულია ვაკანსიები. სულ დაახლოებით გამოცხადდა 5000-მდე სასწავლო ადგილი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ახალი მასწავლებლებით შეივსო, არსებულ კადრებს გადაუნაწილდათ საგაკვეთილო საათები. დაახლოებით 500 მასწავლებელია მაძიებლის სტატუსით შესული, 1000-ზე ცოტა მეტი კი ახალი მასწავლებელია, რომელიც  სისტემაში შევიდა. ეს პროცესი წლის ბოლომდე გაგრძელდება. ერთის მხრივ, აღნიშნულის მიზანია, რომ მასწავლებლებს საგაკვეთილო საათები მაქსიმალურად შეევსოთ და მათი ხელფასები კიდევ უფრო გაიზარდოს, მეორეს მხრივ, კი რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა მოვიზიდოთ“, - აღნიშნა აბულაძემ BM.ge-ს გადაცემაში.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები
გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით -„მხიარული შემოდგომა“
 
„30 პატარის მიერ დარგული 30 ნერგი - იქნება საწყისი ბუნების სიყვარულისა, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური წიგნიერებისა“
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება