სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო , რჩევები

5 რჩევა, თუ როდის უნდა შევცვალოთ სკოლა
05-09-2019
-
+


სკოლის შეცვლა სერიოზული გადაწყვეტილება და ხშირად ბავშვისთვის სტრესია. ცვლილებების ეშინია როგორც მშობელს ისე ბავშვს და იმ შემთხვევაშიც კი თუ სკოლა არ მოგვწონს ამ გადაწყვეტილების მიღება გვიჭირს, რადგან გვეშინია რომ მოსწავლისთვის უარესი იქნება. მაგრამ ხანდახან სკოლის შეცვლა ნამდვილად საჭიროა, შიში კი ამაო. მოგითხრობთ, როდის უნდა დაფიქრდეთ მოსწავლისთვის სკოლის შეცვლაზე:

  1. როდესაც ბავშვს არაფერი არ აინტერესებს

არაფერი აინტერესებს, საერთოდ აღარ თამაშობს (რაც დაწყებით კლასებში - ძალიან მნიშვნელოვანია), უარს ამბობს ახალ შთაბეჭდილებებზე (მოგზაურობაზე, ლაშქრობებზე, თამაშზე), საკუთარ თავში იკეტება და თავის ტკივილს უჩივის.

ასეთ დროს მასწავლებელს გაესაუბრეთ (ზოგ შემთხვევაში ფსიქოლოგსაც) იმისთვის რომ რომ გაიგოთ, სკოლის პროგრამა, გარემო ან კოლექტივი თქვენს შვილს რამდენად შეეფერება. შესაძლოა ამ პუნქტის წაკითხვისას თქვენი შვილი გაგახსენდათ  - მას ხო, თქვენი აზრით, არაფერი აინტერესებს, მაგრამ დასკვნების გაკეთებას ნუ იჩქარებთ. შესაძლოა ბავშვს არ აინტერესებს ის, რაც თქვენ გგონიათ მნიშვნელოვანი, სამაგიეროდ აქვს ზღვა „უმნიშვნელო“ გატაცება (თქვენი აზრით).

   2.  მას ყველაფერი მარტივად გამოსდის, გაკვეთილებზე მოწყენილია 

თქვენი შვილი ათოსანია, ყველაფერი გამოსდის, უყვართ მასწავლებლებს - სიხარულს მეტი რა დაგრჩენიათ, მაგრამ ხანდახან ღირს  ბავშვს და საკუთარ თავს ჰკითხოთ: შეუძლია თუ არა თქვენს შვილს ამ სკოლაში თავისი პოტენციალის რეალიზება? 

შესაძლოა, ღირს შესაბამისი სკოლის მოძებნა, მაგრამ არა საბაზო საფეხურზე ადრე. დაწყებით კლასებში ბავშვებისთვის მნიშვნელოვანია თავი კომპეტენტურებად იგრძნონ და ნიშნების გამო სტრესს არ განიცდიდნენ.
 
   3. მასწავლებლის სწავლების მეთოდები ბავშვს არ ერგება

ზოგიერთი ბავშვს უჭირს პედაგოგთან, რომელსაც მკაცრი სამუშაო სტილი აქვს. მგრძნობიარე ბავშვები შფოთვას იწყებენ, ეს კი სწავლების პროცესს მხოლოდ ხელს უშლის.

ინტელექტუალურ განვითარებას საფუძვლად უნდა ედოს ფსიქოლოგიური უსაფრთხოება და ნდობა და არა შენიშვნები და დირექტორთან გამოძახება.

    4. სკოლაში სწავლა ძალიან რთულია და ბავშვი თავს უმწეოდ გრძნობს

რთული პროგრამა, სწავლების შეუფერებელი პროფილი (ბავშვი ძლიერია ენებში, თქვენ კი მათემატიკურ სკოლაში დაგყავთ), აინტერესებს ის რაც სკოლის მიღმა ხდება (სპორტი, ხელოვნება). თუ ადამიანი გამუდმებით ფიქრობს, რომ მას რაღაც არ გამოსდის ან გამოსდის იმაზე უარესად ვიდრე სხვებს უმწეობის გრძნობა უყალიბდება. რაღაც მომენტში უბრალოდ საკუთარ თავს ეუბნება: „არ მჭირდება, არც კი ვცდი“

    5. ბავშვს სკოლაში დასცინიან

დაცინვა და დამცირება - პირდაპირი საფრთხეა ბავშვის ფსიქიკისთვის. ამასთან არა მხოლოდ მათთვის, ვინც მსხვერპლია, არამედ იმათთვისაც, ვინც იყო მოწმე ან ინიციატორი. ბულინგის პატარა ნიშნების დროსაც კი საჭიროა ჩარევა. თქვენ ხომ არ დაუწყებთ ყურებას, როგორ გადაირბენს ბავშვი ავტომაგისტრალს იმ იმედით რომ გადარჩება.

თუ ამჩნევთ, რომ მასწავლებლები ან სკოლის ადმინისტრაცია პრობლემას სერიოზულად არ უდგება, ბავშვი კი იტანჯება - სასწრაფოდ წამოიყვანეთ სკოლიდან. და რაც მთავარია, არ იფიქროთ, რომ სხვა სკოლებში ზუსტად ასევე იქნება.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მასწავლებლის საიმიჯო, 120 წამიანი კლიპის გადაღება 220 ათასი ლარი დაჯდა - დეტალები

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„საქართველოში გახშირებული უფასო ოლიმპიადების დიდი ზიანი - სამწუხაროდ, არაპროფესიონალები ამ სისტემაშიც შემოიჭრნენ“

რა შემთხვევაში მოგიწევთ 150 ლარის გადახდა გამოცდებზე რეგისტარციისას

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეებთან ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობის ჩამოყალიბება“

„ვფიქრობ, საბოლოო ჯამში, განათლების ნებისმიერი მოდელი მხოლოდ მაშინ იქნება სრულყოფილი, როდესაც ის თანაბრად ხელმისაწვდომი გახდება ყველა მოსწავლისთვის“

ექსკურსიის მიზანი იყო მოსწავლეებისათვის თანამედროვე, ავტომატიზებული საწარმოო ხაზებისა და მინერალური წყლის წარმოების ტექნოლოგიური პროცესების გაცნობა
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება