სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო , რჩევები

5 შეცდომა, რომლითაც ბავშვს თვითშეფასებას ისე ვუნგრევთ, რომ ვერც კი ვამჩნევთ
29-08-2019
-
+


მშობლებს შვილებისთვის ყოველთვის საუკეთესო უნდათ. ცდილობენ დაიცვან ნეგატიური განცდებისა და იმედგაცრუებისგან და მომაზადონ მომავალი სირთულეებისთვის. მაგრამ ხშირად, ისე რომ ვერც კი ამჩნევენ ბავშვს თვითშეფასებას უნგრევენ. კომპლექსების გარეშე ცხოვრება კი ბევრად სასიამოვნო და მარტივია. ამასთან, მაღალი თვითშეფასება, იმდენად მნიშვნელოვანია, რომ გავლენას ახდენს მოსწავლის სწავლის უნარზეც კი.

უნებურად ბავშვს ვეუბნებით, რომ ჩვენთვის არასაკმარისად კარგია

რამდენჯერ მიგვიცია რადიკალური შეფასება ბავშვისთვის რომელმაც ჩაი დააქცია ან ჭიქა გატეხა - „როგორი ფეთხუმი ხარ“.  ჩვენ მარტივად ვაწებებთ იარლიყებს, ვადარებთ სხვებს. ბავშვი კი ამ დროს ითავისებს მხოლოდ ერთს - ის მშობლებისთვის არასაკმარისად კარგია.

ეცადეთ თავი შეიკავოთ უხეში ეპითეტებისგან და შვილს მშვიდად უთხრათ -  „შემდეგ ჯერზე ეცადე უფრო ფრთხილი იყო“.

არ ვენდობით შვილებს

სკოლამდელი ასაკის ბავშვებს ღირსების გრძნობა უყალიბდებათ  ორი გზით:  თუ რას ფიქრობენ მის შესახებ ახლობლები და იმის შესწავლით, თუ რისი გაკეთება შეუძლია უფროსების დახმარების გარეშე.

„მომეცი! მამა გააკეთებს! შენ ფანქარს კარგად ვერ გათლი“ - სკოლამდელი ასაკის ბავშვისთვის დამღუპველი ფრაზაა.  ყოველი ნაბიჯის  გაკონტროლებით, ბავშვებს თავდაჯერებულობას ვუკარგავთ.

გახსოვდეთ, საკუთარი თავის წარმოჩენის რაც უფრო მეტ შესაძლებლობას ვუტოვებთ ბავშვს, მით უფრო თავდაჯერებულები არიან ისინი.



ძალიან რთულ ამოცანებს ვუსახავთ

ბავშვმა ახლახან დაიწყო ინგლისურის სწავლა და მისგან უკვე შექსპირის წაკითხვას ელიან და გულწრფელად უკვირთ, რომ არ შეუძლია, იგი ხომ დამატებით მეცადინეობებზეც დადის. გადამეტებულ მოლოდინს და დასახული ამოცანის ასაკთან შეუსაბამობის გაუთვალისწინებლობას, თვითშეფასების დაქვეითებამდე მივყავართ. 

მშობლები უნდა შეეცადონ შვილს არ მოთხოვონ შედეგი „აქ და ახლავე“. უკეთესია მხარი დაუჭიროთ და დაეხმაროთ თუ სირთულეები აქვს.


ვქმნით უკონტროლო სტრესულ სიტუაციებს

უკონტროლო სტრესი უჩნდება ადამიანს, როდესაც სიტუაციასთან შეგუება, მისი წინასწარ გათვლა ან მისგან გათავისუფლება შეუძლებელია. ერთ-ერთი ასეთი პირობაც საკმარისია იმისათვის, რომ ადამიანი იმყოფებოდეს უკონტროლო სტრესის მდგომარეობაში.  თუ ადამიანი დიდი ხნის განმავლობაში ასეთ სიტუაციაშია ის სასოწარკვეთაში ვარდება და აცნობიერებს, რომ მასზე არაფერი არ არის დამოკიდებული.  მშობლებს კი შეუძლიათ ბავშვი ასეთ მდგომარეობაში სრულიად უვნებელი ქმედებებით ჩააგდონ. 

მაგალითად, დედა არაფრით არ თანხმდება ბავშვისთვის ლეკვის ყიდვას, ხოლო როდესაც ბავშვს ყველა იმედი გადაეწურება - სიურპრიზი და დედა ძაღლს ყიდულობს. ჩვენ ამ სიტუაციაში ცუდს ვერაფერს ვხედავთ, მაგრამ იგი ბავშვისთვის გაუგებარია და მას არ შეუძლია არც მასზე გავლენის მოხდება და არც მისი განჭვრეტა. 



ვერ ვამჩნევთ მათ წარმატებებს

როდესაც მშობლები ხშირად ამახვილებენ ყურადღებას - ცუდ ნიშნებსა და დახეულ შარვალზე და ვერ ამჩნევენ კარგს, ამით აუფასურებენ შვილის თუნდაც მცირე წარმატებებს.  ხდება, რომ ხატვასა და სპორტში მიღებული ათიანები მხედველობიდან გვრჩება, მათემატიკასა და ინგლისურში მიღებული დაბალი ნიშნები კი კატასტროფაა. ასეთ დროს ბავშვის თვითშეფასება ეცემა. აუცილებელია ბავშვებს ვუთხრათ, რომ მათ რაღაცის კეთება კარგად შეუძლიათ.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მასწავლებლის ეროვნული პრემიის მფლობელი პედაგოგების ათეული ცნობილია

ორ სამსახურში დასაქმებულებთან დაკავშირებით - კანონში ცვლილებები შედის

ვინ არიან სქემის 31-ე მუხლს დაქვემდებარებული მასწავლებლები, ვისაც ზამთარში 3 საგნის გამოცდაზე გასვლის უფლება მიეცა

ETALONI.GE მასწავლებლის ეროვნულ დღეს გილოცავთ! 

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სკოლები
თბილისის N143 სკოლის მასწავლებელი მარინა ნარიმანაშვილი თაობების აღზრდა-განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დაჯილდოვდა
 

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება