TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო , რჩევები

პირველი კლასი სტრესის გარეშე - როგორ მოვამზადოთ ბავშვი სკოლისთვის
28-08-2019
-
+


ზოგიერთი ბავშვი სკოლაზე ჯერ კიდევ საბავშვო ბაღში ოცნებობს და მშობლებს სთხოვს რაც შეიძლება მალე უყიდონ ზურგჩანთა და პენალი. სხვებს ბაღთან გამოთხოვება უჭირთ და შედეგად სწავლის დაწყების დღე მთელი ოჯახისთვის სტრესია. ეს რომ არ მოხდეს, წინასწარ უნდა მოემზადოთ.

გთავაზობთ ფსიქოლოგების რჩევებს, თუ როგორ უნდა მოამზადოთ ბავშვი სასკოლო ცხოვრებისთვის.

ესაუბრეთ სკოლის შესახებ შეყვანამდე დიდი ხნით ადრე

ესაუბროთ სკოლის შესახებ შეყვანამდე 1 და 2 წლით ადრე. უთხარით -  რა მაგარია, შენ სკოლაში მიდიხართ, რაც ნიშნავს რომ უკვე დიდი ხარ!

ბავშვებისთვის, რომლებსაც საბავშვო ბაღში არ უვლიათ, უფრო რთული იქნება ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა. მათ წინაშე მოულოდნელად მეტი ამოცანა ჩნდება. ასეთ ბავშვს არა მხოლოდ მერხთან დიდი ხნით ჯდომა და მასწავლებლის დავალებების შესრულება, არამედ სოციალური უნარების განვითარება უხდება, რაც ორმაგი სტრესია. ამიტომ, სოციალური უნარების გასავარჯიშებლად, სკოლამდე ერთი წლით ადრე მაინც სასურველია ბავშვის სკოლამდელ დაწესებულებაში შეყვანა.

დაათვალიერეთ ბავშვთან ერთად სკოლა (აჩვენეთ ყველაფერი საკლასო ოთახიდან დაწყებული საპირფარეშოთი დამთავრებული)

ხშირად ბავშვებისთვის მნიშვნელოვანია გაიღვიძონ ერთსა და იმავე საწოლში, სათამაშო ერთსა და იმავე ადგილზე ეგულებოდეთ და ფაფა საყვარელი თეფშით მიირთვან. წარმოიდგინეთ, როგორი სტრესია მათთვის სკოლაში წასვლა, სადაც ყველაფერი ახალი და უცნობია.

კარგი იქნება, თუ ბავშვი სკოლას მშობლებთან ერთად სწავლის დაწყებამდე დაათვალიერებს. მნიშვნელოვანია აჩვენოთ, სად მდებარეობს საპირფარეშო - ბევრ ბავშვს ასეთი კითხვების დასმის რცხვენია. 

წინასწარ გაიცანით და გაესაუბრეთ მასწავლებელს

როდესაც სკოლის დასათვალიერებლად წახვალთ, დახარჯეთ დამატებითი 15 წუთი და შეიხედეთ მასწავლებლის კაბინეტში.  დაწყებით კლასებში ბავშვის კომფორტის მნიშვნელოვანი წილი მასწავლებელზეა დამოკიდებული. ყურადღებიან მასწავლებელთან ბავშვი კლასში თავს დაცულად და თავისუფლად გრძნობს. განუმარტეთ მას, სწორად როგორ სთხოვოს მასწავლებელს საპირფარეშოში გასვლა და როდის მიირთვას სახლიდან გატანებული ბუტერბროდი. შესაძლოა, ასეთი რამეები თქვენ წვრილმანებად გეჩვენებათ, მაგრამ სწორედ მათგან შედგება საერთო ატმოსფერო. განიხილეთ მასწავლებელთან ერთად სასკოლო სისტემა და წესები.

დაავალეთ ბავშვს გააკეთოს სახლში რაიმე სამუშაო დამოუკიდებლად და ბოლომდე

გარკვეულ ასაკამდე ბავშვებს აქებენ არა შედეგისთვის, არამედ პროცესისა და მონაწილეობისთვის. როდესაც ბავშვი პირველ კლასში მიდის, იგი აგრძელებს ყველაფრის იმავე განწყობით გაკეთებას. როგორია მისი გაოცება, როდესაც მასწავლებელი ასე უბრალოდ არ აქებს და მისგან შედეგებს ელის.

იმისთვის რომ ასეთმა ცვლილებებმა ბავშვი არ გააოგნოს, მშობლებმა თანდათანობით უნდა დაიწყონ ყურადღების გამახვილება არა მხოლოდ პროცესზე, არამედ წარმატებაზეც. ამისთვის შეიძლება, მაგალითად, მარტივი დავალებების მიცემა: გაშალოს მაგიდა, აიღოს სათამაშოები, გაწმინდოს ველოსიპედი. ასეთი დავალებები ბავშვს მიაჩვევს საქმის ბოლომდე მიყვანას. მთავარია მას მხარი დაუჭიროთ. თქვენი მზრუნველობის და რწმენის გარეშე იგი შედეგს ვერ მიაღწევს.

ფიქრობთ, რომ ბავშვი ჯერ მზად არ აირს? მაშინ ნუ ააჩქარებთ და ერთი წელი მოიცადეთ

ნუ შეგეშინდებათ ბავშვს ბავშვობა გაუხანგრძლივოთ, ის მერხთან ჯდომას მოასწრებს, ფიზიოლოგიური თვალსაზრისით 6,5 -7 წელი ოპტიმალური ასაკია სკოლაში სწავლის დასაწყებად. ფსიქოლოგიური მზაობა - ძალიან ინდივიდუალური ფაქტორია. პირველ კლასამდე, ერთი წლით ადრე შესაძლებელია, ბავშვის სპეციალისტთან მიყვანა, იმისთვის რომ მან მისი პიროვნული, ემოციური და ინტელექტუალური სიმწიფე დაადგინოს. დღეს ბევრი ფსიქოლოგი დარწმუნებულია, რომ ბავშვის სკოლაში დაგვიანებით შეყვანა უკეთესია, ვიდრე ადრე. თუ ბავშვი მზად არ არის მას სკოლაში ყოფნა გაუჭირდება.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

სიახლეები

შეიცვალა თუ არა ეროვნული გამოცდების კალენდარი - რეგისტრაციისა და ტესტირების ვადებს NAEC-ის დირექტორი ასახელებს

„გააცანით თქვენი შვილი საქართველოს!“

პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის წესი და პირობები 16 მარტს დამტკიცდა - დოკუმენტი პროფესიული განათლების მასწავლებელს ეხება

ქორეოგრაფს, რომელმაც ბრალი აღიარა, საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა და ჯარიმა, 2000 ლარის ოდენობით, დაეკისრა

კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგები სკოლებში უსაფრთხოების მიმართულებით ჩატარდა

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ უშგულის საჯარო სკოლის დირექტორი ნონა რატიანი პასუხობს

„ყველანაირი სიკეთე, რომელიც დედამიწაზე არსებობს, სკოლიდან უნდა წაიღოს მოსწავლემ“ - დირექტორები აუცილებელ უნარებზე საუბრობენ, რომლებიც ბავშვებმა სკოლაში უნდა გამოიმუშაონ

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს დვაბზუს საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის უფროსი მასწავლებელი ნათელა ღლონტი პასუხობს

მესტიის N1 სკოლის დირექტორი გვეუბნება რა უნდა იყოს სახელმძღვანელობის შექმნისას გათვალისწინებული 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერის N2 საჯარო სკოლის მასწავლებელი მზიანა მერლანი პასუხობს

სკოლები

პროექტზე მოსწავლეებმა დიდი ინტერესით იმუშავეს, გაიმდიდრეს ცოდნა და ბევრი ნაკლებად ცნობილი ფაქტიც მოიძიეს

მე-9² და მე-9⁴ კლასებში, ისტორიის მასწავლებლის - მარი გერგეშანიას ხელმძღვანელობით განხორციელდა პროექტი - „უცხოეთში მოღვაწე ცნობილი ქართველები“

ფინალისტი მოსწავლეები დაჯილდოვდნენ სიგელებით

პრემიის მიზანია გამორჩეული მამაკაცების წახალისება და მათი ღვაწლის საზოგადოებრივი აღიარება

საინტერესო

„გააცანით თქვენი შვილი საქართველოს!“

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება