სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

ამ სტატიით დაგეხმარებით, იპოვოთ თქვენთვის სასურველი უნივერსიტეტი უცხოეთში
10-09-2019
-
+


სასწავლებლის არჩევა დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული. ამ სტატიით ჩვენ დაგეხმარებით, როგორ იპოვოთ თქვენთვის სასურველი უნივერსიტეტი.

1. როგორ სასწავლებელს ეძებთ? - პირველ რიგში თქვენ უნდა გადაწყვიტოთ, რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს თქვენთვის სასურველი სასწავლებელი, ასე რომ, სასურველი უნივერსიტეტის ასარჩევად საჭიროა სიის შედგენა. მნიშვნელოვანია, გაერკვეთ სად იცხოვრებთ სწავლის პერიოდში. ჰკითხეთ საკუთარ თავს-შეძლებთ თუ არა სხვა ქვეყანაში ხანგრძლივად ცხოვრებას? - ამ კითხვებზე პასუხები მნიშვნელოვნად დაგეხმარებათ სწორი არჩევანის გაკეთებაში.

2. სად გინდათ, რომ ისწავლოთ? - თუ ჯერ კიდევ არ იცით სად გააგრძელოთ სწავლა, რამდენიმე რჩევას მოგცემთ: რა ენაზე შეძლებთ სწავლას?-უცხოურ უნივერსიტეტში სწავლის გასაგრძელებლად ენის მაღალ დონეზე ცოდნა აუცილებელია. თუ ფლობთ ინგლისურ ენას, შეგიძლიათ ისწავლოთ ინგლისურენოვან ქვეყნებში. რა ღირს სწავლა?- ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყანა უფასო სასწავლო კურსს გთავაზობთ. ასე რომ, თუ სწავლის საფასური თქვენთვის მნიშვნელოვანია, სწავლის გასაგრძელებლად შეგიძლიათ აირჩიეთ ევროკავშირის ქვეყნები. სად გინდათ, რომ იცხოვროთ? - სანაპიროზე გნებავთ ცხოვრება თუ მთაში? ეს კითხვები დაგეხმარებათ სწავლის გასაგრძელებლად შესაფერისი ადგილის პოვნაში. როგორ ქვეყანაში გინდათ, რომ იცხოვროთ? - შვეიცარია ცნობილია სტუმართმოყვარეობით, იტალია კი პოპულარულია თავისი უნიკალური დიზაინით.

3. სად ეძებთ სასწავლებლებს? საერთაშორისო სკოლის მონაცემთა ბაზა კარგი შესაძლებლობაა საუკეთესო სასწავლების ასარჩევად.

4. რისი სწავლა გნებავთ? - რა პროფესიით ხართ დაინტერესებული? - თუ მედიცინით დაინტერესდით, მედიცინის სკოლას უნდა მიმართოთ, ხოლო თუ დიზაინის შესწავლა გნებავთ, მიმართეთ დიზაინის სკოლას. თუ საფრანგეთში გნებავთ სწავლის გაგრძელება, ისწავლეთ ფრანგული. აირჩიეთ სასწავლებელი თქვენი შესაძლებლობების მიხედვით. თუ თქვენ კარგი ლოგიკა გაქვთ, აირჩიეთ ტექნიკური სკოლა, ხოლო თუ, კარგი ხედვით გამოირჩევით, ფოტოგრაფიის შესწავლა შეგიძლიათ.


5. რა არის თქვენი მიზანი? - ახალი გამოცდილება, გართობა თუ მსოფლიოს ნახვა?- გადახედეთ სასწავლო პროგრამების დიდ არჩევანს და ამოირჩიეთ სასწავლებელი თქვენი პრიორიტეტების მიხედვით.

6. როგორ აირჩიოთ სასწავლებელი გეოგრაფიული ადგილების მიხედვით? - შედით თქვენთვის სასურველი სკოლის საიტზე და შეაჯამეთ ინფორმაცია.

7. რა რჩევა მიიღოთ სხვებისგან? - განიხილეთ, რა სირთულეები შეგხვდებათ სასწავლო პროცესში, ჰკითხეთ რჩევა ახლობლებს და მიიღეთ სწორი გადაწყვეტილება.

8. საბოლოოდ როგორ ირჩევთ სასწავლებელს? - დაუსვით საკუთარ თავს კითხვები: სად შეგიძლიათ სწავლის გაგრძელება? როგორ მიიღოთ სასწავლო დაფინანსება? სად უნდა იცხოვროთ? - ამ ინფორმაციის საფუძველზე გაეცანით თქვენთვის სასურველ სასწავლებლებს და შეადგინეთ პრიორიტეტული სასწავლებლების სია.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

ახალი სასწავლო წლისთვის სახელმძღვანელოების დარიგება დაიწყო - რა ევალებათ რესურსცენტრებს

კვალიფიკაციის ამაღლება კერძო ბაღებისა და სკოლების პედაგოგებსაც შეეხება 

სკოლებში თამბაქოს მოხმარების ამკრძალავი ნიშნები უნდა განათავსოთ - რეკომენდაციები დირექტორებისთვის 

აბიტურიენტების საყურადღებოდ - NAEC გამოყენებულ ტესტებს აქვეყნებს უნარებსა და ხელოვნებაში

პიროვნება

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები
სასკოლო გაზეთზე მუშაობა მოსწავლეებს აძლევს შესაძლებლობას, განივითარონ კვლევითი, ანალიტიკური და ჟურნალისტური უნარები
სკოლის ადმინისტრაცია მართა ფხაკაძეს მიღწეულ გამარჯვებას ულოცავს და უსურვებს კიდევ მრავალ წარმატებას
 
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება