სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სვანეთში 12 წლის გოგონამ შემთხვევით მამას თოფით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა
26-06-2019
-
+


მესტიის მუნიციპალიტეტში იდლიანის თემში 12 წლის გოგონამ შემთხვევით მამა სასიკვდილოდ დაჭრა.
 
გავრცელებული ინფორმაციით, გოგონა ცეცხლსასროლი იარაღით თამაშობდა, რა დროსაც შემთხვევით მამის მიმართულებით გაისროლა. 

გარდაცვლილია 51 წლის დავით გაბლიანი, რომელიც ისტორიის მასწავლებელი იყო და იდლიანის საჯარო სკოლაში ასწავლიდა. მან პედაგოგობას თავი ერთი წელია რაც დაანება.

მესტიის მუნიციპალიტეტის იდლიანის  საჯარო სკოლის დირექტორი თეა ჭკადუა მომხდარის დეტალებზე არ საუბრობს და აცხადებს, რომ მისთვის უცნობია შემთხვევა როგორ მოხდა. 

„გარდაცვალების დეტალებზე ვერაფერს გეტყვით, არაფერი ვიცი, უმჯობესია, სამართალდამცავებს დაუკავშირდეთ. ბავშვი მგონი არაფერ შუაშია. ბატონი დავითი დიდი ხნის განმავლობაში ჩვენი სკოლის პედაგოგი იყო და ისტორიას ასწავლიდა, თუმცა, ბოლო ერთი წელია, რაც პედაგოგობას თავი დაანება“, - განაცხადა თეა ჭკადუამ.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში etaloni.ge-ს განუცხადეს, გამოძიება 116-ე მუხლით არის დაწყებული, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას  გულისხმობს. უწყებაში ადასტურებენ, რომ ცეცხლსასროლი იარაღიდან შემთხვევით შვილმა გაისროლა.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მასწავლებლებისთვის - საგნის გამოცდაზე რეგისტრაცია 20 ოქტომბრიდან იწყება

შერჩეულ პედაგოგებს ხელფასს მასწავლებლის სახლიც გადაუხდის და სკოლაც - განაცხადის ვადები და დეტალები 

პიროვნება

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

სკოლები

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„ჩემთვის, როგორც სკოლის დირექტორისთვის, მნიშვნელოვანია, თითოეულ მასწავლებელს ჰქონდეს განვითარების სურვილი“ - ჯუმბერ ხოზრევანიძე

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„ძვირფასო სტუდენტებო, გისურვებთ, რომ თქვენი არჩეული გზები ნათელი, სტაბილური და დანაკარგის გარეშე ყოფილიყოს

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება