სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

გაფრთხილება თევზებს და ვერძებს - რა გელოდებათ ამ კვირაში დანარჩენ ზოდიაქოს ნიშნებს
13-06-2019
-
+


„არ ენდოთ არავის მარტივად, ყველა საბუთს გადახედეთ, სანამ ხელს მოაწერთ, რადგან დიდია მოტყუების საფრთხე. მოერიდეთ კამათს სახლსა და სამსახურში, გაუფრთხილდით ჯანმრთელობას, რადგან კოსმიური შტორმი გრძელდება და კაცობრიობა საკმაოდ რთული გამოწვევის წინაშეა 20 ივლისამდე“ - აცხადებს მიხეილ ცაგარელი და ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის კვირის ასტროლოგიურ პროგნოზს გვთავაზობს.

ვერძს ახლობლებთან ზედმეტი ემოციების ფონზე კონფლიქტები ელოდებათ, ზედმეტად ნუ გადაიტვირთებით და დიდი სიფრთხილე გმართებთ ფინანსებთან დაკავშირებით. თუმცა აქვე გაითვალისწინეთ, რომ ფიზიკურად თავს ცუდად არ იგრძნობთ.

კუროს ენერგოტონუსი დაბალია, შეიძლება ადვილად გაცივდეთ, გადაიღალოთ, არ არის გამორიცხული ფინანსური პრობლემების წინაშე აღმოჩნდეთ. შესაძლებელია არაპერსპექტიულ პროექტებში აღმოჩნდეთ.

ტყუპების ენერგოტონუსი მაღალია, მაგრამ მზის ოპოზიცია საგრძნობლად შეუშლის ხელს თქვენი სურვილების რეალიზაციას. ამიტომ მაქსიმალური თავდაჭერილობა გმართებთ და ნუ გათქვამთ ინფორმაციას.

კირჩხიბებს ახლა ყველაზე რთული პერიოდი აქვთ. ენერგოტონუსი ყველაზე დაბალი გაქვთ, შეიძლება ადვილად გაცივდეთ და გადაიღალოთ. თქვენი ემოციური მდგომარეობა არასტაბილურია. ჭორები, ინტრიგები, თქვენს საწინააღმდეგოდ მოქმედებს.

ლომი აქტიურია, ენერგიული, უფრო მეტად მოიპოვებს ამ კვირაში ნდობას, მაგრამ თუ სიფრთხილეს არ გამოიჩენს შესაძლებელია შეცდომები დაუშვას. კონფლიქტების ალბათობა ასევე დიდია ოჯახის წევრებთან.

ქალწულების ენერგოტონუსი შემცირებულია, ნუ გადაიტვირთებით. არ არის გამორიცხული პრობლემების წინაშე დადგეთ, დიდია კონფლიქტების ალბათობა ხელმძღვანელ პირებთან. იყავით მზად ცვლილებებისთვის.

სასწორთან ენერგოტონუსი მდგრადია, მაგრამ მოგზაურობისთვის სასურველი პერიოდი არაა. შესაძლებელია რიგი ნერვებისმომშლელი ფაქტორები ჰქონდეთ. ასევე გქონდეთ დიდი ფინანსური დანახარჯი.

მორიელი შეიძლება ადვილად გაცივდეს, გადაიღალოს, კოსმიური ენერგიები როგორც ჯანმრთელობაზე ასევე კარიერაზე იმოქმედებს. განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებთ ფინანსურ პრობლემებში. დიდია ჯარიმების საფრთხე.

მშვილდოსნებს ყურადღება მართებთ, რადგან ზედმეტი ეგოიზმი, ფულის უყაირათო ხარჯვა ბევრ კონფლიქტს მოგიტანთ. უარი თქვით კამათზე, ნუ ამტკიცებთ თქვენს სიმართლეს, მაინც არ გისმენენ. ფრთხილად გაიარეთ ეს პერიოდი.

თხის რქები ნუ გადაიტვირთებით, მოერიდეთ ყველა სახის კამათს, რადგან შეიძლება ავტორიტეტი დაკარგოთ. შეუპოვრობა დაგჭირდებათ, მოერიდეთ მნიშვნელოვან ხელშეკრულებებზე ხელის მოწერას და ქორწინებას.

მერწყულებს შეიძლება ტექნიკური პრობლემები შეგხვდეთ. ნუ ენდობით ახალ ნაცნობებს, არ შეიცვალოთ სამსახური, რადგან ძალიან დიდია შეცდომების დაშვების ალბათობა.

თევზებო, მზად იყავით ცვლილებებისთვის. ენერგოტონუსი დაბალია და დიდია იმის შანსი რომ დეპრესიამ შემოგიტიოთ. კარგია ვარჯიში, ბუნებასთან კონტაქტი. დიდია სახლში კონფლიქტის ალბათობა, რამაც შეიძლება გამოგიყვანოთ მდგომარეობიდან. ზედმეტი რეაგირება თქვენთვის არასასურველ თემებზე  სისულელეა, რადგან ეს ყველაფერი მალე გადაივლის და თქვენ კი შეიძლება ახლობელ ადამიანებთან საქმე სამუდამოდ გაიფუჭოთ.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საგრანტო კონკურსის ეტაპები ცნობილია - განათლების მინისტრის ბრძანება 

როგორ შეიცვლება მოსწავლეთა შეფასების წესი - რა ვალდებულებები ეკისრებათ სკოლებს

სისტემაში აღირიცხება დარღვევის თარიღი, კატეგორია, ტიპი და ქვეტიპი, ასევე შემთხვევის კონკრეტული ადგილი და დრო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

 რეკომენდაციები მაქსიმალური შედეგის მისაღწევად და ცხრა შეცდომა, რომელიც ქულას დაგაკლებთ

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად ორგანიზებული სასწავლო პროცესი“

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგი ზაალ გურული პასუხობს

სკოლები

სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას კორხის საჯარო სკოლის დირექტორი გალია ირიციანი გვიზიარებს

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება