| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ხაშურის N1 საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი ნანა დაბრუნდაშვილი პროექტის „მასწავლებელი - მეგზური ევროპისკენ“ ერთ-ერთი გამარჯვებულია და 2-დან 7 ივნისამდე ესტონეთში დაგეგმილ სასწავლო/სამუშაო ვიზიტში მონაწილეობს.
ვიზიტის ფარგლებში ქართველი მასწავლებლები ესტონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ეწვივნენ. საელჩოში სტუმრობისას, ქართველი მასწავლებლები გაეცნენ საელჩოს საქმიანობის პრიორიტეტებს; ამასთან, განხილულ იქნა ესტონეთსა და საქართველოს შორის არსებული განსაკუთრებული ურთიერთობები და მრავალი მიმართულებით მიმდინარე ნაყოფიერი თანამშრომლობა აქცენტით განათლების სფეროზე.
პროექტი „მასწავლებელი - მეგზური ევროპისკენ“ უკვე მეექვსე წელია მიმდინარეობს. სამიზნე ჯგუფს საჯარო და კერძო სკოლების გეოგრაფიის, ისტორიის, სამოქალაქო განათლების, ინგლისური ენის, ასევე, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგები
წარმოადგენენ. პროექტის მიზანი მასწავლებლების ევროპულ ფასეულობებზე ინფორმირება, მათი ინტერესის გაზრდა და ევროინტეგრაციის პროცესში როგორც პედაგოგების, ისე მოსწავლეების ჩართვაა.
ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრებმა შეხვედრები გამართეს ესტონეთის განათლების სფეროში მოღვაწე ორგანიზაციებისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებთან; ასევე, ეწვივნენ რამდენიმე სკოლას და გაეცნენ მათი საქმიანობის ზოგად სპეციფიკას.
„მასწავლებელი-მეგზური ევროპისკენ“ პროექტის მიზანია მასწავლებლების ინფორმირება ესტონური განათლების სისტემაში არსებული უახლესი მიღწევების შესახებ და ამ კუთხით ესტონური გამოცდილების გაზიარება, ასევე, მასწავლებლების
ევროპულ ფასეულობებზე ინფორმირება, მათი ინტერესის გაზრდა და ევროინტეგრაციის
პროცესში როგორც პედაგოგების, ისე მოსწავლეების ჩართვა.
„მასწავლებელი - მეგზური ევროპისკენ“ „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის„, „მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის“ ორგანიზებითა და ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება.
გამარჯვებული 10 მასწავლებლის ესტონეთში ვიზიტი ესტონეთის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ცენტრმა უზრუნველყო, ესტონეთის საქმეთა სამინისტროს განვითარების თანამშრომლობის მხარდაჭერით.
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ცეკვის მასწავლებელს 11-წლიანი პატიმრობა მოსწავლეების მიმართ გარყვნილი ქმედების გამო შეეფარდა - პროკურატურა დეტალებზე
საათობრივი ანაზღაურება აღარ შეუმცირდება მასწავლებელბს, რომლებსაც საგნის/საფეხურის კომპეტენცია დადასტურებული არ აქვთ
შვილებს უნდა ავუხსნათ, რომ თავისუფლება არ ნიშნავს სხვისი უფლების დარღვევას...
„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...
სკოლა „ანაბასისის“ VII ბ კლასმა ფიზიკის გაკვეთილი კვლევით გამოცდილებად აქცია
ქობულეთის წმინდა კირიონ II-ის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში საზაფხულო ბანაკი ღონისძიებით გაიხსნა, რომელიც პატრიარქ ილია II-ის ხსოვნას მიეძღვნა