| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

2022 წლის ბოლოსთვის სკოლებში რამდენიმე ტიპის კითხვარი შევა, რომელიც გათვალისწინებული იქნება მოსწავლეებისთვის, მშობლებისთვის და მასწავლებლებისთვის.
როგორც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის იურისტი ეკა მარხვაშილი Etaloni.ge-სთან აცხადებს, კითხვარების ამუშავება სკოლაში უსაფრთხოების დაცვისთვის და არსებული თუ მოსალოდნელი რისკების პრევენციის საშუალებას იძლევა.
„კითხვარებთან დაკავშირებით რამდენიმე წლიანი ვალდებულება გვაქვს, ანუ 2022 წლის ბოლომდე უნდა ამუშავდეს ეს კითხვარები.
იქნება ძირითადად ორი ტიპის კითხვარი:
I - უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის შეფასების კითხვარი, რომელიც განკუთვნილი იქნება მასწავლებლებისთვის, მოსწავლეებისა და მათ კანონიერი წარმომადგენლებისთვის.
II - ძალადობის რისკის შეფასების კითხვარი, რომელიც მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის იქნება განკუთვნილი. აღნიშნული კითხვარების შევსება საშუალებას მოგვცემს, აღმოვაჩინოთ ძალადობის გარკვეული რისკები და შემდგომ სწორი პრევენციული ღონისძიებები დაიგეგმოს.
აღნიშნული კითხვარები სასწავლო წლის განმავლობაში არანაკლებ ერთხელ შეივსება, თუმცა საჭიროებიდან გამომდინარე, შესაძლოა, მოხდეს ამის ლავირება და უფრო მეტჯერ ჩატარდეს გამოკითხვა. ამ ეტაპზე დათქმა არის ისეთი, რომ წელიწადში ერთხელ ჩატარდეს ასეთი გამოკითხვა არის უსაფრთხოებაზეც და ძალადობაზე“, - აღნიშნავს, იურისტი.
მისივე თქმით, გარდა მშობლების, მოსწავლეებისა და მასწავლებლების გარდა, ყოველდღიური კითხვარები იქნება მანდატურებისთვის და სკოლის უფლებამოსილი პირებისთვის.
„ასევე შევიმუშავებთ ყოველდღიური შეფასების კითხვარებს, რომელიც მანდატურების და უფლებამოსილი პირების შესავსები იქნება. ეს კითხვარები საშუალებას მოგვცემს, რომ სკოლაში შევაფასოთ რა პრევენციული ღონისძიების ჩატარება არის საჭირო, რა დახმარება და რეკომენდაციები სჭირდებათ და ა.შ. კითხვარების შემუშავება მანდატურის სამსახურს ევალება, თუმცა გაზიარებული იქნება საერთაშორისო პრაქტიკა გამოცდილება და ადგილობრივი თავისებურებები, რათა სწორად მოხდეს კითხვარის ჩამოყალიბება და მიწოდება”, - აცხადებს ეკა მარხვაშილი.
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ლექტორების ხელფასი დამოკიდებული იქნება საათებისა და სტუდენტების რაოდენობაზე - „10 ლარიანი ანაზღაურება ერთ წელიწადში ვერ მიიღწევა“
„გაკვეთილი მაშინ არის წარმატებული, როდესაც მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულნი“
„ვისურვებდი, თითოეული პედაგოგის შრომა სათანადოდ იყოს დაფასებული“ - ნამიკოლაოს საჯარო სკოლის დირექტორი მიხეილ ნაჭყებია
15 წუთი კითხვა უდრის 20 ვირტუალურ მონეტას
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ