TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, ინტერვიუ

საბავშვო ბაღების სამზარეულოებში ვიდეოკამერები დამონტაჟდება - ვიდეოგამოსახულების ნახვა მშობლებს „ლაივ“ რეჟიმში შეეძლებათ
06-06-2019
-
+


თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სამზარეულოებში ვიდეოკამერები დამონტაჟდა. როგორც სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე etaloni.ge-სთან ინტერვიუში აცხადებს, პროექტი საპილოტეა და პირველ ეტაპზე 10 საბავშვო ბაღში განხორციელდა.

მისივე თქმით, თუკი აქამდე ბაღები საკუთარი სახსრებით აყენებდნენ ვიდეოკამერებს გარე პერიმეტზე, სააღმზრდელო ჯგუფებსა და ცენტრალური შესასვლელებში, წელს ეს პროცესი სააგენტომ აიღო საკუთარ თავზე და ბიუჯეტიდან 300 000 ლარი გამოყო, თუმცა უცნობია რამდენი ბაღი აღიჭურვება ვიდეოკამერებით.

კახაბერ გვენცელაძე ამბობს, რომ მშობელს ნებისმიერ ტერიტორიაზე დამონტაჟებული კამერის ჩანაწერის ნახვის შესაძლებლობა ექნება, ამისთვის კი მხოლოდ წერილობითი მიმართვა იქნება საჭირო.

-თბილისის რამდენ საბავშვო ბაღში არის დამონტაჟებული კამერები?  

-თბილისის საჯარო ბაგა-ბაღები აღჭურვილია ვიდეო-სამეთვალყურეო კამერებით ან სრულად ან ნაწილობრივ. აქამდე, ვიდეოკამერების მონტაჟს თავად ბაღების ადმინისტრაციები უზრუნველყოფდნენ, წელს კი ჩვენ ბიუჯეტში გავითვალისწინეთ ბაგა-ბაღების სრული აღჭურვა და გამოვაცხადეთ ტენდერი. ამ ეტაპზე მიმდინარეობს პრეტენდენტთა შერჩევა-შეფასების პროცედურები. შერჩეულ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ დაიწყება ბაღების სრული აღჭურვა ვიდეოკამერებით.

-როდის დასრულდება კამერების დამონტაჟება სრულად ყველა ბაღში? 

-რაც შეეხება ამ კონკრეტულ ტენდერს, მასში გათვალისწინებულია, რომ ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 სამუშაო დღის ვადაში უნდა მოხდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება - ანუ სრულად უნდა აღიჭურვოს შენობები ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემებით.

-რა ტერიტორიებს უყურებს კამერა, ეს არის გარე ტერიტორია თუ უშუალოდ ოთახები? 

-ამჟამად, ნაწილობრივი დაფარვაა, თუმცა ძირითადი სივრცეები ყველა შენობაში კონტროლდება ვიდეოკამერით. მაგალითად, სამზარეულო, სააღმზრდელო ჯგუფები, ცენტრალური შესასვლელები და გარე პერიმეტრი.

-როგორც ვიცით, კამერების დამონტაჟება დაიწყო სამზარეულოებშიც, რომელიც ე.წ. ლაივ რეჟიმში იქნება. სად და როგორ შეეძლებათ აღნიშნული ვიდეო ჩანაწერების ნახვა მშობლებს?

-ეს არის ჩვენი პილოტ პროექტი, რომელიც 10 ახლად გახსნილ ბაღში განვახორციელეთ და ის გათვლილია აღსაზრდელთა მშობლებზე, რომ მათ, სურვილის შემთხვევაში მიეცეთ საშუალება თავად ნახონ რა ხდება სამზარეულოში, როგორ მზადდება საკვები და ა.შ. აღნიშნული სიგნალი არ გადაიცემა ონლაინ საშუალებებით. ვიდეოგამოსახულების ნახვა მშობლებს შენობების ცენტრალურ შესასვლელებში დამონტაჟებულ მონიტორებზე შეუძლიათ.

-შეუძლია თუ არა მშობელს მოითხოვოს ნებისმიერ ტერიტორიაზე დამონტაჟებული კამერის ჩანაწერის ნახვა და რა პროცედურაა ამისთვის აუცილებელი?

-დიახ, რა თქმა უნდა, შეუძლია. ამისათვის საჭიროა წერილობით მიმართოს ბაღის ადმინისტრაციას და მას შესაძლებლობა ექნება კონკრეტული მონაკვეთის გადამოწმების.

-რა თანხაა დახარჯული უკვე დამონტაჟებული კამერებისთვის და კიდევ რამდენის დახარჯვას აპირებს სააგენტო? 

-აქამდე როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, თანხები ბაღების ბიუჯეტიდან იხარჯებოდა ლოკალურად, ამჟამად გამოცხადებული ტენდერის პირობების მიხედვით კი გათვალისწინებულია 300 000 ლარის დახარჯვა.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები
გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით -„მხიარული შემოდგომა“
 
„30 პატარის მიერ დარგული 30 ნერგი - იქნება საწყისი ბუნების სიყვარულისა, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური წიგნიერებისა“
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება