სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ნაღვარევის საჯარო სკოლის მოსწავლეები პროექტში - „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ მონაწილეობდნენ
04-06-2019
-
+


შუახევის მუნიციპალიტეტის, ნაღვარევის საჯარო სკოლის მოსწავლეები ხაბელაშვილები საჯარო სკოლაში, ევროპის დღეების ფარგლებში, გამართულ პროექტში - „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ მონაწილეობდნენ. 

ღონისძიებას შუახევის მერი ფრიდონ ფუტკარაძე, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი დავითაძე, მერის მოადგილე რუსუდან შავაძე, რესურსცენტრის ხელმძღვანელი ედუარდ გოგრაჭაძე, ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი სალომე აბულაძე, თვითმმართველობის წარმომადგენლები, პედაგოგები და მოსწავლეები ესწრებოდნენ.

ხელმძღვანელმა პირებმა ევროკავშირის ისტორიაზე, ევროპულ ღირებულებებზე, მიღწევებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს.

მოსწავლეებმა პრეზენტაციის სახით წარმოადგინეს ევროკავშირში შემავალი 28 სახელმწიფოს ისტორია, კულტურა და ეკონომიკური ჭრილი, თუ რა გზა გაიარეს სახელმწიფოებმა ევროკავშირში გასაერთიანებლად.

ღონისძიების დასასრულს პროექტში აქტიური მონაწილეობისთვის სკოლები სიგელებით დაჯილდოვდნენ.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„თბილისობა 2026“-ის ღონისძიებების პროგრამა ლოკაციების მიხედვით ცნობილია

ელექტრონულ ჟურნალში მოსწავლეთა მონაცემები 75 წლამდე შეინახება - ვის აქვს მონაცემებზე წვდომა

რა მიზნებს უნდა მიაღწიონ მოსწავლეებმა საფეხურების მიხედვით

მესამე შანსი ორჯერ ჩაჭრილი აბიტურიენტებისთვის - NAEC ხელახალ რეგისტრაციას აცხადებს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება