სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

როდის აისახება კანონში საპენსიო ასაკის პედაგოგებთან დაკავშირებული ცვლილებები - განათლების მინისტრი მასწავლებლებს პასუხობს
23-05-2019
-
+


განათლების რეფორმის ფარგლებში დაანონსებულმა სიახლემ, რომლის მიხედვითაც პროფესიიდან გასვლის შემთხვევაში საპენსიო ასაკის პრაქტიკოსი პედაგოგები ფულად ჯილდოს მიიღებენ, არაერთი მასწავლებლის დაინტერესება გამოიწვია. როგორც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა აღნიშნა, 3-დან 5 ათასამდე პრაქტიკოს მასწავლებელს ჯილდოს მიღების მიზნით განაცხადი უკვე გაკეთებული აქვს.

პედაგოგთა ნაწილში კითხვის ნიშნებს აჩენს ჯილდოს გაცემის საკითხი, ვინაიდან აღნიშნული სიახლე, რომელიც დამატებით თანხის გამოყოფას მოითხოვს, ბიუჯეტში ასახული არ არის. მიხეილ ბატიაშვილმა განაცხადა, რომ ზაფხულის განმავლობაში ყველა საჭირო ცვლილება შეტანილი და ასახული იქნება ბიუჯეტში.

„ამის გარანტიები ვართ ჩვენ. მაისის ბოლოს მოხდება მონაცემების შეგროვება. დაფიქსირდება რამდენი პედაგოგი გადაწყვეტს სისტემიდან გასვლას, რის შემდეგაც წარვადგენთ საბიუჯეტო ცვლილებებს, რათა ბიუჯეტის კანონში აისახოს თანხის ის რაოდენობა, რა რაოდენობის ადამიანიც გადაწყვეტს რომ გავიდეს სისტემიდან. ამის შესაბამისად ზაფხულში წარვადგენთ ცვლილებებს. ამავე პერიოდში უკვე მიღებული იქნება ეს ცვლილება და ძალიან სწრაფად მოხდება ამ ადამიანების ანაზღაურებით უზრუნველყოფა“, - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

იხილეთ ასევე: ფულადი ჯილდოს მიღების მიზნით 3-დან 5 ათასამდე საპენსიო ასაკის მასწავლებელმა განაცხადი უკვე გააკეთა

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ეროვნული სასწავლო გეგმით, სკოლებში სავალდებულო საგანი დაემატა - მინისტრის ბრძანება ძალაშია

შერჩეულ პედაგოგებს ხელფასს მასწავლებლის სახლიც გადაუხდის და სკოლაც - განაცხადის ვადები და დეტალები 

თითო მოდული 10-12 მოსწავლესა და ერთ მასწავლებელზე უნდა იყოს გათვლილი - ცნობილია, ვინ ააწყობს სკოლებს

საჯარო სკოლის დირექტორების გამოცდებთან დაკავშირებით მინისტრის ბრძანება გამოქვეყნდა 

პიროვნება

მასწავლებელი და ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მოვლუდ მეხრაბოვი​ გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სელნურ ბაირამოვი etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სკოლები

პროგრამის მთავარი მიზანია მოსწავლეთა პიროვნული განვითარების ხელშეწყობა

სკოლაში ამაყობენ მასწავლებლის წარმატებით და მას ახალი სიმაღლეების დაპყრობას უსურვებენ

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება