| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის თქმით, ფულადი ჯილდოს მიღების შესახებ უკვე რამდენიმე ათასმა პედაგოგმა განაცხადა.
აქვე, მიხეილ ბატიაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ პროფესიიდან გასვლა და ჯილდოს მოთხოვნა ნებაყოფლობითია.
„პირველივე დღიდან ვაცხადებდით, რომ ეს არის ნებაყოფლობითი პროცესი. უკვე გვყავს რამდენიმე ათასი დარეგისტრირებული პედაგოგი, რომლებმაც უკვე განაცხადეს ჯილდოს მიღების შესახებ. ვფიქრობთ, რომ მაისის ბოლოს გვექნება უკვე საბოლოო ციფრები და ზაფხულის განმავლობაში პედაგოგთა გადამზადების კუთხით ძალიან ბევრი გაკეთდება. ვინც ვერ ჩააბარებს გამოცდას, შემოდგომამდე კიდევ გადავამზადებთ და შემოდგომაზე აუცილებლად მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ ჩააბარონ დამატებით გამოცდა და გაუუმჯობესდეთ პირობები, მაგრამ იმ პედაგოგებს, ვისაც დადასტურებული აქვთ კვალიფიკაცია, შემოდგომაზე შეეხებათ პირობების გაუმჯობესება“, - განაცხადა მინისტრმა.
ასევე იხილეთ: როდის უნდა განაცხადონ საპენსიო ასაკის პედაგოგებმა პროფესიიდან გასვლის შესახებ, რათა ფულადი ჯილდო მიიღონ - ვადები და პროცედურები
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი