სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ახალციხის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეები მძლეოსნობის ჩემპიონატში მონაწილეობდნენ 
17-05-2019
-
+


ახალციხის ცენტრალურ სტადიონზე, მძლეოსნობაში ახალციხის ღია პირველობაზე ჩემპიონატი გაიმართა.

მძლეოსნობის ტურნირში ტრადიციულად მეზობელი სომხეთისა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოსულმა სპორტსმენებმა მიიღეს მონაწილეობა. ერთმანეთს სხვადასხვა მანძილზე რბენაში, სიგრძეზე ხტომასა და ბირთვის კვრაში შეეჯიბრნენ თბილისის, ქუთაისის, ბათუმის, ფოთის, ხობის, ოზურგეთის, ვანის, ჭიათურის, ბორჯომის, აბაშის, ასპინძის, ახალციხისა და ერევნის გუნდები.

გამოვლინდა 20 კატეგორიაში გამარჯვებულები და პრიზიორები, რომლებსაც სერტიფიკატები, მედლები და ფულადი ჯილდოები გადაეცათ. მათ შორის ახალციხელმა მძლეოსნებმა 16 საპრიზო ადგილი დაიკავეს და 5 ოქროს, 7 ვერცხლისა და 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

I ადგილი და ოქროს მედლები სხვა მოსწავლეებთან ერთად მოიპოვა ახალციხის N5 საჯარო სკოლის მე-8 გ კლასის მოსწავლე მარიამ კაპანაძემ (1200 მეტრზე რბენა)

III ადგილზე გავიდა და ბრინჯაოს მედალი სხვა სკოლის მოსწავლეებთან ერთად მიიღო მე-10 გ კლასის მოსწავლე ანუკი ენდელაძემ (800 მეტრზე რბენა და 2 კილომეტრზე რბენა გოგონებში).

ამანათრბენში (4 X 200) კი, რომელშიც ახალციხის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეები მონაწილეობდნენ, მე-2 ადგილი მოიპოვა ახალციხის N5 საჯარო სკოლამ. ამანათრბენში მონაწილეობდნენ: ანუკი ენდელაძე (მე-10 გ), მარიამ კაპანაძე (მე-8 გ), ბექა ზუმბაძე (მე-11ბ) და ირაკლი ივანიძე (მე-10 გ).

შეჯიბრი ახალციხის მძლეოსნობის სპორტული კლუბის ორგანიზებითა და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გაიმართა. ტურნირს საქართველოს მძლეოსნობის ფედერაციის, სამხარეო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

იხილეთ ფოტოები 

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„საშუალო მაჩვენებელი გამოითვლება, გააჩნია, რამდენსაათიანი დატვირთვა აქვს პედაგოგს“

ლექტორების ხელფასი დამოკიდებული იქნება საათებისა და სტუდენტების რაოდენობაზე - „10 ლარიანი ანაზღაურება ერთ წელიწადში ვერ მიიღწევა“

„მოიმატებს ყველა ადამიანის ხელფასი, რომელიც საჯარო სკოლაშია დასაქმებული“...

კავკასიის უნივერსიტეტი განცხადებას ავრცელებს 

პიროვნება
სკოლები

მაჭატიის საჯარო სკოლის ხელმძღვანელი etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში გვიზიარებს როგორი უნდა იყოს კარგი გაკვეთილი

„ვისურვებდი, თითოეული პედაგოგის შრომა სათანადოდ იყოს დაფასებული“ - ნამიკოლაოს საჯარო სკოლის დირექტორი მიხეილ ნაჭყებია

„რაც დღეს პედაგოგს სჭირდება, ეს თანადგომაა“ - ხანდოს საჯარო სკოლის დირექტორის, ოთარ ვანაძე

„მასწავლებელი არის ადამიანი, რომელიც სიცოცხლის დაფასებას გვასწავლის“ - ღვირიშის საჯარო სკოლის დირექტორი პედაგოგებს პროფესიულ დღეს ულოცავს

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება