სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ კონკურსში 74 პედაგოგი მიიღებს მონაწილეობას
10-05-2019
-
+


2019 წლის „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ კონკურსში მონაწილეობას 74 მასწავლებელი მიიღებს. ამასთან, სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, კონკურსში 69 ქალი და 5 მამაკაცი მასწავლებელია დარეგისტრირებული.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განაცხადი 127-მა პედაგოგმა შეიტანა, თუმცა 53-მა მათგანმა ტექნიკური გადარჩევა ვერ გაიარა. 
 
აღსანიშნავია, რომ „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ კონკურსში 13 - დაწყებითი განათლების, 13 - საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, 12 - საზოგადოებრივი მეცნიერებების, 16 - სახელმწიფო ენების, 9 - უცხოური ენების, 6 - ესთეტიკური აღზრდის, 3 - ინკლუზიური განათლების და 2 - მათემატიკის პედაგოგი დარეგისტრირდა.

იხილეთ კონკურსში მონაწილეთა გადანაწილება რეგიონების მიხედვით:

  • აჭარა - 8 მასწავლებელი;
  • თბილისი - 20 მასწავლებელი;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 2 მასწავლებელი;
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი - 8 მასწავლებელი;
  • იმერეთი - 7 მასწავლებელი;
  • კახეთი - 7 მასწავლებელი;
  • მცხეთა-მთიანეთი - 2 მასწავლებელი;
  • სამცხე ჯავახეთი - 6 მასწავლებელი;
  • ქვემო ქართლი - 8 მასწავლებელი;
  • შიდა ქართლი - 6 მასწავლებელი.

კონკურსანტთა შერჩევის სამ-ეტაპიან პროცესს 18 წევრისგან დაკომპლექტებული ჟიური წარმართავს. ჟიურიში შედიან განათლების სპეციალისტები, მეცნიერები, პედაგოგები და მედიის წარმომადგენლები. კონკურსის პირველ ეტაპზე აპლიკაციები ტექნიკურად შემოწმდება, მეორე ეტაპისთვის გამოვლინდება კონკურსანტთა ათეული, ხოლო მესამე ეტაპზე, მიმდინარე წლის 5 სექტემბერს, ცნობილი გახდება იმ ხუთი ფინალისტის ვინაობა, რომელთაგან ერთ-ერთი, 5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღეს, გახდება „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ მფლობელი. გამარჯვებულს ფულადი პრიზის სახით, გადაეცემა 10 000 ლარი. გამარჯვებულ მასწავლებელს დიდ ბრიტანეთში პროფესიული განვითარების 2-კვირიან პროგრამას ბაქსვუდის სკოლა დაუფინანსებს. გიმნაზია „შავნაბადა“ კი სპეციალურ პრიზს საუკეთესო ხუთეულიდან ერთ-ერთ მასწავლებელს გადასცემს.

„მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ კონკურსი პირველად 2017 წელს ჩატარდა, რითაც საფუძველი დაედო მასწავლებლის პროფესიის განვითარებისა და პოპულარიზაციის ყველაზე მასშტაბურ კამპანიას. მაშინ კონკურსის გამარჯვებული ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ლადო აფხაზავა გახდა. ლადო აფხაზავა 2019 წლის „მასწავლებლის გლობალური ჯილდოს“ ფინალში, მსოფლიოს 10 საუკეთესო მასწავლებელს შორის მოხვდა. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

შეზღუდვა მასწავლებლებისთვის - მხოლოდ 1 საგნის გამოცდაზე დარეგისტრირებას ეს პედაგოგები შეძლებენ

ეროვნული სასწავლო გეგმით, სკოლებში სავალდებულო საგანი დაემატა - მინისტრის ბრძანება ძალაშია

პიროვნება

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

სკოლები

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„ჩემთვის, როგორც სკოლის დირექტორისთვის, მნიშვნელოვანია, თითოეულ მასწავლებელს ჰქონდეს განვითარების სურვილი“ - ჯუმბერ ხოზრევანიძე

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„ძვირფასო სტუდენტებო, გისურვებთ, რომ თქვენი არჩეული გზები ნათელი, სტაბილური და დანაკარგის გარეშე ყოფილიყოს

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება