სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რამდენი გამოცდა უნდა ჩააბარონ აბიტურიენტებმა სახელოვნებო და სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამებზე?
06-05-2019
-
+


შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სახელოვნებო და სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველებმა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გასვლამდე შესაბამისი კონკურსი უნდა გაიარონ.

აბიტურიენტები შემოქმედებითი ან სპორტულ ტურში მონაწილეობისთვის უშუალოდ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში რეგისტრირდებიან. კონკურსის შესახებ ზუსტი  ინფორმაციის მისაღებად აბიტურიენტებმა უნდა მიმართონ შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას. 

აღნიშნული შემოქმედებითი კონკურსის გავლის შემდეგ აბიტურიენტებმა უნდა ჩააბარონ:

ა) 3 სავალდებულო გამოცდა (ქართული ენა და ლიტერატურა, ზოგადი უნარები, უცხოური ენა), თუ საგანმანათლებლო დაწესებულებამ (პროგრამაზე) მიუთითა მეოთხე, არჩევითი გამოცდა, აბიტურიენტები ამ გამოცდასაც ჩააბარებენ.

ამასთან, თუ უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ მიუთითა 3 სავალდებულო გამოცდა, მაგრამ აბიტურიენტს  სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვება სურს, მან ნებისმიერი არჩევითი საგანი უნდა ჩააბაროს და მონაწილეობა მიიღოს შესაბამის კონკურსში.

ბ) ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების უფლების მოსაპოვებლად (ეს პუნქტი ეხება მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს) - ზოგადი უნარების გამოცდა სომხურ ან აზერბაიჯანულ ენაზე ან აფხაზური ენის ან ოსური ენის გამოცდა. 

გაფრთხილება! - აბიტურიენტი ვერ მოიპოვებს სწავლის გაგრძელების უფლებას სახელოვნებო ან სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამაზე, თუ მას არ ექნება ჩაბარებული შემოქმედებითი ან სპორტული ტური.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

შეზღუდვა მასწავლებლებისთვის - მხოლოდ 1 საგნის გამოცდაზე დარეგისტრირებას ეს პედაგოგები შეძლებენ

„რეალურად უამრავი სერიოზული პრობლემაა სკოლებში“...

მასწავლებლებისთვის - საგნის გამოცდაზე რეგისტრაცია 20 ოქტომბრიდან იწყება

პიროვნება

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

სკოლები

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„ჩემთვის, როგორც სკოლის დირექტორისთვის, მნიშვნელოვანია, თითოეულ მასწავლებელს ჰქონდეს განვითარების სურვილი“ - ჯუმბერ ხოზრევანიძე

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„ძვირფასო სტუდენტებო, გისურვებთ, რომ თქვენი არჩეული გზები ნათელი, სტაბილური და დანაკარგის გარეშე ყოფილიყოს

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება