სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„ზოგადი განათლების შესახებ“ კანონიდან სიტყვა „ლიბერალურის“ ამოღებას პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი არ დაუჭირა
03-05-2019
-
+


„ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონში” შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით წარმოდგენილი კანონპროექტი, რომელიც კანონიდან სიტყვა „ლიბერალურის“ ამოღებას ითვალისწინებდა, პარლამენტმა პირველი მოსმენით ჩააგდო.

იმისთვის, რომ დეპუტატების ნუკრი ქანთარიასა და გენადი მარგველაშვილის საკანონმდებლო ინიციატივა პირველ მოსმენაზე გასულიყო, მინიმუმ 68 ხმა უნდა მოეგროვებინა, თუმცა კანონპროექტს მხარი 61-მა დეპუტატმა დაუჭირა, მოწინააღმდეგე კი 18 იყო.

აღნიშნული კანონპროექტის კენჭისყრამდე დეპუტატებს შორის კამათი გაიმართა, დეპუტატების ნაწილი მოითხოვდა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებები ჩასწორებულიყო და ინიციატივის ავტორებს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების განსაზღვრისას კვლავ გამოეყენებინათ სიტყვა „ლიბერალური“ და სწორედ ამ ჩასწორების შემდგომ გამოეტანათ კანონპროექტი განხილვაზე, თუმცა დეპუტატთა უმეტესობამ საკითხის გადადებას მხარი არ დაუჭირა.

შენიშვნაზე  პარკამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა განაცხადა, რომ  კომიტეტზე კანონპროექტის განხილვისას მოხდა შეთანხმება, რომ მეორე მოსმენისას ისევ ჩაიწერებოდა სიტყვა -„ლიბერალური“ და ეს ტერმინი არ იქნებოდა ამოღებული, თუმცა, პირველი მოსმენით კანონპროექტის გადადებას არ დაეთანხმა.

დღეს მოქმედი კანონის მე-3 მუხლი ზოგადი განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიზნებს ადგენს და კანონპროექტში აღნიშნულია, რომ ამ მუხლით განსაზღვრული მიზნები „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის მოთხოვნებსა და სულისკვეთებას არ შეესაბამება.

ზოგადი განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთ მიზნად განსაზღვრულია: „მოსწავლის გონებრივი და ფიზიკური უნარ-ჩვევების განვითარება, აუცილებელი ცოდნით უზრუნველყოფა, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება, ლიბერალურ-დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბება, მოსწავლის მიერ კულტურულ ფასეულობათა პატივისცემა, ოჯახის, საზოგადოების, სახელმწიფოსა და გარემოს წინაშე უფლება-მოვალეობების გაცნობიერებაში ხელის შეწყობა“.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

შეზღუდვა მასწავლებლებისთვის - მხოლოდ 1 საგნის გამოცდაზე დარეგისტრირებას ეს პედაგოგები შეძლებენ

„რეალურად უამრავი სერიოზული პრობლემაა სკოლებში“...

მასწავლებლებისთვის - საგნის გამოცდაზე რეგისტრაცია 20 ოქტომბრიდან იწყება

პიროვნება

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

სკოლები

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„ჩემთვის, როგორც სკოლის დირექტორისთვის, მნიშვნელოვანია, თითოეულ მასწავლებელს ჰქონდეს განვითარების სურვილი“ - ჯუმბერ ხოზრევანიძე

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„ძვირფასო სტუდენტებო, გისურვებთ, რომ თქვენი არჩეული გზები ნათელი, სტაბილური და დანაკარგის გარეშე ყოფილიყოს

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება