სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მაისის ასტროლოგიური პროგნოზი რამაზ გიგაურისგან - რომელია სასიკეთო რიცხვები ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის
02-05-2019
-
+


მაისის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზს ასტროლოგი რამაზ გიგაური „ფეისბუქის“  საკუთარ გვერდზე აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

მაისის მთავარი მოვლენა: ყურადღებას ითხოვს 5 მაისის ახალმთვარეობა და 19 მაისის სავსემთვარეობა.

მაისის დასაწყისი ემოციური, არასტაბილური და რთულად პროგნოზირებადი იქნება. ეს განსაკუთრებით საგრძნობი იქნება პირად ცხოვრებაში. ამ პერიოდში მცირე გადაცდომამ მოსალოდნელია წყენამდე და დაპირისპირებამდე მიგიყვანოთ, რადგან ემოციური ფონი საკმაოდ დისჰარმონიულია

რაც შეეხება საქმიან ცხოვრებას, აქ მდგომარეობა შედარებით უკეთესი იქნება, რადგან ამბიციური მოქმედებები და შრომისმოყვარეობა წინსვლის საშუალებას მოგცემთ. ხელსაყრელი იქნება მოლაპარაკებები და შეთანხმებების მიღწევა (გარდა 4-5 მაისისა).

5 მაისი: ახალმთვარეობა

​სასურველია თვითკონტროლის და თავშეკავებულების გამოჩენა. არ არის რეკომენდებული ახალი საქმეების დაწყება და საბუთებზე ხელისმოწერა (გარდა გადაუდებელი შემთხვევებისა). თუმცა უნდა ითქვას, რომ კონსტრუქციული და მოქნილი ადამიანები, უკვე 6-7 მაისიდან შეძლებენ მათთვის მათთვის სასიკეთო პოზიციის დაკავებას.

6 მაისი: მერკური - კუროს ზოდიაქოში

აზროვნების პროცესი გახდება უფრო პრაქტიკული და პრაგმატული. საქმიანი პერსპექტივები მიიღებენ რეალურ, კონკრეტულ ფორმას. ეს კი საშუალებას მოგცემთ რეალური მიზნები დასახოთ და ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები გადადგათ.

15 მაისი: ვენერა - კუროს ზოდიაქოში

ადამიანებში ემოციური ფონი და სიყვარულის გრძნობა უფრო დასტაბილურდება. ამ დროს სიყვარული გარეგნულად უფრო მშვიდი, მაგრამ შინაგანად „მდუღარე“ გახდება. პირად ცხოვრებაში შესაძლებელი იქნება მაისის დასაწყისში არეული სიტუაციების და ურთიერთობების დალაგება. ამ პერიოდიდან მოიმატებს ახალი სასიყვარულო ურთიერთობების დაწყების ალბათობა.

16 მაისი: მარსი - კირჩხიბის ზოდიაქოში

ეს მარსის სუსტი პოზიციაა, ამიტომ, ადამიანებში დაიკლებს გაბედულების და რისკზე წასვლის სურვილი. საჭირო გახდება ემოციური და მორალური მხარდაჭერა. შესაძლოა საქმიანი პერსპექტივები ნელა განვითარდეს ან საერთოდ, დამუხრუჭდეს.

18-21 მაისი: ვენერა-ურანის შეერთება

ეს სასიკეთო პერიოდი იქნება პირად ცხოვრების, სასიყვარულო ურთიერთობების განახლებისთვის, მასში ახალი იმპულსების შეტანისთვის, ძველი, არასასურველი კავშირების დასრულებისთვის და ახალი ურთიერთობების დაწყებისთვის.

19 მაისი: სავსემთვარეობა

ეს დღე შედარებით მშვიდი იქნება, ზედმეტი დაძაბულობის გარეშე. თუმცა აჩქარებულობა მაინც არ იქნება სასურველი. კარგია დღეა რეკლამირებისთვის და პრეზენტაციების მოსაწყობად.

21 მაისი: მერკური - ტყუპების ზოდიაქოში 

ადამიანებში აზროვნების პროცესი შეიცვლება - ის უფრო მოქნილი გახდება. მოიმატებს ცნობისმოყვარება და კომუნიკაბელურობა. სწორედ ამიტომ მაისის მესამე დეკადა სასიკეთო იქნება წარსულის ანალიზისთვის მოლაპარაკებებისთვის, შეთანხმებებისთვის, ინფორმაციის მოპოვება-გადაცემისთვის, მოგზაურობისთვის.

22-23 მაისი: მთვარე-სატურნის შეერთება

მოიმატებს ნეგატიური ემოციური ფონი. ადამიანებში გაძლიერდება ნეგატიურის მოლოდინი და „დეპრესიული“ განწყობა. ამიტომ ამ პერიოდში ემოციური გადაწყვეტილებების მიღება სასურველი არ არის. ყურადღებას ითხოვს სასიყვარულო ურთიერთობები, პირადი ცხოვრება. აქ სასურველია კომპრომისებზე წასვლა.
რაც შეეხება მაისის ბოლო კვირა, ის შედარებით მშვიდი და სტაბილური უნდა აღმოჩნდეს. შესაძლებელი გახდება დაკარგული პოზიციების აღდგენა და ახალი პერსპექტივების განვითარება. მაისში შენაძენებისთვის და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისთვის არა სასურველია: 1-5, 19-21, 23.  დანარჩენი დღეები შედარებით სასიკეთოა.

ზოდიაქოს ნიშნებისთვის ზოგადად სასიკეთო დღეები:

ვერძი: 1, 6, 11, 15, 19, 24, 29
კურო: 5, 9, 14, 18, 22, 28
ტყუპები: 1, 6, 12, 16, 20, 25, 29
კირჩხიბი: 5, 9, 13, 17, 21, 26, 31
ლომი: 2, 7, 12, 16, 20, 25, 30
ქალწული: 4, 8, 13, 17, 21, 26, 31
სასწორი: 3, 7, 12, 16, 20, 25, 30
მორიელი: 4, 8, 14, 18, 22, 27
მშვილდოსანი: 3, 7, 11, 16, 20, 25, 30
თხის რქა: 4, 10, 14, 17, 23, 27
მერწყული: 2, 6, 11, 15, 19, 24, 29
თევზები: 5, 10, 14, 18, 23, 28


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მობილობის მსურველი სტუდენტების საყურადღებოდ - ცნობარი და რეგისტრაციის ვადები ცნობილია

მასწავლებელთა ბოლო საგამოცდო შედეგები გამოქვეყნდა - ისტ-ისა და 6 ენაში ტესტირების ქულები ცნობილია

სასკოლო ფორმას სხვას ვერ შეაკერინებთ - „მშობელი ვალდებულია სახელმწიფოსგან იყიდოს“

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

მასწავლებლის საგნის კომპეტენცია წარმატებით დაადასტურა ჯგალის თემის საჯარო სკოლის სამმა პედაგოგმა  

ბანძის საჯარო სკოლა ლიკა ჯახუას ეროვნულ გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავს
ღვითორის საჯარო სკოლაში კურსდამთავრებულთა 50 წლის იუბილე აღინიშნა
გიორგი გაფრინდაშვილის ორმაგი წარმატება - გამარჯვებები, რომლითაც ჭიათურის N2 საჯარო სკოლა ამაყობს
„წარმატება მხოლოდ მაღალი ქულები არ არის, წინ კიდევ ბევრი გამოცდა, შრომა და წარმატება გელოდებათ“ - ჭალადიდის საჯარო სკოლის პედაგოგი აბიტურიენტებს
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება