სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები, სამასწავლებლო

„Izrune.ge-სთან ერთად წარმატება ტრადიციად იქცა“ - გაიცანით აპრილის შემაჯამებელი ტესტის პირველი იზრუნელი
30-04-2019
-
+


Izrune.ge-მ და აპრილის თვემ კიდევ ერთი წარმატებული მოსწავლე, შემაჯამებელი ტესტის პირველი მონაწილე გამოავლინა.


თბილისის N106 საჯარო სკოლის მესამეკლასელი ანა ხარატაშვილი 27 აპრილის ღამეს ორ მნიშვნელოვან თარიღს, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულსა და „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღეს“ ელოდა.

 

Izrune.ge-ს მეგობარი ანა კომპიუტერს დედასთან ერთად ზუსტად 12 საათზე მიუჯდა და ტესტების წარმატებით გავლის შემდეგ ოქროს დიპლომი მოიპოვა:

 

„ვღელავ ხოლმე. მინდა, ბევრი სწორი პასუხი დავაგროვო და ყურადღებით ვკითხულობ საინტერესო კითხვებს. მომწონს ნახატიანი საკითხები და წარმატების შეძახილი, შემდეგ ოჯახსა და კლასელებს ვუზიარებ ხოლმე ემოციებს. ძალიან მინდოდა, პირველს გამევლო ტესტი და ოქროს დიპლომი მომეპოვებინა. მიხარია, რომ გამომივიდა.“

 

დედა, ასმათ ჩიქოვანი ამბობს, რომ Izrune.ge-მ მთელ ოჯახს ძალიან შეაყვარა თავი და ყოველი ტესტის დღე შემეცნებისა და წინსვლის მოტივაციას უჩენს ოჯახს, ბავშვსა და სკოლას:

 

„ჩვენი, თბილისის N106 საჯარო სკოლა საგანმანათლებლო ინოვაციებში ძალიან აქტიურად და წარმატებით ერთვება. Izrune.ge-მ ოჯახსაც ძალიან შეგვაყვარა თავი, მოუთმენლად ველით ხოლმე ტესტებს. მახარებს, რომ ლიდერ სკოლას, კლასის ხელმძღვანელსა და Izrune.ge-სთან ერთად ანა მრავალმხრივ იზრდება და ვითარდება. ძალიან ჯანსაღი გარემოა შექმნილი კლასში, ბავშვები მეტი ხალისით სწავლობენ, მშობლებს აქტიური კომუნიკაცია გვაქვს პედაგოგებთან და სკოლის დირექციასთან, მზრუნველი პორტალი კი ჩვენს ურთიერთობებს ყოველ დღე განათლების ირგვლივ აძლიერებს. ამაყი ვარ ანასა და მისი თანაკლასელების წარმატებით და კიდევ უფრო მეტ წინსვლას ვუსურვებ მომავალ თაობას.“

 

ანას კლასის წარმატებული ხელმძღვანელი ელზა ჭიკაძეა, რომლის შეფასებითაც, Izrune.ge-მ სასკოლო ცხოვრების ერთიანობა და წარმატება ტრადიციად აქცია:

 

„Izrune.ge-სთან ერთად წარმატება ტრადიციად იქცა. უცხო არავისთვისაა, რომ ჩვენი სკოლა საგანმანათლებლო ინოვაციებში აქტიურად ერთვება და კიდევ დიდხანს გავაგრძელებთ მზრუნველ თანამშრომლობას მეტი წინსვლისთვის. ნიჭიერი მოსწავლეები და აქტიური მშობლები გვყავს. ასეთივეა ანას, რომელიც ძალიან გაწონასწორებული, მოწესრიგებული და თავისუფლად მოაზროვნე პიროვნებაა. ჰყავს ოჯახი, რომლისთვისაც განათლება და შვილის ბედნიერ მომავალზე ზრუნვა პრიორიტეტია. ამდენად, შედეგი მოულოდნელი არ იყო ჩემთვის და ამაყი ვარ Izrune.ge-სთან ერთად.“


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

შეზღუდვა მასწავლებლებისთვის - მხოლოდ 1 საგნის გამოცდაზე დარეგისტრირებას ეს პედაგოგები შეძლებენ

„რეალურად უამრავი სერიოზული პრობლემაა სკოლებში“...

მასწავლებლებისთვის - საგნის გამოცდაზე რეგისტრაცია 20 ოქტომბრიდან იწყება

პიროვნება

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

სკოლები

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„ჩემთვის, როგორც სკოლის დირექტორისთვის, მნიშვნელოვანია, თითოეულ მასწავლებელს ჰქონდეს განვითარების სურვილი“ - ჯუმბერ ხოზრევანიძე

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„ძვირფასო სტუდენტებო, გისურვებთ, რომ თქვენი არჩეული გზები ნათელი, სტაბილური და დანაკარგის გარეშე ყოფილიყოს

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება