TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

ხუნზები - ადამიანები, რომლებმაც ავადმყოფობა არ იციან
15-04-2017
-
+


''ხუნზას ქვეყანაში'' სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 90-დან 110 წლამდეა. ინდოეთისა და პაკისტანის საზღვარზე მდებარე დაბლობს ''ახალგაზრდობის ოაზისს'' უწოდებენ.

ხუნზელები თითქმის არასოდეს ავადმყოფობენ. რ. ბირხერმა წიგნიც კი დაწერა ''ხუნზები - ადამიანები, რომლებმაც ავადმყოფობა არ იციან''.

ხუნზების დღეგრძელობას მათი საკვებით და ცხოვრების წესით ხსნიან. ისინი 15-გრადუსიანი ყინვის დროსაც კი ცივ წყალში ბანაობენ, 100 წლის ადამიანები მოძრავი თამაშებით ერთობიან, 65 წლის ქალებიც კი აჩენენ ბავშვებს. ზაფხულში ხილსა და ბოსტნეულს მიირთმევენ, ზამთარში - ჩირს, ცხვრის ყველს. გაზაფხულზე, როცა ხილი ჯერაც არაა შემოსული, თითქმის არ იკვებებიან და დღეში ერთხელ გარგარის წვენს სვამენ.

ვეგეტარიანული კვება, ნატურალური ნედლი პროდუქტების სიმრავლე, პერიოდული შიმშილობები. კვებას არსებითი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ არის კიდევ სხვა ფაქტორებიც.

ხუნზებს არ ეზარებათ შრომა - 100 კილომეტრის ფეხით გავლა სეირნობად მიაჩნიათ. ხალისიანები არიან, სულ იცინიან, არასოდეს ბრაზობენ, არ წუწუნებენ და ნერვიულობენ, არც ერთმანეთში კინკლაობენ და მშვიდად იტანენ ტკივილს, ხმაურს, უსიამოვნებებს.

ხუნზები ბურიშახსის ენაზე ლაპარაკობენ. ბევრმა იცის ინგლისურიც. ისლამის მიმდევრები არიან, ოღონდ მათ არა აქვთ ლოცვის  ჩვეული მოწოდებები. ღვთისადმი მიმართვა თითოეულის პირადი საქმეა.

1984 წელს საიდ აბდულ მობუდმა შოკში ჩააგდო ლონდონის აეროპორტის თანამშრომლები - წარუდგინა პასპორტი, რომელშიც ეწერა, რომ ის 1823 წელს დაიბადა, ანუ 160 წლის იყო. მისმა თანმხლებმა აუხსნა გაოცებულ ადამიანებს, რომ ის ყველაზე ასაკოვანი ხუნზელია.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები
გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით -„მხიარული შემოდგომა“
 
„30 პატარის მიერ დარგული 30 ნერგი - იქნება საწყისი ბუნების სიყვარულისა, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური წიგნიერებისა“
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება