| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

პროფესიული მომზადების პროგრამისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვების საფასური დადგინდა.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის ბრძანებით, იურიდიული პირისთვის პროფესიული პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვების საფასური თითოეული პროგრამისთვის 815 ლარით განისაზღვრა.
აღნიშნული საფასური მოიცავს შესაბამის ადმინისტრაციულ წარმოებასთან დაკავშირებულ ფაქტობრივ ადმინისტრაციულ ხარჯებს, ექსპერტთა ანაზღაურებისა და მივლინების ხარჯებს, საბჭოს წევრთა ჰონორარს, მონიტორინგის პროცესთან დაკავშირებულ ხარჯებს და დამატებული ღირებულების გადასახადს.
რაც შეეხება პროგრამის განხორციელების მიზნით, პროგრამის დადასტურების/ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაციის საფასურს, თითოეული პროგრამისთვის გადასახდელი თანხა 175 ლარით განისაზღვრა.
დეტალურად საფასურის გადახდისა და თანხის უკან დაბრუნების წესის სანახავად გადადით ბმულზე.
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
სკოლების პედაგოგებისა და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის ფინანსური დახმარებით უზრუნველყოფას 2027 წლის ბიუჯეტი ითვალისწინებს
ბიის საჯარო სკოლიდან საპატიო ჯილდოზე წარდგენილი იყო მასწავლებელი მზია გვირგვლიანი
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ