სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რატომ ჩავარდა საატესტატო გამოცდების გაუქმების შესახებ კანონპროექტი მესამე მოსმენით და როდის გაიმართება მომდევნო კენჭისყრა
05-04-2019
-
+


საატესტატო გამოცდების გაუქმების შესახებ კანონპროექტის მესამე მოსმენით ჩავარდნას დეპუტატების „უყურადღებობას“ აბრალებს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე მაღრაძე და etaloni.ge-სთან საუბრისას აღნიშნავს, რომ ეს ყველაფერი უცნაურიც არის, რადგან საკითხის განხილვა დაჩქარებული წესით მიმდინარეობდა.

„მგონი, ეს უფრო უყურადღებობის ბრალი იყო. ამ კანონპროექტამდე იყო სხვა კანონპროექტები, რომლებსაც მხარს არ უჭერდნენ დეპუტატები და შესაძლოა, ავტომატურად მოხდა ასეთი რაღაც, თორემ სერიოზული წინააღმდეგობა არ გამოთქმულა, იმაზე რომ გამოცდები არ გაუქმებულიყო. შეიძლება, ვიღაცას ასეთი აზრიც ჰქონდა, მაგრამ უფრო თავის შეკავების ამბავი იყო, რადგან 30-მა დეპუტატმა კენჭისყრაში მონაწილეობა არ
მიიღო. ოპოზიცია არ უჭერდა მხარს, გასაგებია, ასევე შესაძლოა, უმრავლესობიდან  ახლადგასული  დეპუტატებიც  არ უჭერენ მხარს, მაგრამ უმრავლესობის შიგნით დაახლოებით 20-25 დეპუტატი ისეთი იყო, რომლებსაც ხმა უნდა მიეცათ კანონპროექტისთვის“, - განაცხადა მაღრაძემ.

მისივე თქმით, მომავალი კენჭისყრა სავარაუდოდ 16 აპრილს გაიმართება.

„ხშირად, როცა სხდომაზე რეგისტრირდებიან და კენჭისყრების ძირითადი ნაწილი უკვე გადის, დეპუტატების ნაწილი დარბაზს ტოვებს და შესაძლოა, ამის ბრალიც არის. ცოტა უცნაური იყო, რადგან წინააღმდეგობა ამ კანონპროექტთან დაკავშირებით არ ყოფილა, უცნაურიც არის, რადგან დაჩქარებული წესით იყო ეს კანონი განსახილველი და სასწრაფოდ მისაღებია, რათა სკოლებმა თავის დროზე იცოდნენ, რომ ეს სიახლე კანონით არის მიღებული. ვფიქრობ, ხელახლა მოგვიწევს ამ კანონპროექტის განხილვა. სავარაუდო კენჭისყრა ხელმეორედ 16 აპრილს გაიმართება. სულ რაღაც 6 ხმა დააკლდა კანონპროექტის მიღებას და მე მაინც ტექნიკური ხარვეზი მგონია“, - განაცხადა გუგული მაღრაძემ.

იხილეთ: სკოლის გამოსაშვები გამოცდების გაუქმების შესახებ კანონპროექტი მესამე მოსმენით ჩავარდა


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„თბილისობა 2026“-ის ღონისძიებების პროგრამა ლოკაციების მიხედვით ცნობილია

რა მიზნებს უნდა მიაღწიონ მოსწავლეებმა საფეხურების მიხედვით

მესამე შანსი ორჯერ ჩაჭრილი აბიტურიენტებისთვის - NAEC ხელახალ რეგისტრაციას აცხადებს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება