სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები, სიახლეები

„Izrune.ge ეფექტური გადაწყვეტილებების მიღებას მაჩვევს“ - გაიცანით ყველაზე მაღალქულიანი მეთორმეტეკლასელი
03-04-2019
-
+


თერჯოლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლე თათია ქოჩიაშვილმა Izrune.ge-ს მარტის შემაჯამებელ ტესტში მეთორმეტეკლასელებს შორის ყველაზე მაღალი, 95 ქულა აიღო და ოქროს დიპლომი მოიპოვა.

 

ამერიკაში ერთწლიანი გაცვლითი პროგრამის დასრულებისა და თანამედროვე განათლების მიღების შემდეგ, საქართველოში ჩამოსული თათია ინოვაციურ საგანმანათლებლო პორტალში აქტიურად ჩაერთო და საკუთარი ცოდნისა და შესაძლებლობების გამტკიცება Izrune.ge-ზე განაგრძო:

 

„ძალიან საინტერესო და მრავალმხრივი კითხვები, ვფიქრობ, ფაქტობრივი ცოდნის გარდა ლოგიკური მსჯელობის უნარს მივითარებს და მცირე დროში ეფექტური გადაწყვეტილებების მიღებას მაჩვევს. იზრუნეს ტესტები ახალი გამოწვევა და გამოცდილებაა ჩემთვის, რაც მაძლევს საშუალებას, რომ საკუთარი ძალები გამოვცადო და მეტად თავდაჯერებული გავხდე. საინტერესო სიახლე იყო ტესტებში ზოგადი უნარების საკითხების ხილვა, რაც გონების გავარჯიშებასა და ეროვნული გამოცდებისთვის მზაობაში დამეხმარება. ნამდვილად არ ველოდი ასეთ შედეგს და მინდა გითხრათ, რომ ახლა უფრო დიდი მოტივაციით გავაგრძელებ სწავლას. თანატოლებს ვურჩევ, რომ ფეხი აუწყონ Izrune.ge-ს ინოვაციებს და ჩემთან ერთად გაიზიარონ წარმატება.“

 

თათიას დედა, მადონა ჩხიკვაძე მოხარულია შვილის შედეგებით და განათლებული ახალგაზრდობისა და Izrune.ge-ს დიდი გულშემატკივარია:

 

„განათლებული თაობა ქმნის თითოეული ოჯახისა და ქვეყნის ბედნიერ მომავალს. ყოველთვის განსაკუთრებულად ვზრუნავდი თათიას შემეცნებაზე და მახარებს, რომ კარგი შედეგები აქვს. Izrune.ge-სთან ერთად ჩემი შვილი თავს უყრის მიღებულ ცოდნას, ყოველ ხუთშაბათსა და თვის ბოლო კვირა დღეს აფასებს საკუთარ შესაძლებლობებს და სწავლას საჭირო მიმართულებით აძლიერებს. საინტერესო ტესტები ერთგვარი სამზადისია, რომ ახალგაზრდებმა ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარონ.“


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

შეზღუდვა მასწავლებლებისთვის - მხოლოდ 1 საგნის გამოცდაზე დარეგისტრირებას ეს პედაგოგები შეძლებენ

ეროვნული სასწავლო გეგმით, სკოლებში სავალდებულო საგანი დაემატა - მინისტრის ბრძანება ძალაშია

პიროვნება

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

სკოლები

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„ჩემთვის, როგორც სკოლის დირექტორისთვის, მნიშვნელოვანია, თითოეულ მასწავლებელს ჰქონდეს განვითარების სურვილი“ - ჯუმბერ ხოზრევანიძე

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„ძვირფასო სტუდენტებო, გისურვებთ, რომ თქვენი არჩეული გზები ნათელი, სტაბილური და დანაკარგის გარეშე ყოფილიყოს

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება