სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

მუსხის საჯარო სკოლის მოსწავლეები სამეწარმეო უნარ-ჩვევების შესახებ ტრენინგს დაესწრნენ
26-03-2019
-
+


ახალციხის მუნიციპალიტეტის მუსხის საჯარო სკოლაში კლუბური მუშაობის ფარგლებში ჩატარდა ჯუნიორ ეჩივმენტის სასწავლო პროგრამა „იყავი მეწარმე“-ს 7 მოდული და „აგროკოოპერაცია და მეწარმეობა“ -ს 10 მოდული.

სკოლაში ჩატარებული ტრენინგების შესახებ პედაგოგმა, ლალი ცუხიშვილმა ანგარიში მოამზადა. 

აღნიშნული მოდულების დასრულების შემდეგ მოსწავლეებს გადაეცათ სერტიფიკატები.  

პროგრამა „იყავი მეწარმე“ ქართულად მომზადდა USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით,  პროექტის „ახალგაზრდების სამეწარმეო უნარ-შესაძლებლობების, დასაქმებისა და შემოსავლების გენერირების მხარდაჭერის პროგრამა საქართველოში“ ფარგლებში. პროექტს ახორციელებს ფონდი „კრისტალი“, ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველოსთან მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრისტალთან“ თანამშრომლობით. 

ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველოს პროგრამა მიზანად ისახავს ეკონომიკური, სოციალური, კრიტიკული აზროვნების გადაწყვეტილების მიღების, პრობლემის მოგვარების, ლიდერობისა და დაგეგმის უნარ-ჩვევების განვითარებას სკოლის მოსწავლეებს შორის, რომელიც საფუძველს უქმნის სამეწარმეო უნარ-ჩვევების განვითარებას და მოამზადებს ახალგაზრდებს ეკონომიკის სფეროში წარმატების მისაღწევად. 

„მე, როგორც პედაგოგი მოხარული ვარ, რომ მქონდა უფლება ჯუნიორის მხარდაჭერით ჩამეტარებინა აღნიშნული ტრენინგები მუსხის საჯარო სკოლაში და ხელი შემეწყო მოსწავლეების სამეწარმეო ინიციატივებისათვის, მეწარმისათვის საჭირო უნარ-ჩვევებისა და ბიზნეს-გეგმის ძირითადი კომპონენტების შესწავლასა და გააზრებაში“ - აღნიშნა სკოლის პედაგოგმა, ლალი ცუხიშვილმა. 

იხილეთ ფოტოები 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებელთა ბოლო გამოცდის შესახებ NAEC ინფორმაციას ავრცელებს

ბაღების სია, რომელთა მონიტორინგიც ერთი წლით გადავადდა

პიჯაკი 45 ლარი, შარვლი და ქვედაბოლოები 25-25 ლარი ეღირება - სასკოლო ფორმების ფასი ცნობილია

პიროვნება

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

კისისხევის საჯარო სკოლა მომავალ თაობას ხარისხიან და სიღმისეულ განათლებას სთავაზობს

პედაგოგებმა დიდი სიყვარულით მიიღეს პატარები

მოსწავლეებმა მუზეუმების საერთაშორისო დღე შემეცნებითი ექსკურსიით აღნიშნეს

 

 

 

პირველკლასელებისთვის 2025-2026 სასწავლო წელი მეტად ნაყოფიერად წარიმართა

ლაფანყურის სალოტბარო სკოლის ფოლკლორულმა ანსამბლმა „ფერხისამ“ 25 ივნისს, სოფელ იყალთოს კულტურის სახლში სოლო კონცერტი გამართა

 

 

 

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება