სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ახალსოფლის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბმა დევნილთა დასახლებაში ,,მეგობრობის სკვერი“ მოაწყო
26-03-2019
-
+


ქარელის მუნიციპალიტეტის, ახალსოფლის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბმა ,,ტოლერანტმა“ მცირე გრანტის პროექტის ფარგლებში, ახალსოფელში დევნილთა დასახლებაში ,,მეგობრობის სკვერის“ მოაწყო.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, აღნიშნული პროექტის მიზანი გახლდათ დევნილი და ადგილობრივი მოსახლეობის ინტეგრირება.

„ამავე დროს, სკვერის მოწყობის იდეა გამომდინარეობდა იქიდანაც რომ დევნილთა დასახლებაში ძალიან მწირი მცენარეული საფარია, კლუბის წევრებმა გადაწყვიტეს რომ ნარგავებით ოდნავ მაინც შეეცვალათ არსებული ბუნებრივი გარემო. ხაშურის სატყეო სამსახურმა კლუბის წევრებს ნარგავები უსასყიდლოდ გადასცა. რაც მიგვაჩნია რომ საკმაოდ მნიშვნელოვანი დახმარება იყო ჩვენთვის ამ კეთილ საქმეში. მუშაობის პროცესი საინტერესოდ და კეთილგანწყობილ გარემოში მიმდინარეობდა, მაღალი ინტერესით იყვნენ ჩართული როგორც დევნილი, ასევე ადგილობრივი მოსწავლეები, დახმარება გაგვიწიეს როგორც მშობლებმა, ასევე ჩვეულებრივმა მოქალაქეებმაც. მნიშვნელოვანი დახმარება გაგვიწია საზოგადოება ,,ბილიკმა“, მოგვაწოდეს საჭირო საღებავები, მუდმივად ვგრძნობდით და ვგრძნობთ მათ მხარდაჭერას ყველა საინტერესო წამოწყებაში. ამ პროექტმა ნათლად გამოაჩინა პროექტის თავდაპირველი მიზანი, მისი მიმდინარეობისას კარგად გამოიკვეთა შეცვლილი დამოკიდებულება ადგილობრივ და დევნილ მოსახლეობას შორის, გაჩნდა ერთიანობის განცდა მიზნისკენ მიმავალ გზაზე, მოხდა მეტი დაახლოება, გაერთიანება და კეთილგანწყობის მომატება.

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი რომ პროექტის ინიციატორები, სულისჩამდგმელები და განმახორციელებელი არიან ახალგაზრდები, ქვეყნის და საზოგადოების მომავალი თაობა, მიგვაჩნია რომ მათი თანადგომის ძალა, სიკეთის კეთების უნარი, სამოქალაქო აქტივობები და პრობლემის დანახვის და მოგვარების სურვილი კეთილად წაადგება მსოფლიოს და გაზრდის სამოქალაქო ცნობიერების დონეს, მიგვაჩნია რომ თითოეული წარმატებული პროექტი საწყისი იქნება კიდევ უფრო დიდი და სასარგებლო საქმეების, კიდევ მეტი სიხარულის და უფრო მეტი ახალგაზრდის ჩართვის სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების ფერხულში“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები 23 სექტემბერს გამოქვეყნდება - NAEC ინფორმაციას ავრცელებს 

განახლდება თუ არა სააღმზრდელო პროცესი ორშაბათიდან იმ ბაღებში, რომლებშიც ბავშვები მოიწამლნენ

მოსწავლესთან ერთად საგანმანათლებლო პროცესიც შეფასდება - მინისტრის ბრძანება 

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება