სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სამასწავლებლო

„აბიტურიენტმა ისტორია და მათემატიკა უნდა იცოდეს იმ დონეზე, რომ გამოცდა ჩააბაროს“ - დირექტორების მოსაზრებები
23-02-2019
-
+


2020 წლიდან ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ზოგადი უნარების გამოცდა სავალდებულო აღარ იქნება. ყველა აბიტურიენტისათვის მისაღები გამოცდები სამ სავალდებულო საგანში ჩატარდება.

კერძოდ კი სავალდებულო იქნება ქართული ენისა და ლიტერატურის და უცხო ენის გამოცდები, მესამე სავალდებულო საგანი კი განისაზღვრება უმაღლესი სასწავლებლის პროგრამების მიხედვით: მათემატიკა - ტექნიკური მიმართულებების შემთხვევაში, ისტორია - ჰუმანიტარული მიმართულების შემთხვევაში. უნივერსიტეტებს უფლება ექნებათ, დაამატონ პროგრამის რელევანტური არჩევითი გამოცდა ზოგადი უნარების გამოცდის ჩათვლით.

etaloni.ge დაინტერესდა რას ფიქრობენ სკოლის დირექტორები აღნიშნულ საკითხზე:

აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ქუთაისის N1 საჯარო სკოლის დირექტორი სალომე სარალიძე:

„მე-12 კლასელებისთვის მათემატიკა და ისტორია ისედაც სავალდებულო საგნებია. არავისთვის არაა უცნობი, რომ ორივე საგანი ინტელექტის დონეს ავითარებს და ამიტომ მათი ჩაბარება ნამდვილად კარგი არჩევანია. თან თუ გავითვალისწინებთ, რომ ისედაც ყველამ უნდა იცოდეს საკუთარი ქვეყნის ისტორია, ხოლო ტექნიკურ მიმართულებებზე კი მათემატიკა აუცილებლად დასჭირდება სტუდენტს. რა თქმა უნდა, უნივერსიტეტებიც მიანიჭებენ გარკვეულ საგანს პრიორიტეტს მიმართულებების შესაბამისად“.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორის N3 საჯარო სკოლის დირექტორი ცისმარი სპანდერაშვილი: 

„რეალურად, ამ ცვლილებებში ცუდი არაფერია, თუმცა, მხოლოდ ეს ორი საგანი არ უნდა იყოს სავალდებულო. უნივერსიტეტებმა აირჩიონ დამატებით ის საგნები, რომლებიც ამა თუ იმ პროფესიას მიესადაგება. მაგალითად, სამედიცინოს სტუდენტი არა მხოლოდ მათემატიკას, არამედ ქიმიასა და ბიოლოგიასაც უნდა აბარებდეს. სხვა, ამ რეფორმის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს“.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინიგორის საჯარო სკოლის დირექტორი თებრონე სულაძე:

„ზოგადად, ეს რეფორმები მომწონს და ვემხრობი. რაც შეეხება, ისტორიას და მათემატიკას, ვფიქრობ, რომ აბიტურიენტმა უნდა იცოდეს ეს საგნები იმ დონეზე, რომ გამოცდა ჩააბაროს. მით უმეტეს ისტორია, რადგან ჩემი აზრით, ყველა ქართველმა უნდა იცოდეს საკუთარი ქვეყნის ისტორია“.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაფარცხმის საჯარო სკოლის დირექტორი გულიკო უჯმაჯურიძე:

„დადებითად ვაფასებ ამ ცვლილებებს, განსაკუთრებით კი, უნარების გამოცდის გაუქმებას. ამ გამოცდის გაუქმებით ძირითადი საგნები წამოიწევენ წინ და იქ ისედაც იყო ჩადებული სააზროვნო და უნარების გამოსავლენი საკითხები. რაც შეეხება, მათემატიკასა და ისტორიას, ძალიან კარგია, რომ ამ საგნებს ექცევა ყურადღება და აბიტურიენტებს მათი ჩაბარება მოუწევთ“.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სათემოს საჯარო სკოლის დირექტორი მანელი წეველიძე:

„ერთი მხრივ, გამოცდების ამ ფორმით ჩაბარება მისაღები და მიზანშეწონილია, მაგრამ მეორე მხრივ, ვფიქრობ, რომ ჰუმანიტარულ მიმართულებაზე სხვა საგნების ჩაბარებაც შეიძლებოდა, თუნდაც გეოგრაფიის ან ლიტერატურის. ვგულისხმობ იმ საგნებს, რასაც საზოგადოებრივი მეცნიერებები მოიცავს. რაც შეეხება მათემატიკას, ამ შემთხვევაში განსხვავებული აზრი არ გამაჩნია. ზოგადად კი, უნარების გამოცდის გაუქმებას ვემხრობი, რადგან უნარ-ჩვევების ელემენტებს დანარჩენი გამოცდებიც შეიცავდა და მოსწავლე მაინც ავლენდა თავის ცოდნას ამ მიმართულებით“. 

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკისციხის საჯარო სკოლის დირექტორი ციალა მახარაძე:

„ვფიქრობ, რომ საკმაოდ კარგი გადაწყვეტილებაა. ის აბიტურიენტი, ვინც ტექნიკური მიმართულებით მიდის, უნდა ფლობდეს მათემატიკურ უნარ-ჩვევებს, რადგან მას ეს აუცილებლად დასჭირდება. იმავეს ვიტყვი ისტორიასა და ჰუმანიტარულ მიმართულებაზეც. ზოგადად, ორი საგანი არასდროს განიხილებოდა ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, რადგან მათ შორის ყოველთვის არსებობს რაღაც კავშირი, ამიტომ აბიტურიენტებმა უნდა ჩააბარონ ისტორიაც და მათემატიკაც“.

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სპეთის საჯარო სკოლის დირექტორი ბონდო ხვედელიძე:

„მოსწავლეს ძირითადი ცოდნა უნდა მისცეს სკოლამ, ის ყველაფერი, რაც ეროვნული სასწავლო გეგმით არის გათვალისწინებული. შემდეგ ეს ცოდნა უნდა დადასტურდეს გამოცდებით. მოსწავლის განვითარება შეიძლება სხვა აქტივობებითაც, ერთ-ერთი მათგანია პროექტი „ეტალონი“ და აქვე მინდა გავაჟღერო ჩემი იდეაც. კარგი იქნება, თუ „ეტალონი“ ყოველთვიურად გამოგვიგზავნის ტესტებს, რომლებიც ჩვენ მოსწავლეების ცოდნის შეფასებაში დაგვეხმარება. ეს იდეალურად ჩაანაცვლებდა გამოცდებს. რაც შეეხება, მათემატიკას და ისტორიას, აბიტურიენტებმა ეს გამოცდები აუცილებლად უნდა ჩააბარონ“.

იოსებ ოცხელის სახელობის ქალაქ ქუთაისის N2 საჯარო სკოლის დირექტორი მურად ჯიშკარიანი:

„რა თქმა უნდა, უნარები ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია პიროვნების ჩამოყალიბებაში, მაგრამ აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ზოგადი უნარები, როგორც საგანი სკოლაში არ ისწავლებოდა. ამიტომ ვფიქრობ, რომ ამ საგანს აბიტურიენტები არ უნდა აბარებდნენ და ამ გამოცდის მოხსნას მივესალმები. ამ აზრს ცალსახად ვაფიქსირებ - იმ საგანს, რასაც მოსწავლეები არ სწავლობენ სკოლაში, გამოცდის სახით არ უნდა აბარებდნენ. რა თქმა უნდა, დადგა საკითხი, რომ რაღაცით უნდა ჩანაცვლებულიყო ეს გამოცდა და ვფიქრობ, რომ ამ მოცემულ მომენტში ისტორიისა და მათემატიკის ჩაბარება ოპტიმალური გამოსავალია. აბიტურიენტმა, რომელსაც აქვს პრეტენზია ჩააბაროს ტექნიკურ მიმართულებაზე, უნდა ჩააბაროს მათემატიკა და იმას, ვისაც სურს ჰუმანიტარულ მეცნიერებებზე სწავლა, აუცილებლად უნდა იცოდეს ისტორია“.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მერეთის საჯარო სკოლის დირექტორი თეა ხაბალაევი:

„მე ვფიქრობ, რომ ზოგადად უნივერსიტეტმა უნდა გადაწყვიტოს, რა საგნებს ჩააბარებენ აბიტურიენტები ამა თუ იმ მიმართულების მიხედვით. ამ ეტაპზე მხოლოდ ამის თქმა შემიძლია, რადგან არ ვიცით კიდევ რა რეფორმები და სიახლეები განხორციელდება ამ მიმართულებით. არსებული მოდელი კი, ვფიქრობ, აბიტურიენტის უფლებებს ნაწილობრივ არღვევს“.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე გამოყენებული ტესტები ცნობილია

შეზღუდვა პროგრამების არჩევისას - ცვლილებები სტუდენთა მობილობის წესში

„პირდაპირ პასუხები იყო მოცემული“... - ინგლისურის გამოცდის პირველი სესიის საკითხებზე აბიტურიენტები საუბრობენ

ვის აქვს რეგისტრაციის გავლის უფლება პირველ ეტაპზე 

დაიგვიანა 4-მა აბიტურიენტმა -  დღეს აპლიკანტები ინგლისური ენის გამოცდას აბარებენ

პიროვნება

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

პედაგოგი გადავიდა პროექტის ფინალურ ეტაპზე და მონაწილეობა მიიღო ყვარელში გამართულ ხუთდღიან საგანმანათლებლო ბანაკში

მოსწავლეებმა დაათვალიერეს დიდი საბავშვო მწერლის, იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმი

მოსწავლეებმა მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამა წარმოადგინეს

საშუალო საფეხურის მოსწავლეებმა 9 აპრილის შესახებ მოიძიეს ინფორმაცია და სასკოლო საზოგადოებას საპრეზენტაციო მასალით გააცნეს ამ დღის შინაარსობრივი დატვირთვა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება