სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მანდატურის სამსახურის, კერძო და საჯარო სკოლების ვალდებულებები კანონით განისაზღვრა
04-02-2019
-
+


განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანებით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისა და პირობების წესი  დამტკიცდა.

ბრძანების მიხედვით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურისა და სკოლის ვალდებულებები განისაზღვრა.

მანდატურის სამსახური ვალდებულია:

2019 წლის 31 დეკემბრამდე უზრუნველყოს - ელექტრონული საინფორმაციო ბაზის შესაბამისობაში მოყვანა, ფსიქოლოგიური დახმარების სისტემის ამოქმედების მიზნით ინტერნეტპორტალის –  befriend.mes.gov.ge - ის მოდიფიცირება;

2019 წლის 15 სექტემბრამდე უზრუნველყოს - უფლებამოსილი პირების აღჭურვა მეტალოდეტექტორებით;

2022 წლის 31 დეკემბრამდე შექმნას და დანერგოს: ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის შეფასების მიზნით შესაბამისი ელექტრონული პროგრამა; სკოლაში ძალადობის რისკების შეფასების მიზნით შესაბამისი მექანიზმები; ფსიქოლოგთან კონსულტაციის მობილური სატელეფონო აპლიკაცია; საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის/უფლებამოსილი პირის მიერ ყოველდღიურ რეჟიმში სკოლაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის შეფასების ელექტრონული პროგრამა.

სკოლა ვალდებულია:

ა) ამ ბრძანების ამოქმედებიდან არაუმეტეს 1 თვის ვადაში შექმნას სკოლის უსაფრთხოების მრჩეველთა საბჭო;

ბ) ამ ბრძანების ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში განახორციელოს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის/უფლბამოსილი პირის საინფორმაციო უზრუნველყოფა;

გ) 2018-2019 სასწავლო წელს ამ ბრძანების პირველი მუხლით გათვალისწინებული წესის მე-4-მე-6 მუხლებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება უზრუნველყოს ამ ბრძანების ამოქმედებიდან არაუმეტეს 2 თვის ვადაში;

დ) ამ ბრძანების ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში უზრუნველყოს შინაგანაწესის ამ ბრძანების პირველი მუხლით გათვალისწინებულ წესთან შესაბამისობაში მოყვანა და ინფორმაციის საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოსათვისრესურსცენტრისათვის წარდგენა.

უფლებამოსილი პირების მეტალოდეტექტროებით აღჭურვამდე, უფლებამოსილი პირს არ აქვს უფლება განახორციელოს უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერება.

აღსანიშნავია, რომ მანდატურის სამსახურის მიერ  ელექტრონული საინფორმაციო ბაზის შესაბამისობაში მოყვანამდე უფლებამოსილი პირები გათავისუფლებულები არიან ელექტრონული საინფორმაციო ბაზის წარმოების ვალდებულებისგან;

ამასთან, სკოლებში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის შეფასების მიზნით შესაბამისი ელექტრონული პროგრამისა და სკოლაში ძალადობის რისკების შეფასების ელექტრონული პროგრამის დანერგვამდე, სკოლები გათავისუფლებულები არიან შესაბამისი ვალდებულებების განხორციელებისგან;

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის/უფლებამოსილი პირის მიერ ყოველდღიურ რეჟიმში სკოლაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის შეფასების ელექტრონული პროგრამის შექმნამდე საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატური/უფლებამოსილი პირი გათავისუფლებულები არიან შესაბამისი ვალდებულებისგან.

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესი და პირობები (შემდგომში – წესი) ადგენს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (შემდგომში – სკოლა) ტერიტორიაზე, სასკოლო დროს უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით განსახორციელებელ პრევენციულ ღონისძიებებსა და უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის დროს განსახორციელებელ ღონისძიებებს.

ამ წესის მიზანია:

ა) ბავშვთა უფლებების დაცვა და ბავშვთა საუკეთესო ინტერესების გათვალისწინება;

ბ) სკოლის ტერიტორიაზე სასკოლო დროს უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით პრევენციული ღონისძიებების განხორციელება;

გ) სკოლის ტერიტორიაზე სასკოლო დროს უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევაზე ეფექტური რეაგირება;

დ) ფიზიკურად, ფსიქოლოგიურად და ემოციურად უსაფრთხო სასკოლო გარემოს უზრუნველყოფა;

ე) მანდატურის, მანდატურის სამსახურისა და სკოლის სტრუქტურული ერთეულების კოორდინირებული მოქმედების ხელშეწყობა.

ამ წესის მოქმედება ვრცელდება საჯარო სკოლაზე; ხოლო კერძო სკოლა ვალდებულია იხელმძღვანელოს ამ წესით და დაიცვას იგი ან საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან შეთანხმებით შეიმუშაოს შესაბამისი წესი, რომელიც უზრუნველყოფს ამ წესით განსაზღვრული პრინციპების სრულად დაცვასა და ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მიზნების მიღწევას.

ბრძანების სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

1-ელ ოქტომბრამდე მოსწავლის მობილობა დაუშვებელია - მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც სკოლის შეცვლისას უნდა იცოდეთ

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„მასწავლებელი არის გზამკვლევი, რომლის ქცევას, ვიზუალს, ღიმილსა და განწყობას მოსწავლე პირველივე წამიდან ითვისებს“...

„განსაკუთრებით საამაყოა, რომ ამ საერთაშორისო შეფასების ნაწილი ქალაქ თბილისის N117 საჯარო სკოლაც იყო“
 

სკოლამ მომავალ პირველკლასელებსა და მათ მშობლებს უმასპინძლა

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება