სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რა მოხდა თბილისის N61 საჯარო სკოლაში - დირექტორი მოსწავლეების დაპირისპირებაზე განმარტებას აკეთებს
04-02-2019
-
+


თბილისის N61 სკოლასთან საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარების მანქანებია მობილიზებული.

როგორც სკოლის დირექტორმა, შორენა ღუდუშაურმა etaloni.ge-ს განუცხადა, დაპირისპირება მე-11 კლასელებს შორის  მოხდა, აღნიშნულის შედეგად კი არავინ დაშავებულა.

მისივე თქმით, სკოლაში პოლიცია მანდატურმა გამოიძახა.

„არაფერია საგანგაშო. რატომღაც არასწორი ინფორმაციები გავრცელდა, თითქოს მოსწავლე კლინიკაში გადაიყვანეს. ერთ-ერთმა მოსწავლემ რაღაც ხუმრობა ვერ გაიგო და დაპირისპირება მოხდა. პატარაზე გაკაწრული აქვს, სათვალეს ატარებს ერთ-ერთი ბიჭი. ეტყობა დაარტყა და სათვალისგან გაეკაწრა, სათვალეც არ არის დამტვრეული, სასწრაფოს დამუშავებაც არ მოუხდენია იმდენად არაფერი არ აქვს“, - გვითხრა შორენა ღუდუშაურმა.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი იმედოვნებს, რომ მსგავსი ინციდენტი აღარ განმეორდება.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მანდატურის სამსახურმა სწრაფი რეაგირება მოახდინა.

მოგეხსენებათ ინციდენტის წარმოქმნისთანავე ჩვენი მანდატურის სამსახური პირველივე წუთიდან იყო ჩართული ამ პროცესში. გამოიძახეს სამართალდამცავები, მშობლები და შესაბამისი უფლებამოსილი სტრუქტურები. ინციდენტი, როგორც ვიცი, აღმოფხვრილია. ახლა მნიშვნელოვანია მუშაობა გააგრძელოს მანდატურმა. ჩაერთვება ფსიქოლოგიის სამსახურიც, თუმცა, რაც მთავარია რეაგირება მოხდა სწრაფად და იმედი მაქვს, ინციდენტი სწრაფად ამოიწურება და აღარ განმეორდება“,-განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სკოლაში მომხდარ ინციდენტზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

თუ მაშინ არა, ახლა ჩაირიცხებით (?!) - 7000-ზე მეტი ვაკანტური ადგილი 1800-მდე აბიტურიენტისთვის „იბრძოლებს“

მასშტაბური შემოწმებები საბავშვო ბაღებში - პერსონალის მზადყოფნა და სამზარეულოები 2 ათასამდე სააღმზრდელო დაწესებულებაში გაკონტროლდება

„ავტორი ვარ! არ იცით, როგორი ეროვნული მუხტია ისტორიის სახელმძღვანელოებში“

პიროვნება

დირექტორის შეფასებით, მიღწეული შედეგები სკოლის პედაგოგებისა და მოსწავლეების ერთობლივი, მიზანმიმართული შრომის შედეგია

სკოლები
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება