TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

„გაუღეთ კარი „ეტალონს“ და თქვენ ყოველთვის იქნებით პირველები“- ზუგდიდმა ქალაქის ეტალონი მოსწავლე გამოავლინა
04-12-2018
-
+


„ეტალონის“ მორიგი ინტელექტ-ჩემპიონატი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში გაიმართა, სადაც „ქალაქ ზუგდიდის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა.

ღონისძიებას, რომელიც ზუგდიდის N1 საჯარო სკოლაში გაიმართა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, ძეგლთა დაცვის, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი კობა ჯიქია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, ძეგლთა დაცვის, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსის მოადგილე ზამირა ღადუა, მერიის განათლების განყოფილების უფროსი ბესო არახამია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, ძეგლთა დაცვის, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის განათლების განყოფილების უფროსი სპეციალისტი გიგლა სულამანიძე, საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი კახა ფარცვანია, სკოლის დირექტორები, მასწავლებლები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ. 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, ძეგლთა დაცვის, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსის მოადგილემ, ზამირა ღადუამ etaloni.ge-სთან საუბრისას ჩემპიონატის მრავალფეროვნებაზე გაამახვილა ყურადღება და გამოთქვა იმედი, რომ პროექტი ძალიან მალე დაუბრუნდება სატელევიზიო სივრცეს.

„ძალიან კარგი დღე გვქონდა დღეს ზუგდიდში, რომელიც საინტერესოდ და ხალისიანად წარიმართა. „ეტალონი“ მოსწავლეების საყვარელი კონკურსია. აღსანიშნავია, რომ კითხვები, რომლებიც ჩემპიონატზე იყო დასმული, არის მრავალფეროვანი და საინტერესოდ შედგენილი. ეს არის პროექტი, რომლისთვისაც აუცილებლად უნდა გამოიყოს დრო საეთერო ბადეში“.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, ძეგლთა დაცვის, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის განათლების განყოფილების უფროსი სპეციალისტის, გიგლა სულამანიძის თქმით, „ეტალონი“ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ძალაა.

„ეს არის შესანიშნავი პროექტი, რომელიც დღითიდღე იზრდება და ძლიერდება. ეს არის უმნიშვნელოვანესი ძალა ჩვენი ქვეყნისთვის. ძალიან მიხარია, რომ ყოველწლიურად იზრდება მონაწილეობის მსურველთა რიცხვი, რადგან ეს პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ მოსწავლეებში, ჩვენს მომავალ თაობაში იზრდება ინტერესი სწავლის, განათლების მიმართ. ქვეყნის სიძლიერე სწორედ მომავალი თაობის განათლებაში მდგომარეობს. ძალიან დიდ მადლობას ვუხდი „ეტალონს“, იმისთვის, რომ ამდენი წელია სწორედ ამ საქმეს ემსახურება. და კიდევ უფრო მეტ წარმატებას ვუსურვებ მას“.

ზუგდიდის N1 საჯარო სკოლის დირექტორმა, ნინო გოგინავამ პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ეტალონი“ დიდწილად უწყობს ხელს სწავლის ხარისხის გაუმჯობესებას.

„ეს არაჩვეულებრივი პროექტია, იმისთვის, რომ ყველა მოსწავლემ თავისი შესაძლებლობები გამოავლინოს - ოპტიმისტურად იყოს განწყობილი მომავლისთვის, სჯეროდეს საკუთარი თავის და შექმნას ძლიერი მომავალი. წელს ძალიან ბევრმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა „ეტალონში“, საიდანაც 11 გავიდა ჩემპიონატის მეორე ტურში. როგორც ხედავთ ძალიან დიდია მზაობა მათი მხრიდან. ზუგდიდის N1 საჯარო სკოლა არის სკოლა, რომელიც სრულად ადევნებს თვალს ამ პროცესებს და ყოველთვის არის მზად იყოს პირველი. მინდა, როგორც გამარჯვებული სკოლის დირექტორმა, ყველას მივცე ერთგვარი რჩევა - გაუღეთ კარი „ეტალონს“ და თქვენ ყოველთვის იქნებით პირველები“.

ქალაქ ზუგდიდის „ეტალონი მოსწავლის“ სტატუსის მოპოვება ზუგდიდის N1 საჯარო სკოლის მოსწავლემ, ალექსანდრე მესხიამ შეძლო. მან აღნიშნა, რომ ჩემპიონატში წელს მეორედ მიიღო მონაწილეობა და დიდი მონდომების შემდეგ შეძლო სასურველი შედეგისთვის მიეღწია.

„ძალიან გახარებული ვარ. წელს მეორედ მივიღე მონაწილეობა ჩემპიონატში და ძალიან მიხარია, რომ წლევანდელი ჩემპიონატი ამდენად წარმატებული აღმოჩნდა ჩემთვის“.

„ქალაქ ზუგდიდის ეტალონი მოსწავლე“ ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას. 

„ეტალონი“ 2018-2019 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და „ეტალონ მოსწავლეებს“ ადგილზევე გამოავლენს.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები
გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით -„მხიარული შემოდგომა“
 
„30 პატარის მიერ დარგული 30 ნერგი - იქნება საწყისი ბუნების სიყვარულისა, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური წიგნიერებისა“
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება