სიახლეები
ეტალონი

„ეტალონი“ მოსწავლეებს თავისუფალ აზროვნებას ასწავლის“ - ზუგდიდში 2018-19 სასწავლო წლის პირველი შესარჩევი ეტაპი ჩატარდა
31-10-2018
-
+


საქართველოს საჯარო სკოლებში ყველაზე მასშტაბური საგანმანათლებლო პროექტის, ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ I ეტაპი-ტესტირებები მიმდინარეობს, სადაც მოსწავლეები „ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის დასაუფლებლად საკუთარი ცოდნის გამომჟღავნებასა და დამტკიცებას ცდილობენ.

30 ოქტომბერს I ეტაპის ტესტირება ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ჩატარდა. II ეტაპი კი უკვე 4 დეკემბერს გაიმართება. სამზადისში საგანმანათლებლო სექტორთან ერთად ადგილობრივი ხელისუფლებაცაა ჩართული. 

Etaloni.ge  ღონისძიებების შესაფასებლად კონკურსში ჩართულ პირებს დაუკავშირდა, რომელთაც „ეტალონის“ I ეტაპის შესახებ დამატებითი ინფორმაცია მოგვაწოდეს.


ზუგდიდის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის წარმომადგენელი მამუკა ბულია:

ტესტირება 51 საჯარო და 3 კერძო სკოლაში ჩატარდა. მრავალმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. ისინი მოტივირებულნი გახლდნენ. ყველა მათგანს მეორე ტურში გადასვლას ვუსურვებთ და აღნიშნულისთვის შესაბამისადაც ვემზადებით. „ეტალონი“ მოსწავლეებს მეტ ინტელექტს, გამოცდილებასა და მიზანდასახულობას აძლევს.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, მერიის წარმომადგენელი ზამირა ღადუა:

ტესტირება ყველა სკოლაში ორგანიზებულად მიმდინარეობდა. მოსწავლეები პროცესში მაქსიმალურად იყვნენ ჩართულნი. ორგანიზატორებს ყველაფერი ძალიან კარგად ჰქონდათ გათვლილი, მათ შორის - კითხვები. მეორე ტურისთვის სრულ მზადყოფნას ვაცხადებთ. ძალიან კარგი პროექტია, რომელიც ყველას მოსწონს და უყვარს. წარმატებას გისურვებთ.

ზუგდიდის N7 საჯარო სკოლა, დირექტორი ნათელა ხორგუანი:

ტესტირებამ არაჩვეულებრივად ჩაირა. მეორე ტურში მოსწავლეებს აქტიურად ვუგულშემატკივრებთ. ჩვენ წინა წლის გამარჯვებული „ეტალონი“ მოსწავლე გვყავს, რომელმაც სხვა მოსწავლეების მოტივირებაში დიდი როლი ითამაშა. ეს პროექტი მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებასა და ცოდნის ხარისხის გაუმჯობესებას ემსახურება.

ზუგდიდის N7 საჯარო სკოლა, „ეტალონის“ პედაგოგი ეკატერინე არახამია:

მოსწავლეებმა როგორც კი გაიგეს, რომ „ეტალონი“ ჩატარდებოდა, უმრავლესობამ მონაწილეობის სურვილი გამოთქვა. ტესტირებას სულ 37 მოსწავლე დაესწრო. ისინი პროცესით კმაყოფილები არიან და რა თქმა უნდა, გამარჯვება სურთ. ასევე, აღნიშნავენ, რომ მომავალ წელსაც სიამოვნებით ჩაერთვებიან ისევ. მეორე ტურისთვის მოწაფეებს პედაგოგები ამზადებენ. თავად პროექტი „ეტალონი“ ინტელექტის ჩამოყალიბებას ემსახურება.

ორსანტიის საჯარო სკოლა, დირექტორი ელისო ჩიკვატია:

მოსწავლეებს ტესტირებასთან დაკავშირებით პოზიტიური განწყობა ჰქონდათ. კარგი ქულებიც დაიწერა. მეორე ტურისთვის ვემზადებით და მონაწილეების მოტივაცია და ჩართულობა მაღალია. ამ ინტელექტ-ჩემპიონატით ბავშვები მეტ ინფორმაციას იღებენ და ცოდნას იღრმავებენ.

ორსანტიის საჯარო სკოლა, „ეტალონის“ პედაგოგი რუსუდან ლაცუზბაია:

ტესტირებამ მშვიდ გარემოში ჩაიარა. სულ 22 მოსწავლე იყო ჩართული. მაღალი ქულებიც დაიწერა. მეორე ტურისთვის მონაწილეები მასწავლებლებთან ერთად ემზადებიან. ეს პროექტი არაჩვეულებრივია, რადგან მოწაფეებს თავისუფალ აზროვნებას ასწავლის და ზოგად განათლებას აძლევს.

ჭკადუაშის საჯარო სკოლა, დირექტორი ნანა კვარაცხელია:

მოსწავლეები „ეტალონით“ ძალიან დაინტერესებულნი არიან. მათ, რა თქმა უნდა, გამარჯვება სურთ. მეორე ტურისთვის მოწაფეებს პედაგოგები ამზადებენ. თავად პროექტი „ეტალონი“ მოსწავლეებს ცოდნას უღრმავებს და გამარჯვების სურვილს უძლიერებს.


ჭკადუაშის საჯარო სკოლა, „ეტალონის“ პედაგოგი ნანი ყორშია:

მცირეკონტიგენტიანია სკოლა ვართ და ტესტირებას მე-8-დან მე-11 კლასის ჩათვლით 11 მოსწავლე დაესწრო. მათ გამარჯვების მოლოდინი და მოტივაციაც აქვთ. პროექტი ძალიან კარგი და შემეცნებითია, მოსწავლეებს საჭირო უნარების გამომუშავებაში ეხმარება. მეორე ტურში მონაწილეებს აქტიურად ვუგულშემატკივრებთ.

ოდიშის N1 საჯარო სკოლა, დირექტორი ეკატერინე ჯინჯოლია:


ტესტირებამ ობიექტურად ჩაიარა. მოსწვალეებს დადებითი განწყობა ჰქონდათ და საკმაოდ აქტიურებიც იყვნენ. სულ 20 ბავშვი დაესწრო. საკმაოდ კარგი ქულებიც დაიწერა. მეორე ტურისთვის მონაწილეებს აუცილებლად ვუგულშემატკივრებთ. ეს პროექტი ძალიან მოგვწონს, რადგან მოსწავლეების ინტელექტსა და ცნობიერების ამაღლებაზე კარგად მოქმედებს. აღსანიშნავია, რომ ჩვენ Izrune.ge-შიც ვართ ჩართულნი და აღნიშნული პროექტიც ძალიან სასარგებლოა.

ოდიშის N1 საჯარო სკოლა,  „ეტალონის“ პედაგოგი გურანდა ნარმანია:

ტესტირებამ მშვენივრად ჩაიარა. მოსწავლეებს ამაღლებული განწყობა, მოტივაცია და  გამარჯვების სურვილი აქვთ. მეორე ტურისთვის აქტიურად ვემზადებით - მოსწავლეები მეცადინეობენ. „ეტალონი“ ნამდვილად კარგი პროექტია, რომელიც ბავშვებს ძალიან მოსწონთ.

ჭითაწყარის საჯარო სკოლა, დირექტორი მანანა ვართაგავა:

ტესტირების პროცესმა კარგად ჩაიარა. კმაყოფილები ვართ. მოსწავლეები მაქსიმალური რაოდენობით დაესწრნენ. აღნიშნეს, რომ  კითხვები საინტერესო იყო. „ეტალონი“ ნამდვილად საჭირო პროექტია და ამას მშობლებიც ხედავენ,  მასწავლებლები კი აქტიურად ერთვებიან. მოსწავლეებს მეორე ტურში ინტერესით ვუგულშემატკივრებთ.

ჭითაწყარის საჯარო სკოლა, „ეტალონის“ პედაგოგი მარინა ჯაბუა:

ტესტირების პროცესს 27 მოსწავლე დაესწრო. მათ ძალიან კარგი განწყობა და მოლოდინი აქვთ. მეორე ტურისთვის ბავშვები აქტიურად ემზადებიან. „ეტალონს“ მოსწავლეებზე დიდი გავლენა აქვს, რაც მთავარია, მათ ეს პროექტი ძალიან მოსწონთ და აინტერესებთ. ამ ინტელექტ-შეჯიბრით ბავშვები საკუთარ ცოდნას ამოწმებენ და უფრო თავდაჯერებულები ხდებიან.

ზუგდიდის N5 საჯარო სკოლა, დირექტორი დოდო ცქვიტაია:

ტესტირებაში მონაწილეობა მოსწავლეებმა მე-8-დან მე-11 კლასის ჩათვლით მიიღეს. ისინი პროცესში მაღალი მოტივაციით ჩაერთნენ. შესანიშნავი ქულებიც დაიწერა. მოსწავლეებს, რა თქმა უნდა, გამარჯვებაც სურთ. მითუმეტეს, რომ გვყავს ასეთ კონკურსებში გამარჯვებულები. მეორე ტურისთვის ვემზადებით. „ეტალონი“ ინტელექტის შეფასებას, მოტივაციას, ცოდნის გაძლიერებას გულისხმობს.

ზუგდიდის N5 საჯარო სკოლა, „ეტალონის“ პედაგოგი ჯენეტ ქვარხცხავა:

ტესტირებამ ობიექტურად ჩაიარა. საკმაოდ კარგი ქულებიც დაიწერა. ყველა მოსწავლეს, ვინც მონაწილეობა მიიღო, გამარჯვება სურს. მეორე ტურისთვისაც ვემზადებით. „ეტალონის“ ინტელექტ-ჩემპიონატი მნიშვნელოვანია, რადგან სკოლის მოსწავლეები საკუთარ ცოდნას ამოწმებენ და აანალიზებენ.

შამგონის საჯარო სკოლა, დირექტორი ნინო ლეჟავა:


ტესტირების პროცესმა კარგად და მშვიდ გარემოში ჩაიარა. მაღალი ქულებიც დაიწერა. ეს პროექტი ბავშვებში ყველაფრის ცოდნის და მნიშვნელოვანი უნარების განვითარებას უწყობს ხელს. მეორე ეტაპისთვის აქტიურად ვემზადებით.

შამგონის საჯარო სკოლა, „ეტალონის“ პედაგოგი თეა ხუბუა:


ტესტირებამ ნორმალურად ჩაიარა. მრავალი მოსწავლე დაესწრო. მათ გამარჯვების მოტივაცია აქვთ. მეორე ტურისთვის გულდასმით ვემზადებით. „ეტალონის“ ინტელექტ-ჩემპიონატი მოსწავლეებს ცოდნის შემოწმებაში, თვითშეფასების გაძლიერებასა და ხარვეზების გამოსწორებაში ეხმარება.


შეგახსენებთ, რომ ახალი სასწავლო წლის განმავლობაში „ეტალონი“ ტრადიციულად საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტსა და თვითმმართველ ქალაქს ესტუმრება და 2018-19 სასწავლო წლის „ეტალონელებს“ გამოავლენს. 

კონკურსი სამ ეტაპად მიმდინარეობს: პირველი ეტაპზე სკოლებში გაიმართება შესარჩევი ტესტირებები, მეორე ეტაპი-ადგილზე, მუნიციპალიტეტსა თუ თვითმმართველ ქალაქში „ეტალონის“ შემოქმედებითი გუნდის სტუმრობასა და ღონისძიების ჩატარებას გულისხმობს. კონკურსი ივნისში გრანდიოზული ფინალით დაგვირგვინდება.

ინტელექტ-ჩემპიონატში ჩართვის მსურველებმა დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ სკოლის ადმინისტრაციას, საგანმანათლებლო რესურსცენტრს, დაგვიკავშირდეთ ნომერზე 577 36 99 45 მოგვწეროთ Facebook-ზე ან შეავსოთ სპეციალური სარეგისტრაციო ფორმა.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ქობულეთის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
სიახლეები
ეროვნული გამოცდების შეფასების კრიტერიუმები - რა უნდა გაითვალისწინოთ საგნების მიხედვით
რა სიმბოლური დატვირთა აქვს ჯეჯილს - დათესვის დრო და მოსვლის წესები
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
გარდა ამისა, მათ თემატური ნამუშევრებიც მოამზადეს
ბავშვებმა, ჩაერთნენ ხელოვნების პედაგოგთან, ელისო კიკვაძესთან ერთად სკოლის ეზო მოხატეს და ასევე, ნაძვი დარგეს
ლიტერატურული კლუბის და საგანმანათლებლო ორგანიზაციის - „მწიგნობარის“, ერთობლივი ძალისხმევით გაიმართა
ნერგები სკოლას საჩუქარად, ადგილობრივი თვითმმართველობის თანამონაწილეობით გადაეცა
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
როგორ უნდა გამოიყენოთ ნოველები სასწავლო პროცესში, როგორც სწავლების სტრატეგია?
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
სიახლეები
საზოგადოება