სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

„ყვარლის ეტალონი მოსწავლე“ წიწკანაანთსერის მცირეკონტიგენტიანი სკოლის მოსწავლე გახდა
29-10-2018
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონის“ მეორე ტური ამჯერად ყვარლის მუნიციპალიტეტში ჩატარდა და „ეტალონი მოსწავლის“ ტიტული  წიწკანაანთსერის საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლემ, ლიკა ოსეფაშვილმა მოიპოვა.

ღონისძიებას ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი როსტომ სესიაშვილი და ყვარლის რესურსცენტრის უფროსი ქეთევან ჭიპაშვილი ესწრებოდნენ.

ღონისძიების მიმდინარეობისას, ინტელექტ-ჩემპიონატებისთვის საინტერესო სიახლემ გაიჟღერა. ყვარლის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა, პირველ 9 ადგილზე გასული მოსწავლისთვის, საქართველოს ნებისმიერ კუთხეში მათი სურვილით შერჩეულ ადგილას უფასო ექსკურსია დააწესა. 

მეორე სიახლე კი, რომელმაც კონკურსანტებსა და მათ გულშემატკივრებში განსაკუთრებული აღტაცება გამოიწვია, იყო ის, რომ თუ „ეტალონის“ 2018-2019 სასწავლო წლის ფინალზე, პირველ ხუთეულში „ყვარლის ეტალონი მოსწავლე“ მოხვდება, მერი საზღვარგარეთ პირველ ოფიციალურ ვიზიტს მასთან ერთად განახორციელებს.

ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა, როსტომ სესიაშვილმა, პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს არის უძლიერესი იარაღი, რომელიც ქვეყნის განვითარებაში გვეხმარება.

„ინტელექტ-ჩემპიონატი ერთადერთი პროექტია, რომელიც ხელს უწყობს მოსწავლეების გონებრივი შესაძლებლობების გამოვლენას. მე ვფიქრობ, რომ სახელმწიფოს ყველა მოხელე სიღრმისეულად უნდა დაუდგეს გვერდში ამ პროექტს, რამეთუ დღეს ჩვენს ქვეყანას მხოლოდ და მხოლოდ ეს უძლიერესი იარაღი განავითარებს და წაიყვანს წინ. სწორედ განათლებული თაობა გადაარჩენს ჩვენს ქვეყანას. ვიმედოვნებ, რომ  პროექტი უფრო გაძლიერდება და მეტად მასშტაბური გახდება. შესაბამისად, უფრო მეტი წარმატებული და განათლებული ახალგაზრდა ეყოლება ჩვენს ქვეყანას. უღრმესი მადლობა ყველაფრისთვის ბატონ გოჩას, იმისთვის, რომ არ იშურებს ძალისხმევას ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი მომავალი თაობისთვის".

საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის, ქეთევან ჭიპაშვილის თქმით, „ეტალონს“  ყვარელში განსაკუთრებულად ელოდებიან. მისი თქმით, ეს არის პროექტი, რომელიც დიდ როლს ასრულებს მომავალი თაობის აღზრდა-განათლებაში.

„უკვე რამდენიმე წელია ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გავაზის საჯარო სკოლაში ტარდება „ეტალონის“ ინტელექტ-ჩემპიონატი. ამ პროექტმა, ასე ვთქვათ, „გაგვიუფერულა“ შემოდგომა, იმიტომ რომ შემოდგომაზე მეტად, "ეტალონის" ჩამოსვლას სულმოუთქმელად ელოდებიან მთელი ყვარლის მუნიციპალიტეტის არა მარტო მოსწავლეები და მასწავლებლები, არამედ მშობლები, ბებიები, ბაბუები .. დღეს უზომოდ ბედნიერი ვარ. დაახლოებით ხუთასამდე ადამიანი იდგა და ტაშს უკრავდა ბავშვების ნიჭს და განათლებას. 

გამარჯვებული წიწკანაანთსერის საჯარო სკოლის მოსწავლე გახდა. ეს გამარჯვება რამდენიმე მიზეზის გამო კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. სოფელი არის არაქართულენოვანი მოსახლეობით დასახლებული და სკოლა საკმაოდ პატარა - 45 მოსწავლე სწავლობს. ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ ყველა სკოლაში, და მათ შორის ასეთ მცირეკონტიგენტიან სკოლებში,  განათლება დგას იმ სიმაღლეზე, რა სიმაღლეზეც უნდა იდგეს. უზომოდ დიდი მადლობა ბატონ გოჩა ტყეშელაშვილს და მთლიანად გუნდს, ღონისძება არის ყოველ წამზე და წუთზე აწყობილი და დაგეგმილი. ყველა მნიშვნელოვანი აქ არის ის, რომ  ყველა ერთად ვზრუნავთ ჩვენი მომავალი თაობის აღზრდა-განათლებაზე“ .

„ყვარლის ეტალონმა მოსწავლემ“, ლიკა ოსეფაშვილმა მადლობა გადაუხადა „ეტალონს“ და აღნიშნა, რომ ეს პროექტი მას და მის თაობას განვითარების შესაძლებლობას აძლევს.

„ძალიან ბედნიერი ვარ და „ეტალონის“ მადლობელი. ის ძალიან გვეხმარება ახალგაზრდებს განვითარებაში და დღეს უდიდესი სიხარული მომიტანა. შარშანაც მივიღე მონაწილეობა, საპრიზო ადგილის გარეშე დავრჩი, მაგრამ დღეს გამარჯვებული ვარ. ეს სასწაული ემოციაა. ვერ ვახერხებ გადმოგცეთ სრულყოფილად რას ვგრძნობ“.

განსაკუთრებით ემოციური აღმოჩნდა ყვარლის ინტელექტ-ჩემპიონატის მეორე ტური „ეტალონი მოსწავლის“ დედის - მადინა ძიგოევისთვის.

„რა შემიძლია გითხრათ გარდა იმისა, რომ ძალიან ბედნიერი ვარ და უზომოდ მადლობელი ამ პროექტის, რომლისთვისაც ლიკა ყოველთვის სიხარულით ემზადება. ძალიან ჭკვიანი გოგოა, შარშან მეექვსე ადგილი დაიკავა და ველოდი, რომ წელსაც მოხვდებოდა ათეულში. მაგრამ პირველი ადგილი მოულოდნელი და ემოციური იყო. მიჭირს საუბარი, ძალიან გახარებული და ამაყი ვარ“.

წიწკანაანთსერის საჯარო სკოლის დირექტორის, ნანა ნინიაშვილის თქმით, მათი სკოლა ყოველთვის აქტიურად არის ჩართული ინტელექტ-ჩემპიონატში, რადგან ბავშვები ძალიან მოტივირებულები არიან და ყოველ წელს „ეტალონის“ კონკურსისთვის დიდი მონდომებით ემზადებიან.

„ჩვენი სკოლა მცირეკონტიგენტიანია. 45 მოსწავლე გვყავს, მაგრამ ეს არ უშლის ჩვენს მოსწავლეებს ხელს, იყვნენ მოტივირებულნი და კარგად მოემზადონ ასეთი საგანმანათლებლო პროექტებისთვის. ლიკა ძალიან კარგი გოგო გვყავს, შარშანაც მიიღო მონაწილეობა და ათეულში მოხვდა. ბედნიერი ვარ, რომ წელს პირველი ადგილი დაიკავა. კიდევ ერთხელ ვულოცავ მას და მომავლში ჩვენი სკოლის მოსწავლეებს კვლავ წარმატებებს ვუსურვებ. დიდი მადლობა „ეტალონს“ ამხელა სიხარულისთვის".


კომენტარები


ეტალონი

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

შერჩეული კანდიდატების თანამდებობაზე დანიშვნა განხორციელდება 2026 წლის პირველი სექტემბრიდან

მასწავლებლებისთვის - საგამოცდო დრო, მაქსიმალური ქულები და შეფასების კრიტერიუმები საგნების მიხედვით, ცნობილია

ცნობილია, რა კრიტერიუმებით შეაფასებენ აბიტურიენტების ნაშრომებს და რა იქნება თითოეული საგნის მაქსიმალური ქულა და საგამოცდო დრო

 

„3 წლის ბავშვი იატაკზე იწვა, შიშველი... როცა ადგა, მასწავლებელმა ისევ დააწვინა და „პროსტინა“ გადააფარა, როგორც გვამს“ - ძალადობა თბილისის კერძო ბაღში

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

„როდესაც პატარები ჩვენი სკოლის ზღურბლს გადმოაბიჯებენ, მინდა, მათმა მშობლებმა მშვიდად ამოისუნთქონ. აქ, ამ კედლებში, მათ ხვდებათ მეორე დედა  - პირველი მასწავლებელი“...

სკოლები

შერჩეული კანდიდატების თანამდებობაზე დანიშვნა განხორციელდება 2026 წლის პირველი სექტემბრიდან

მოსწავლეებმა სიყვარულითა და პასუხისმგებლობის გრძნობით დაალაგეს სკოლის ეზო და დარგეს ნერგები
 
საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

ძალიან კარგი თაობა მოდის და იმედს მიჩენენ რომ ისინი შეძლებენ საქართველოს გაბრწყინებას და გაძლიერებას

„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება