სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

''იყავით უფრო თავისუფლები'' - რა რჩევებს აძლევს ''მარტვილის ეტალონი მოსწავლე'' სხვა მონაწილეებს
21-12-2016
-
+


სოციალურ - საგანმანათლებლო პროექტი "ეტალონი" გრძელდება. 

ამჯერად, ''მარტვილის ეტალონი მოსწავლე'' გამოვლინდა.     

ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი მარტვილში, კერძო სკოლაში ''სხივი'' ჩატარდა.  

მარტვილის გამორჩეული ახალგაზრდები ერთმანეთს პირველობისათვის დაუპირისპირდნენ. 
     
ღონისძიებას მარტვილის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, რესსურსცენტრის წარმომადგენლები, სკოლების დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ.   

კონკურსში მონაწილე ყველა მოსწავლეს სიგელები გადაეცა.   

დაძაბული ინტელექტუალური დაპირისპირების შედეგად გამოვლინდა ''ეტალონი მოსწავლის'' ტიტულის მფლობელი.   

''ეტალონი მოსწავლის'' ტიტულს კერძო სკოლა ''სხივის'' მე-11 კლასის მოსწავლე მიხეილ კიზირია დაეუფლა (76 ქულა). 

გამარჯვებული სხვა მონაწილეებს რჩევებს აძლევს: 

„გამარჯვების მოპოვების დიდი შანსი მქონდა, ეს ვიცოდი. ჩემი აზრით ‘’ეტალონი’’ ცოდნის გაღრმავებაში შემიწყობს ხელს, მრავალ ახალ რამეს გავიგებ ამ პროექტის წყალობით. სხვა მონაწილეებს ვურჩევდი, რომ იყვნენ უფრო თავისუფლები, არ დაიძაბონ, არ ჩაიკეტონ. ჩემთვის არ წარმოადგენდა ეს პრობლემას, მოვუწოდებ სხვებსაც იყვნენ უფრო გახსნილები.“

მარტვილის რესურსცენტრის უფროსი მაკა გულორდავა განსაკუთრებულ მადლობას უხდის ‘’ეტალონის’’ წამყვანს გოჩა ტყეშელაშვილს:

“ძალიან მოხარულები ვართ, რომ ასე კარგად აზროვნებენ მოსწავლეები. ძალიან კარგი გამოვიდა ყველაფერი. მთელი დარბაზი იყო ჩართული ამ კონკურსში. ეს პროექტი ბრწყინვალე მოტივატორია სწავლისთვის. მოსწავლეები უფრო მეტს კითხულობენ. მონაწილეები ეცნობიან ერთმანეთს და შემდეგ აგრძელებენ მეგობრობას. მადლობა მინდა ვუთხრა ბატონ გოჩა ტყეშელაშვილს, ძალიან პოპულარულია ეს პროექტი ახალგაზრდებში და ნამდვილად ქართულია, რაც მისასალმებელია.’’

კერძო სკოლა‘’სხივის’’დირექტორი დავით ჯიქიას თქმით, გამარჯვებული მიხეილ კიზირია ძალიან ბეჯითი მოსწავლეა:

„ყველაფერი ძალიან კარგად ჩატარდა. ძალიან ორგანიზებულად დავხვდით ‘’ეტალონს’’, ყველანაირი პირობები შევქმენით, ყველანი კმაყოფილები იყვნენ, ბავშვებიც და გულშემატკივრებიც. გამარჯვებული მიხეილ კიზირია ძალიან ბეჯითი  და კარგი მოსწავლეა, ძალიან ბევრს კითხულობს და სხვათა შორის, საკმაოდ ბევრ კონკურსში აქვს მონაწილეობა მიღებული და წარმატებულადაც. ‘’ეტალონს’’ ჩვენ მხარს ვუჭერთ. ეს ძალიან ეროვნული პროექტია.“

კერძო სკოლა ‘’სხივის’’ ხარისხის მართვის მენეჯერი მიხეილ კორთხონჯია აღნიშნავს, რომ ინტელექტ-შეჯიბრი მოსწავლეებს სწავლის სტიმულს, მოტივაციას აძლევს:

„ძალიან ემოციური იყო კონკურსი. კმაყოფილები ვართ. დადებითი იყო ეს ყველაფერი. ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ‘’ეტალონი’’ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. ასეთი პროექტები ბევრი უნდა ტარდებოდეს. ინტელექტ-შეჯიბრი მოსწავლეებს სტიმულს, მოტივაციას აძლევს. უბიძგებს მათ კითხვისკენ, სწავლისკენ.“

''მარტვილის ეტალონი მოსწავლის" ტიტულის მფლობელი მიხეილ კიზირია გაზაფხულზე, ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას. მანამდე ინტელექტ-შეჯიბრი გრძელდება.   

"ეტალონი" 2016-2017 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს "ეტალონ მოსწავლეებს".

პროექტი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს.  

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რა შემთხვევაში მოუწევთ საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლებს განახლებული სახელმძღვანელოების ყიდვა

სპეცმასწავლებლებლების საყურადღებოდ - მთავარი ცვლილებები სტანდარტსა და კადრების გადამზადებას შეეხება

თუ არ ეთანხმებით მიღებულ შეფასებას, გაასაჩივრეთ - NAEC-ის განმარტება მასწავლებლებს

ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე მანდატურის სამსახური რეკომენდაციებს ავრცელებს

სამოქალაქო, ბიოლოგია, სპორტი, ხელოვნება - მასწავლებელთა გამოცდების შედეგები ცნობილია

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

მეოთხეკლასელებმა მრავალფეროვანი მუსიკალური, ლიტერატურული და შემოქმედებითი ნომრები წარმოადგინეს

სკოლის ადმინისტრაციამ წარჩინებულ ახალგაზრდებს წარმატება მიულოცა

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს ულოცავენ ჯილდოს მიღებას და მათ ნათელ და წარმატებულ მომავალს უსურვებენ

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება