სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ოკუპირებული გალისა და ახალგორის ყველა სკოლაში სრულად აიკრძალა ქართულ ენაზე სწავლება 
23-04-2025
-
+


სახალხო დამცველის 2024 წლის საპარლამენტო ანგარიშის მიხედვით, მშობლიურ ენაზე განათლების ხელმისაწვდომობა კვლავ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გამოწვევად რჩება. ოკუპირებული გალისა და ახალგორის ყველა სკოლაში დაწყებით კლასებში სრულად აიკრძალა ქართულ ენაზე სწავლება და მშობლიური ენა, უცხო ენისა და ლიტერატურის საგნად გადაკეთდა. აღსანისნავია ისიც, რომ პედაგოგებს და მოსწავლეებს ეკრძალებათ ურთიერთობა ქართულ საგანმანათლებლო სივრცესთან.

ანგარიშის მიხედვით, 2024-2025 სასწავლო წლის მონაცემებით, ოკუპირებული გალის რაიონში 30 სრული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ფუნქციონირებს. სკოლებში, 2024 წლის იანვრის მდგომარეობით, მოსამზადებლიდან მე-11 კლასის ჩათვლით, 3348 მოსწავლე ირიცხება.  რაც შეეხება პედაგოგების რიხოვნობას, ჯამში დასაქმებულია 948 მასწავლებელი.

მშობლიურ ენას, ოკუპირებული გალის სკოლებში რიგითი საგნის სტატუსი აქვს. სკოლებში, წინა წლების მსგავსად, ყველა საგანი რუსულ ენაზე და რუსეთის ფედერაციის სკოლებისთვის დაბეჭდილი სახელმძღვანელოებით ისწავლება. რუსულ ენას, კვირაში, პირველიდან - მეთერთმეტე კლასის ჩათვლით, 79 საათი ეთმობა. კლასგარეშე ღონისძიებებიც რუსულ ენაზე ტარდება. პედაგოგებს და მოსწავლეებს ეკრძალებათ ურთიერთობა ქართულ საგანმანათლებლო სივრცესთან. იძულებითი რუსულენოვანი აღზრდა - განათლება მიმდინარეობს საბავშვო ბაღებსა და სახელოვნებო სკოლებშიც.

რაც შეეხება ოკუპირებულ ახალგორს, მშობლიურ ენაზე განათლების ხელმისაწვდომობის კუთხით, მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. საანგარიშო წელს მოსწავლეების არარსებობის გამო ბოლო ქართული სკოლაც დაიხურა.

აღსანიშნავია, რომ ქართული სკოლები ეტაპობრივად დაიხურა: ჯერ გაუქმდა დაწყებითი კლასები, შემდეგ ყოველწლიურად თითო კლასი. 2024 წელს სკოლა ბოლო კურსდამთავრებულებმა დაამთავრეს. ოკუპირებულ ახალგორში, ამ ეტაპზე, ფუნქციონირებს მხოლოდ 5 სკოლა. აქედან, 4 სკოლაში ქართული ენა, როგორც საგანი, მხოლოდ მე-11 კლასში ისწავლება. 2024-2025 სასწავლო წლის მონაცემებით, ახალგორის სკოლებში, ჯამურად 50 მოსწავლე ირიცხება და 79 პედაგოგია დასაქმებული.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ბაღების სააგენტო საგანგებო რეჟიმზე გადავიდა - რა იცვლება აღსაზრდელებისთვის 

15 სექტემბრის შემდეგ დაკეტილი სკოლების სია - სარებილიტაციო თუ დასანგრევი შენობები და გაკვეთილების მიღმა დარჩენილი მოსწავლეები

თბილისის ბაღების მენიუდან რძე და რძის ნაწარმი ამოიღეს - მიზეზებს სააგენტოში განმარტავენ

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„წარმატებებს ვუსურვებ ჩემს მოსწავლეებსა და მასწავლებლებს“ - მუხურის N2 საჯარო სკოლის დირექტორი

განთიადის საჯარო სკოლაში რეაბილიტაცია დაიწყო - დირექტორის თქმით, მაქსიმალური კეთდება, რაღა მოსწავლეებმა კომფორტულ გარემოში ისწავლონ

მოსწავლეთა გადაწყვეტილებით მოგებული თანხა დათა სახოკიას დახმარების ფონდში გადაირიცხება

 

დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს სიხარულით ელოდნენ და მათ გამორჩეული დახვედრაც მოუწყვეს

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება