სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მასწავლებლები და აღმზრდელები 1500 ლარით, სკოლა და ბაღი 4000 ლარით დაჯარიმდება - რა დარღვევის გამო ელით სახდელი საგანმანათლებლო დაწესებულებებს
07-04-2025
-
+


საბავშვო ბაღი, სკოლა, პროფესიული სასწავლებელი და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება 4000 ლარით თუ დაარღვევს „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებსაქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს.

აქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დეტალურად არის გაწერილი ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონის დარღვევისთვის რა ოდენობის ჯარიმებია განსაზღვრული ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის.

ადრეული აღზრდისა და განათლების დაწესებულების სააღმზრდელო ან/და საგანმანათლებლო პროგრამაში, სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების სააღმზრდელო ან/და საგანმანათლებლო პროგრამაში, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების/სკოლის, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების/კოლეჯის ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამაში ისეთი ინფორმაციის შეტანა ან/და აღნიშნული დაწესებულების თანამშრომლის მიერ ამ დაწესებულების საქმიანობის ფარგლებში ან/და ამავე დაწესებულების ტერიტორიაზე ისეთი ინფორმაციის გავრცელება ან ისეთი ინფორმაციის გავრცელების ხელშეწყობა, რომელიც მიმართულია ადამიანის არცერთი ბიოლოგიური სქესისთვის მიკუთვნების ან/და მისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლებს შორის სექსუალური ორიენტაციის ნიშნით გამოხატული ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ, − გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირისა − 4 000 ლარის ოდენობით.

ისეთი რეკლამის გავრცელება, რომელიც მიმართულია ადამიანის არცერთი ბიოლოგიური სქესისთვის მიკუთვნების ან/და მისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლებს შორის სექსუალური ორიენტაციის ნიშნით გამოხატული ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ, თუ ამ რეკლამის გამავრცელებელი მის გავრცელებაზე ფაქტობრივ კონტროლს ახორციელებდა, − გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 800 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირისა − 2 500 ლარის ოდენობით.

არასრულწლოვანთან პირდაპირი კომუნიკაციის განხორციელებით მისთვის ისეთი ინფორმაციის (მათ შორის, ისეთი შემოქმედებითი ნაწარმოების) მიწოდება (გაზიარება) ან/და ისეთი ინფორმაციის (მათ შორის, ისეთი შემოქმედებითი ნაწარმოების) ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, რომელიც მიმართულია ადამიანის არცერთი ბიოლოგიური სქესისთვის მიკუთვნების ან/და მისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლებს შორის სექსუალური ორიენტაციის ნიშნით გამოხატული ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ, − გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირისა − 3 000 ლარის ოდენობით.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებლებს აპელაციისთვის გადახდილი თანხის დაბრუნება შეუძლიათ - ვადები, პირობები და სხვა დეტალები

2026-2027 სასწავლო წლის საათობრივი ბადე - რომელ საგნებშია ყველაზე მეტი და ყველაზე ნაკლები დატვირთვა

ვებინარს საბავშვო ბაღის აღმზრდელი ჩაატარებს - ინფორმაციას მასწავლებლის სახლი ავრცელებს

რომელი დამრიგებლები მიიღებენ 250 ლარიან დანამატს ახალი სასწავლო წლიდან 

მასწავლებელთა გამოცდების აპელაციის შედეგები ცნობილია - იხილეთ, მოგემატათ თუ დაგაკლდათ ქულა

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები
„გისურვებთ პროფესიულ წინსვლასა და წარმატებას ჩვენი სკოლისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ“
 
შვიდდღიანი საბანაკე პროგრამის ფარგლებში მოსწავლეები თემატურ ტრენინგებში, გუნდურ შეჯიბრებებსა და შემოქმედებით ღონისძიებებში იყვნენ ჩართულნი
 
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება