სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რა წესები უნდა დაიცვან აპლიკანტებმა გამოცდაზე და რა დოკუმენტები უნდა ჰქონდეთ თან - დეტალური ინფორმაცია
08-03-2025
-
+


განათლების სამინისტრომ I-XII კლასის მოსწავლეებისთვის ექსერნატზე რეგისტრაციისა და  გამოცდის ჩაბარების ვადები გამოაქვეყნა

რა პროცედურები უნდა გაიარონ ექსტერნებმა გამოცდაზე და რა უნდა გაითვალისწინონ. დეტალური ინსტრუქცია ბრზანებით არის გაწერილი


1. ექსტერნატის გამოცდების დაწყებამდე ექსტერნების წერითი ნამუშევრების ანონიმურობის უზრუნველსაყოფად სკოლის მიერ ხდება საგამოცდო ტესტების კოდირება.

2. ექსტერნი უნდა გამოცხადდეს ექსტერნატის გამოცდის დაწყებამდე ერთი საათით ადრე და გაიაროს რეგისტრაცია.

3. რეგისტრაციის გასავლელად ექსტერნი ვალდებულია წარადგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. თუ დოკუმენტი უცხო ენაზეა შედგენილი, ასევე სანოტარი წესით დამოწმებული ქართული თარგმანი.

4. რეგისტრაციის შემდეგ ექსტერნი განთავსებულ იქნება მისთვის განკუთვნილ სამუშაო მაგიდასთან.

5. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, ასევე ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის გარეშე ექსტერნი ექსტერნატის გამოცდაზე არ დაიშვება.

6. ექსტერნატის გამოცდაზე გამოუცხადებლობა ექსტერნს ართმევს უფლებას მოითხოვოს დამატებითი ექსტერნატის გამოცდის ჩატარება, მიუხედავად იმისა გამოცდაზე გამოუცხადებლობა საპატიო მიზეზით იყო გამოწვეული თუ არა.

7. ტესტზე მუშაობის დაწყებამდე ექსტერნი უნდა დარწმუნდეს, რომ მისთვის გადაცემული საგამოცდო ტესტურ დავალებათა რვეული და პასუხების ფურცელი არ არის დაზიანებული, რასაც იგი ადასტურებს უწყისში ხელმოწერით.

8. გამოცდის დაწყებამდე ექსტერნებს მოკლედ გააცნობენ გამოცდის ჩატარებისა და საგამოცდო ტესტურ დავალებათა რვეულის გამოყენებისა და პასუხების ფურცლის შევსების წესებს, მათ უფლება-მოვალეობებს, რის შემდეგაც დაიწყება საგამოცდო დროის ათვლა. მეთვალყურე უზრუნველყოფს, რომ დროის ათვლამდე ექსტერნებს არ ჰქონდეთ მუშაობის დაწყების საშუალება.

9. საგამოცდო დროის ამოწურვამდე სამუშაოს დამთავრების შემთხვევაში ექსტერნს უფლება აქვს, ტესტურ დავალებათა რვეულისა და პასუხების ფურცლის ჩაბარების შემდეგ დატოვოს დარბაზი მეთვალყურის ან მის მიერ ამისთვის გამოყოფილი საგამოცდო პროცესის მონაწილე სხვა პირის თანხმობით.

10. საგამოცდო დროის ამოწურვის ან ექსტერნის მიერ სამუშაოს დასრულების შემდეგ მეთვალყურე ამოწმებს თითოეული ექსტერნის ტესტურ დავალებათა რვეულის გვერდების რაოდენობას, პასუხების ფურცელზე კოდის დაუზიანებლობას და ექსტერნის მიერ უწყისში ხელმოწერის შემდეგ იბარებს მათ.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები 23 სექტემბერს გამოქვეყნდება - NAEC ინფორმაციას ავრცელებს 

განახლდება თუ არა სააღმზრდელო პროცესი ორშაბათიდან იმ ბაღებში, რომლებშიც ბავშვები მოიწამლნენ

მოსწავლესთან ერთად საგანმანათლებლო პროცესიც შეფასდება - მინისტრის ბრძანება 

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება