სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

საჯარო სკოლის დირექტორების საყურადღებოდ - მინისტრის ბრძანება გამოქვეყნდა
04-12-2024
-
+


„საჯარო სკოლის დირექტორის, დირექტორის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში – მისი მოვალეობის შემსრულებელი მოადგილის ან მოვალეობის სხვა შემსრულებლის რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების მინისტრის ბრძანებაში ცვლილება შევიდა, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა, რა შემთხვევაში არის ან არა, საჭირო,  განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში რეგისტრაცია.

მართვის სისტემაში რეგისტრაციას საჭიროებს:

ა) შესაბამისი სკოლის სამეურვეო საბჭოს მიერ არჩეული დირექტორი;

ბ) საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის (შემდგომ – მინისტრი) მიერ დანიშნული დირექტორი და დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი;

გ) დირექტორის მოადგილე, რომელიც დირექტორის/დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის მიერ დანიშნულია, დირექტორის/დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, მისი მოვალეობის შემსრულებლად;

დ) დირექტორის მოადგილის თანამდებობის არარსებობის, ან დირექტორის მოადგილის ვაკანტური თანამდებობის არსებობის შემთხვევაში, სკოლის სხვა თანამშრომელი, რომელიც დირექტორის/დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის მიერ დანიშნულია, დირექტორის/დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, მისი მოვალეობის შემსრულებლად;

ე) დირექტორისათვის ვადამდე უფლებამოსილების შეწყვეტის ან დირექტორის/დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის მიერ თავისი უფლებამოსილების 60 სასწავლო დღის განმავლობაში განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, ამ პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით დადგენილი წესით, მართვის სისტემაში რეგისტრირებული პირის მიერ დანიშნული სკოლის ის თანამშრომელი, რომელიც მის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ასრულებს/შეასრულებს დირექტორის მოვალეობას, 1 თვეზე მეტი ვადით. ეს რეგისტრაცია არ იწვევს ამავე სკოლაში ამ პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით  დადგენილი წესით, მართვის სისტემაში რეგისტრირებული პირის რეგისტრაციის ავტომატურად შეწყვეტას.

მართვის სისტემაში რეგისტრაციას არ საჭიროებს:

ა) დირექტორის/დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის და ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ან „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირების ერთდროულად შვებულებაში ან მივლინებაში ყოფნის ან დროებითი შრომისუუნარობის შემთხვევაში, დირექტორის/დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის მიერ დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად დროებით დანიშნული სკოლის სხვა თანამშრომელი;

ბ) დირექტორისათვის ვადამდე უფლებამოსილების შეწყვეტის ან დირექტორის/დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის მიერ თავისი უფლებამოსილების 60 სასწავლო დღის განმავლობაში განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით დადგენილი წესით, მართვის სისტემაში რეგისტრირებული პირის მიერ დანიშნული სკოლის ის თანამშრომელი, რომელიც მის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ასრულებს/შეასრულებს დირექტორის მოვალეობას, 1 თვით ან ნაკლები ვადით.



კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

წამყვანი და მენტორი მასწავლებელის ახალი პასუხისმგებლობები და კომპეტენციები

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ NAEC განცხადებას ავრცელებს

მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა - დეტალები

იანვრიდან სკოლისა და ბაღის მასწავლებლების ხელფასი გაიზრდება - 2027 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი ცნობილია

ცვლილებები 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება - ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები

პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლე- ახალგაზრდებში ქართული კინოს პოპულარიზაციას

სკოლის დირექტორმა, ნინო ღლონტმა მოსწავლეებს სასწავლო პროცესის განახლება დიდი სიყვარულით მიულოცა

სასკოლო საზოგადოების გულთბილმა დახვედრამ მოსწავლეებს დაუვიწყარი ემოციები აჩუქა

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება