სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის გამო, თბილისის N190 საბავშვო ბაღში მოკვლევა მიმდინარეობს
14-06-2018
დაკოპირებულია
-
+
თბილისის N190 საბავშვო ბაღის აღმზრდელს სოციალური ქსელის მომხმარებელი ნესტან ბლუიშვილი უყურადღებობაში ადანაშაულებს. როგორც იგი ფეისბუქპოსტში აღნიშნავს, გუშინ მისი სამი წლის დისშვილი სახედალურჯებული წამოიყვანეს ბაღიდან. „გუშინ ჩემი სამი წლის დისშვილი სახედალურჯებული წამოვიყვანეთ ბაღიდან, თვალის ქვედა მხარე და ცხვირი აქვს დარტყმული. გადარჩენილია, რომ თვალი ან საფეთქელი არ დაარტყა. მასწავლებელმა გვითხრა, სკამს დაარტყა დილითო და არ დაურეკავს. ჩვენ საღამოს გამოვიყვანეთ. ბავშვმა თქვა, მაგიდიდან ვხტებოდითო. (ბავშვები მაგიდებზე დახტიან და მასწავლებელი ალბათ ინტერნეტში იყო შემძვრალი) კამერები მხოლოდ დერეფნებშია. ოთახებში არაა,“ - აღნიშნავს ნესტან ბლუიშვილი სოციალურ ქსელში.
როგორც Etaloni.ge-ს თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში განუცხადეს, N190 საბავშვო ბაღში მომხდარ ფაქტზე მოკვლევა მიმდინარეობს:
„როგორც კი ფაქტის შესახებ შევიტყვეთ, მომენატალურად გავგზავნეთ მონიტორინგის ჯგუფი, რომელიც არკვევს ფაქტის დეტალებს. წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევა მუსიკის დარბაზში მოხდა. ოთახებში კამერები არ არის და შესაბამისად, ვიდეომასალაც არ გვექნება. წინასწარ ვერაფერს ვერ გეტყვით, სანამ მოკვლევის პროცესი არ დასრულდება,“ - აღნიშნეს თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში.
გარდა ამ ბაღში მომხდარი ფაქტისა, ბავშვის დეიდა ფეისბუქპოსტში აღნიშნავს, რომ ყველა საჯარო ბაღში ბავშვებს არაადამიანურად ეპყრობიან:
„ყველა საჯარო ბაღში არაადამიანურად ექცევიან ბავშვებს - ტუალეტში არ მიჰყავთ. ეუბნებიან, რომ შარვალში ჩაიფსან და ჩაისვარონ, მერე მშობლებს ურეკავენ, რომ ბავშვმა ჩაისვარა და წაიყვანონ. ვისაც პამპერსი უკეთია, იმათაც უშლიან ბაღში კუჭში გასვლას. ეს ამბავი გუშინ გავიგე. გაცოფებული ვარ. ასეთი არაადამიანები რატომ მუშაობენ ბავშვებთან?!“ - აღნიშნავს ნესტან ბლუიშვილი.
ბაღებში ბავშვების არაადამიანურ მოპყრობასთან დაკავშირებით, სააგენტოში Etaloni.ge-ს განუცხადეს, რომ ეს სასტიკი ცილისწამებაა:
„პოსტის ბოლოს ბავშვის დეიდა აღნიშნავს, თითქოს ბავშვებს ტუალეტში არ უშვებენ და შეკავებას აიძულებენ, ფაშისტურად ექცევიან, ეს არის სასტიკი ცილისწამება,“ - აღნიშნავენ სააგენტოში.
ის განსაკუთრებით ცნობილია განათლების შესახებ თავისი მოსაზრებებითა და თავისი რადიკალური მიდგომით დისციპლინის, ტრადიციული სწავლისა და აკადემიური სტანდარტების მიმართ