სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

განათლების მინისტრის ბრძანებაში ცვლილება შევიდა - ინფორმაცია, რომელიც ემისში უნდა აისახოს
03-11-2024
-
+


„პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და ადმინისტრირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ ბრძანებაში ცვლილება შევიდა, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა, თუ რა ინფორმაციას უნდა მოიცავდეს სისტემა პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის შესახებ:

ეს გახლავთ:

ა) პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის სახელწოდებას ქართულ და ინგლისურ ენებზე;

ბ) პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის სარეგისტრაციო ნომერს;

გ) მისანიჭებელ კვალიფიკაციას ქართულ და ინგლისურ ენებზე;

დ) პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის მიზანს;

ე) მისანიჭებელი კვალიფიკაციის დონეს ევროპული კვალიფიკაციის ჩარჩოსა და ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მიხედვით;

ვ) კლასიფიკაციის აღწერას, განათლების საერთაშორისო სტანდარტული კლასიფიკატორის (ISCED-F 2013), დასაქმების საერთაშორისო სტანდარტული კლასიფიკატორის ISCO-08 და ეკონომიკური საქმიანობის სახეების ეროვნული კლასიფიკატორის მიხედვით;

ზ) დასაქმების შესაძლებლობებს;

თ) პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის საფუძველზე შემუშავებულ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამაზე დაშვების წინაპირობებს;

ი) სწავლის შედეგებსა და სწავლის შედეგების დეტალურ აღწერას;

კ) კვალიფიკაციის მისანიჭებლად საჭირო კრედიტების (ECVET) რაოდენობას, კვალიფიკაციის მისანიჭებლად სავალდებულო ზოგადი და პროფესიული მოდულების დასახელებას და მათ კრედიტთა რაოდენობას, ასევე, პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის შემუშავების უფლებამოსილების მქონე პირის მიერ განსაზღვრის შემთხვევაში – არჩევითი მოდულების ბლოკსა და მის კრედიტთა რაოდენობას;

ლ) პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის შემუშავების საფუძველს;

მ) პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის ვერსიას;

ნ) პროფესიული საგანმანათლებლო  სტანდარტის გადახედვის ვადას;

ო) პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის დამტკიცების/მასში ცვლილების შეტანის/გაუქმების გადაწყვეტილების რეკვიზიტებს (გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს დასახელება, აქტის ნომერი, გადაწყვეტილების მიღების და ძალაში შესვლის თარიღები), ასევე, აღნიშნულთან დაკავშირებით გათვალისწინებულ შესაბამის დათქმებს;

პ) პროფესიულ საგანმანათლებლო სტანდარტის დანართს, რომლითაც განსაზღვრულია სწავლის შედეგების მიღწევისათვის რეკომენდებული მინიმალური მატერიალური რესურსის ჩამონათვალი და სასწავლო გარემოს მოწყობასთან დაკავშირებული მოთხოვნები მოდულების დასახელების მითითებით;

ჟ) მართვის სისტემის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ სხვა ინფორმაციას, გარდა პერსონალური მონაცემებისა.

აღსანიშნავია, რომ ამ ინფორმაციის სისტემაში ასახვა ხდება „პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის დამტკიცების/მასში ცვლილების/დამატების შეტანის/გაუქმების გადაწყვეტილების მიღებიდან, ხოლო თუ ინფორმაციის არსებობა არ უკავშირდება სამართლებრივი აქტის გამოცემას – შესაბამისი გარემოების დადგომიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში“.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სასკოლო ექსკურსიის მანქანა გზიდან გადავრადა - დაშავებულია 4 მოსწავლე

ავარია ექსკურსიაზე, დაშავებულია 4 მოსწავლე - შსს-მ გამოძიება დაიწყო

ვის ევალება ტრენინგებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება

NAEC-მა საგამოცდო პროგრამები და ტესტურ დავალებათა ნიმუშები გამოაქვეყნა 

პიროვნება

სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საკუთარ ხედვასა სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი ლალი მურადაშვილი გვიზიარებს

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად ორგანიზებული სასწავლო პროცესი“

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგი ზაალ გურული პასუხობს

სკოლები

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

„ზოგჯერ ერთი სიტყვაც კი საკმარისია იმისთვის, რომ ადამიანს დიდი სიხარული აჩუქო“ - 

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება